ნინო ქეთელაური
02.11.2017

 ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, სადაც პირველმა მატარებელმა ორი დღის წინ უკვე გაიარა, სამგზავრო დანიშნულებაც ექნება და სავარაუდოდ, 2018 წლიდან ბაქო-სტამბულის მიმართულებით ივლის.

თიკო ოსმანოვა
02.11.2017

 "საკონსტიტუციო ცვლილებებზე არანაირი აზრი არ აქვს ოპოზიციის ჩართვას. ხელისუფლებამ პირობა მისცა ვენეციის კომისიას, რომ ცვლილებას შეიტანდა შენიშვნებზე და ამ პირობას ასრულებს.

გვანცა ღვედაშვილი
02.11.2017

 თითქმის შვიდი თვის განმავლობაში შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები, სავარაუდოდ, საქართველოს 10 000-მდე მოქალაქემ, ანუ 6.1%-მა დაარღვია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში უვიზო რეჟიმით 115 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

გვანცა ღვედაშვილი
01.11.2017

 "ქართველთა მარშის" მიერ ფეხბურთის ფედერაციასთან მოწყობილი აქციის დროს პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, რომელთა შორისაც მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილია. აღსანიშნავია, რომ აქციაზე სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ. ამასთან, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპროტესტო ტალღა, რომელიც გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდასაჭერ სამკლავურის გაკეთებამ გამოიწვია, ამით არ დასრულდება.

ნინო ქეთელაური
01.11.2017

 "თუ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცა და ხელისუფლებამ ვერ შეძლო საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ეს დარჩება დიდ ლაქად შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის," - ასე აფასებს ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტს პოლიტოლოგი, მეცნიერ-ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ კვესელავა.

ეკატერინე ბასილაია
31.10.2017

 კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები იწყება. 11 დღის წინ მიღებულ კანონში რამდენიმე შესწორება შევა. ესენია: საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად - 2020 წლის არჩევნებისთვის დაშვება, ე.წ ბონუსების სისტემის გაუქმება, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორება და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება არჩევნებთან დაკავშირებით.

გვანცა ღვედაშვილი
31.10.2017

 უვიზო მიმოსვლის მიღების შემდგომ აქტუალური გახდა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ, ექსპერტების შეფასებით, ამ ეტაპზე გაწევრიანებაზე პირდაპირი განაცხადი არც მართებული იქნება და არც მომგებიანი, აუცილებლობად მიიჩნევენ, რომ საქართველომ გააგრძელოს აქტიური და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმ რეკომენდაციებისა და რეგულაციების შესასრულებლად, რაც ევროკავშირს უკვე თავად გაუჩენს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს.

თიკო ოსმანოვა
31.10.2017

 "ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ საკუთარ კანდიდატს მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს, მაგრამ თუ ჩარევა გასცდა კანონის ფარგლებს, მიიღო აშკარად უხეში ჩარევის ხასიათი, რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

მარი ჩიტაია
31.10.2017

 დავით ნარმანია დედაქალაქის მერის პოსტს 2 კვირაში დატოვებს. სად გააგრძელებს მუშაობას 12 ნოემბრის შემდეგ, ჯერ კიდევ არ ხმაურდება. სამაგიეროდ, ცნობილი და ნათელია ყველა ის პროექტი, რომელიც მისი მერობის პერიოდში თბილისში განხორციელდა. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი, რაც კი სხვადასხვა დროს ქალაქის ხელმძღვანელებს გამოუვლიათ.

რეზონანსი
30.10.2017

 ქუთაისი დაიბრუნებს კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციას და გახდება ქალაქი, საიდანაც ახალგაზრდები არ მიდიან", - ეს არის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატის გიორგი ჭიღვარიას მთავარი მესიჯები, რომელსაც ის ამომრჩეველთან ყველა შეხვედრისას აჟღერებს. რა იქნება ქუთაისის მერობის კანდიდატის მთავარი პრიორიტეტები და რა სამოქმედო გეგმა აქვს ქალაქის მართვასთან დაკავშირებით, ამაზე "რეზონანსთან" თავად გიორგი ჭიღვარია საუბრობს.

თიკო ოსმანოვა
30.10.2017

 საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება, შესაძლოა, წლის ბოლომდე მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, უკრაინის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პროცედურების დასაწყებად მხოლოდ პროკურატურის დოკუმენტებს ელოდებიან და საბოლოო დასკვნა ნოემბრის ბოლომდე იქნება.

ეკატერინე ბასილაია
30.10.2017

 ევროკავშირის სანქციების გამო უდიდესი რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია "როსნეფტი" იძულებულია, შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე უარი თქვას. კომპანია, მინიმუმ, 5 წლით აჩერებს 55 მლრდ დოლარის პროექტს, რის გამოც დიდი იმედგაცრუებაა ოკუპირებულ აფხაზეთში, რადგანაც ამ პროექტით "როსნეფტს" აფხაზეთის შავი ზღვის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშაოები უნდა დაეწყო, დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება კი დიდ იმედს ამყარებდა მასზე "რესპუბლიკის" ეკონომიკური აყვავებისა და გამდიდრების მოლოდინში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×