თიკო ოსმანოვა 13.10.2017
საქართველოდან გატაცებული და ბაქოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ საქართველო დატოვა და გერმანიას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. ოჯახის ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ჩვენს ქვეყანაში მის სოცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ იძულებული გახდა, მეზობელი ქვეყანაც დაეტოვებინა.
|
თიკო ოსმანოვა 13.10.2017
კახი კალაძე, ალეკო ელისაშვილი, ზაალ უდუმაშვილი და ელენე ხოშტარია - ასეთია თბილისის მერობის კანდიდატების სავარაუდო ოთხეული. თითქმის ყველა ექსპერტის "პოლიტიკურ ტოტალიზატორში" ფსონები სწორედ ასეა გადანაწილებული. უჭირთ მეხუთე კანდიდატის დასახელება, თუმცა მთავარი ინტრიგა მეორე ტურთან დაკავშირებით იკვეთება. იქნება თუ არა და თუ იქნება, ვინ გავა მეორე ტურში - დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი თუ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი?! სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევით, სასწორის პინა ელისაშვილისკენ იხრება, თუმცა შედეგი 21 ოქტომბერს გამოჩნდება.
|
ეკატერინე ბასილაია 13.10.2017
"ქართული ოცნებიდან" პრეზიდენტთან დაპირისპირების მიზეზი არ ილევა, ამჯერად მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე დაუპირისპირდა იუსტიციის მინისტრი გიორგი მარგველაშვილს.
|
ნინო ქეთელაური 12.10.2017
“მე ვფიქრობ, საარჩევნო ბატალიების საკითხი გადაწყვეტილია და დიდი ალბათობით, არც მეორე ტური იქნება. ამის მიზეზია თუნდაც ის, რომ ოპოზიცია ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა და აღნიშნავს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, მხარს მაინც სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭერს.
|
გვანცა ღვედაშვილი 12.10.2017
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა "ქართული ოცნების" წევრს, გიორგი ვოლსკის პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოში უჩივლა. აღნიშნულის მიზეზი კი კამათისას, სამადაშვილისადმი გია ვოლსკის მიმართვა “გოგო” გახდა. მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმრავლესობის წარმომადგენლები გენდერული დისკრიმინაციის ენით საუბრობენ.
|
თიკო ოსმანოვა 12.10.2017
"ხელისუფლებას სერიოზული პრობლემა ექნებოდა მაშინ, პირველსავე ეტაპზე ყველა კანდიდატი თუ მოხსნიდა კანდიდატურას ელისაშვილის სასარგებლოდ.
|
ეკატერინე ბასილაია 12.10.2017
საპატრიარქოში გუშინ სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართა და ის საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ ახლა უკვე საპატრიარქოში შექმნილი სპეციალური კომისია იმსჯელებს "ციანიდის საქმეზე", რის შემდგომაც გადაწყდება, ჩამოართვან თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასულიერო პირის წოდება;
|
გვანცა ღვედაშვილი 12.10.2017
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 25 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებული და თბილისში გადმოსვენებულია. ლტოლვილთა სამინისტრო და წითელი ჯვარი აფხაზეთში დაკარგული მოქალაქეების ნეშტების გადაცემის შესახებ ინფორმაციას ოჯახებს ატყობინებენ.
|
თიკო ოსმანოვა 12.10.2017
"ამ ხელისუფლებას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ როდესაც ხალხი საბოლოოდ დარწმუნდება და არა მგონია, დიდი ხანი დასჭირდეს ამას, აიღებენ კომბალს ხელში და ხელისუფლებიდან მათი განდევნა მოხდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 11.10.2017
რუსეთის ბრალდებას, რომ საქართველო, 6 წლის წინ, ტვირთების მონიტორინგის შესახებ მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებას მხოლოდ რუსეთისგან მოითხოვს, ქართული მხარე სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათ ყველა ვალდებულება შესრულებული აქვთ და კარასინის განცხადება გაურკვეველია.
|
ნინო ქეთელაური 11.10.2017
თბილისის მერობის კანდიდატებს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ აუცილებელია გზების გადატვირთვა, რისთვისაც მეტროს განვითარება უმთავრესია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამოსავალი წერტილი ავტოპარკის განახლებაა.
|
ნინო ქეთელაური 11.10.2017
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა თბილისის საკრებულოს გუშინდელი სხდომა, რომელიც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიისა და თაბორის მთის ნაწილის 1 ლარად გასხვისებას შეეხებოდა.
|