გვანცა ღვედაშვილი
04.11.2017

 "კონსტიტუციის გარეშე ქვეყნის წინსვლაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ ფაქტია - "ბიძინოკრატია" და "ბიძინოტუცია" საკმაოდ მყარად დგას ოთხივე ფეხზე, რის გამოც რაიმე განსაკუთრებული შესაძლებლობა კონსტრუქციული და მიმზიდველი მომავლისთვის ჯერჯერობით მეათეხარისხოვანია", - ასე შეაფასა ვითარება პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

თიკო ოსმანოვა
04.11.2017

 თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას, რომლის სახელთან ადამიანების წამება და, ზოგადად, არაადამიანური მოპყრობაა დაკავშირებული, საქართველოში ექსტრადირება ემუქრება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ უკრაინის სამართალდამცავ უწყებას შესაბამისი დოკუმენტები უკვე გაუგზავნა.

გვანცა ღვედაშვილი
03.11.2017

 "არ არსებობს საფუძველი მომავალი ზამთრის ანომალიურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად," - ამ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო იმ ინფორმაციის საპასუხოდ ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ზამთრის პერიოდში ანმალიურად ცივი ამინდებია მოსალოდნელი.

თიკო ოსმანოვა
03.11.2017

 ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმარი ვანო მერაბიშვილი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს, თუმცა რომელი პარტიის რიგებს შეუერთდება, ჯერჯერობით უცნობია. "ნაციონალური მოძრაობა" თუ "ვეროპული საქართველო" გადაწყვეტილების მიღებას თავად მერაბიშვილისგან ელოდებიან.

ეკატერინე ბასილაია
03.11.2017

 სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პუნქტს ხსნის, რათა თბილისიდან შეტანილ ნებისმიერ პროდუქტზე გადასახადი დააწესოს. ახალგორში აცხადებენ, რომ ე.წ. ოსური ხელისუფლება დღითიდღე ახალ-ახალ შეზღუდვებს აწესებს და მათი ცხოვრება უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება. კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის თქმით კი, "ოსები დამოუკიდებლობანას თამაშს აგრძელებენ" და მათი ყველა ნაბიჯი ქართული მოსახლეობის შევიწროებას ემსახურება.

თიკო ოსმანოვა
03.11.2017

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქისგან მიწვევა მიიღო. ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ აფხაზეთში სიტუაციის მოგვარებაში რუსეთის ეკლესიას განსაკუთრებული როლი მიუძღვის, სწორედ ამით ხსნიან რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელისგან მიწვევის მიღებას.

ნინო ქეთელაური
03.11.2017

 "თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსული და ქართული საეკლესიო ჯგუფები მართლა იმისთვის უნდა შეიკრიბოს, რომ გაარჩიოს, აფახაზეთის ეკლესიის წიაღში რა ხდება, ცდება. სინამდვილეში, ეს არის რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი პოლიტიკური ნაბიჯი, რომ ქართულ საზოგადოებას ეკლესიის მეშვეობით კოჭი გაუგოროს," - ასე აფასებს პოლიტოლოგი, კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ქართული და რუსული ეკლესიების ერთობლივი ჯგუფის შექმნის ინიციატივას.

თიკო ოსმანოვა
03.11.2017

 პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ილია მეორის მოსკოვში ვიზიტში ცუდს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, ურთიერთობის დასარეგულირებლად ასეთი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელიცაა, რადგან სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები ყველგან უნდა დავიცვათ.

გვანცა ღვედაშვილი
03.11.2017

 აიკრძალება თუ არა სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე მიყიდვა, ჯერ ისევ უცნობია. გაურკვეველია ისიც, თუ რა ეტაპზეა ორგანული კანონი, რომელმაც აღნიშნული საკითხი უნდა დაარეგულიროს. მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ უკვე მეორედ გამოცხადებული მორატორიუმი კი, ა/ო "საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებით, ისეთივე არაკონსტიტუციურია, როგორიც პირველი იყო.

თიკო ოსმანოვა
03.11.2017

 თეოლოგ ბექა მინდიაშვილის თქმით, რუსულ ეკლესიასთან საერთოდ უნდა გავწყვიტოთ ურთიერთობა. შესაბამისად, იგი პატრიარქის რუსეთში ვიზიტს უარყოფითად აფასებს. მისი აზრით, რუსეთის საპატრიარქო არის სახელმწიფო სტრუქტურა და ამ ვიზიტს არანაირი შედეგი არ მოჰყვება, როგორც დანარჩენ წინა ვიზიტებს.

ეკატერინე ბასილაია
02.11.2017

 ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო შესაძლოა, ვადაზე ადრე დატოვოს და შესაძლოა, ეს მოხდეს ახალ წლამდეც კი. იმ ფაქტს, რომ შს ყოფილ მინისტრს ვადაზე ადრე გათავისუფლება ეკუთვნის, ადასტურებს მისი ადვოკატი.

ნინო ქეთელაური
02.11.2017

 "საპროექტო მონაცემებითა და სხვადასხვა გათვლით აღნიშნულ მაგისტრალზე შესაძლებელი იქნება მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. მარშრუტის მოხერხებულობა, მგზავრთა რაოდენობა და სხვა საკითხები დამოკიდებული იქნება მის ოპერირებაზე", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პილიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამგზავრო დანიშნულებასთან დაკავშირებით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×