ნინო ქეთელაური 17.11.2017
პაციენტის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ცე-ჰეპატიტის ვირუსზე ჩატარებული კვლევის შედეგად პირველად - დადებითი, ხოლო განმეორებით უარყოფითი დიაგნოზი დაუსვეს.
|
თიკო ოსმანოვა 17.11.2017
"60 წუთის" ავტორი აკაკი გოგიჩაიშვილი საგამოძიებო ჟურნალისტიკას კიდევ ერთხელ ჩამოაშორეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ "კვირის გამოძიება" მოულოდნელად დახურა და მიზეზად ფინანსური პრობლემები დასახალა. თუმცა გადაცემის თანამშრომლები ისედაც თვებია ხელფასის ნახევარს იღებდნენ.
|
ნინო ქეთელაური 17.11.2017
დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი თარჯიმანი გახდა, რომელიც, ადვოკატების თქმით, ქართულიდან თურქულად სათანადოდ ვერ თარგმნიდა.
|
ნინო ქეთელაური 16.11.2017
“სამწუხაროდ, ლარი საგანგაშო სისწრაფით მიექანება დაღუპვისკენ და თუ ხელისუფლება მისი კურსის გამტკიცებისკენ ნაბიჯს არ გადადგამს, ის თვისივე ხელით მოიჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის”, - აცხადებს პოლიტოლოგი, მეცნიერ-ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ კევსელავა.
|
ნინო ქეთელაური 16.11.2017
"რაც მეტად მივუახლოვდებით ევროპას, მეტად იოლი იქნება რუსეთთან მოლაპარაკება. რაც მეტად დაკარგავს ევროპა ჩვენ მიმართ ინტერესს, მეტად ნაკლები ვეღირებით როგორც სახელმწიფო და ნაკლებად ანგარიშგასაწევი ვიქნებით", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას.
|
ნინო ქეთელაური 16.11.2017
საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ნდობის ფონდის შექმნისა და მომავალში ამ ქვეყნების შენგენის ზონასთან, საბაჟო და ენერგეტიკულ კავშირებთან მიერთების შესახებ რეკომენდაციებს ევროპარლამენტართა უმრავლესობა მხარს უჭერს.
|
თიკო ოსმანოვა 16.11.2017
პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, კულუარული ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის შემცვლელს ეძებს და თეა წულუკიანს შესაძლოა, მალე მოუწიოს თანამდებობის დატოვება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 16.11.2017
ხელისუფლების განცხადებით, სამინისტროების გაერთიანების მიზანი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაა, რომლის საშუალებითაც მთავრობის ეფექტურობაც უნდა გაიზარდოს. თუმცა, კონკრეტულად რა თანხები დაიზოგება ან რამდენი ადამიანი გამოეთხოვება სამსახურს, ჯერჯერობით უცნობია.
|
თიკო ოსმანოვა 15.11.2017
"ასეთი გაუგებარი გაერთიანებები პარლამენტში კი იქნება მხარდაჭერილი, იმიტომ, რომ "ოცნებას" უმრვალესობა ჰყავს, მაგრამ როგორც წესი, ეს მოკლე ან საშუალოვადიანი პერსპექტივისაა, მერე ისევ რაღაცეები იცვლება. ვერ ვხედავ, რომ ამ ცვლილებას გრეძელვადიანი პერსპექტივა ჰქონდეს".
ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, რომელსაც განხორციელებულ სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებზე ვესაუბრეთ.
|
ნინო ქეთელაური 15.11.2017
არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს. არსებული ინფორმაციით, განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, რომელთა შორის არიან ანა ნაცვლიშვილი და თამარ ქალდანი.
|
ეკატერინე ბასილაია 15.11.2017
ახალი სამთავრობო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა, ვისი გუნდის წევრები არიან გიორგი გახარია და მამუკა ბახტაძე, ორი ყველაზე საკვანძო და პოლიტიკური ძალაუფლების მატარებელი უწყების, შს და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელები და რამდენად დიდი გავლენა ექნებათ მათ. ოპოზიციისა და ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ორივე ეს ფიგურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის უშუალო კადრია.
|
ნინო ქეთელაური 15.11.2017
გათავისუფლებული 6 მინისტრისგან სამი, ხოლო უწყებების ხელმძღვანელებისგან ორი, სავარაუდოდ, სამთავრობო გუნდს მიღმა რჩება. საუბარია განათლების, გარემოს დაცვისა და სპორტის ყოფილ მინისტრებზე, ასევე, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უფროსზე, რომელთა ბედი ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. პრემიერი მათთვის მხოლოდ მადლობის გადახდით შემოიფარგლა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|