თიკო ოსმანოვა
15.11.2017

 "თანხები გამოთავისუფლდება, მაგრამ სად წავა, ეს მაინტერესებს. ისიც კი არ ვიცით, ის ბიუჯეტი, რაც გათვლილია, რამდენად ეფექტურად დაიხარჯება. ერთი ვიცი, პენსია არ გაიზრდება და არანაირი სუბსიდირება არ მოხდება. რატომ არ გვეუბნება ხელისუფლება, რამდენი დაიგოზება, თუ ყველაფერი გათვლილი აქვს? თქვენ ხართ დარწმუნებული, რომ გამოთავისუფლებული თანხები არ წავა დანამატებსა და ხელფასების გაზრდაზე?! მე არ ვარ დარწმუნებული," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

გვანცა ღვედაშვილი
15.11.2017

 "ახალი სასწავლო სახელმძღვანელოების შემოტანით რეალურად არაფერი იცვლება. ეს არ არის რეფორმა. ეს არის გეგმის 2 წლის დაგვიანებით შესრულება, რომელსაც არავითარი შედეგი არ ექნება," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი, განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძე.

ეკატერინე ბასილაია
14.11.2017

 გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში დიდი ცვლილებები დაიწყო. სამინისტროების რაოდენობა 4-ით მცირდება, 18-ის ნაცვლად იქნება 14 ახალი სამინისტრო, 4 უწყება კი სხვა უწყებებს უერთდება;

გვანცა ღვედაშვილი
14.11.2017

 "ეს ცვლილებები პოზიტიურ შეფასებებს გამოიწვევს, რადგან სტრუქტურული ცვლილებები ლოგიკურია. ამასთან, საკადრო ცვლილებებიც საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით არის მიღებული", - აღნიშნავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას.

თიკო ოსმანოვა
13.11.2017

 "კალაძის გუნდი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ფაქტობრივად გაქრა - ეს ლოგიკურია, იმიტომ, რომ კალაძე საჭირო პოლიტიკის მიმართულებით გადანაწილდა. გრძელვადიან პოლიტიკურ თამაშში მას შეიძლება აწყობს კიდეც არ აიღოს პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებებზე", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ნინო ქეთელაური
13.11.2017

 ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის პროცედურები საქართველოს მოსახლეობის 6%-მა, ანუ 9 875-მა მოქალაქემ დაარღვია. ექსპერტები ამბობენ, რომ რიცხვი საგანგაშო არ არის, თუმცა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, არც ცოტაა, რადგან თუ ტენდენცია მზარდი გახდა, შესაძლოა, ევროკავშირს ხელშეკრულებაში გარკვეული კორექტივების შეტანა დასჭირდეს.

ეკატერინე ბასილაია
13.11.2017

 ორი კვირა არ გასულა, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანზიტო მაგისტრალი საზეიმოდ გაიხსნა და რუსეთის პრეზიდენტმა ყაზახეთის გავლით ალტერნატიული რკინიგზის მაგისტრალის შექმნა დააანონსა. ამით მოსკოვმა ევროპა-აზიის დამაკავშირებელ "ახალ აბრეშუმის გზაზე" ერთგვარი შეჯიბრი თუ სარკინიგზო-გეოპოლიტიკური ომი გამოაცხადა.

რეზონანსი
13.11.2017

 თვითმმართველობის არჩევნების გუშინდელი მეორე ტური სრულად გადაფარა გუშინ გავრცელებულმა ცნობებმა მთავრობაში დაგეგმილი მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ. ეს ცნობა ღიად დაადასტურეს როგორც მთავრობის, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა. შესაბამისი განცხადებით კი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გამოვა.

თიკო ოსმანოვა
13.11.2017

 "კალაძე ძალიან სწორ გადაწყვეტილებას იღებს, როცა "სითი პარკთან" სასამართლოს გზით იწყებს პრობლემის მოგვარებას. ეს მას პოლიტიკურ ქულებს მაინც მოუტანს, თუ ვერ შეძლო სასამართლოს მოგება", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.

ეკატერინე ბასილაია
11.11.2017

 რუსეთსა და სომხეთს შორის სამხედრო ძალების გაერთიანებაზე ხელშეკრულებას ერევანში ხელი საბოლოოდ მოეწერა, რაც სომხეთის ექსპერტების ნაწილის მიერ შეფასდა, როგორც მათი ქვეყნის ნებაყოფლობით ანექსირებაზე თანხმობა. საქართველოში კი საუბარია, რომ საქართველოსთვის რუსული საფრთხე საგანგაშოდ გაიზარა და თან მოსკოვმა ამ ხაფანგში ერევანიც ჩაითრია, რადგან, ამ ხელშეკრულების მიხედვით, თუკი რუსეთი საქართველოსთან ომს კიდევ დაიწყებს, სომხეთის არმია აუცილებლად ჩაერთვება საქართველოს წინააღმდეგ ომში.

ია აბულაშვილი
11.11.2017

 სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ რაულ ხაჯიმბას მის მილოცვაზე საპასუხო წერილი გაუგზავნა, სადაც ხაჯინბასადმი მადლიერებას გამოხატავს "იმ თბილი სიტყვებისთვის, რომელიც მის იუბილესთან დაკავშირებით გამოთქვა".

თიკო ოსმანოვა
11.11.2017

 ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ქუთაისი, ოზურგეთი და მარტვილი - ის ქალაქებია, სადაც მერის არჩევა 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ვერ მოხერხდა და ხვალ მეორე ტური იმართება. არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანში "ოცნებას" ძალაუფლების დათმობა მოუწიოს და მოვლენები თიანეთის ანალოგიური სცენარით განვითარდეს, სადაც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა არჩევნები 1 ხმით წააგო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×