თიკო ოსმანოვა 04.10.2017
“ვეტოს დადებას ამ შემთხვევაში აქვს ის მნიშვნელობა, რომ ეს იქნება პოლიტიკური განაცხადი. თუ ლოგიკას გავყვებით, ეს იქნება ამ პროცესის ლოგიკური დასასრული, რასაც პრეზიდენტი კონსტიტუციასთან დაკავშირებით იჩენდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში”, - ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
|
ეკატერინე ბასილაია 04.10.2017
კატალონიაში, კვირას ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ, საპროტესტო აქციები არ წყდება. გუშინ საყოველთაო გაფიცვაც გამოაცხადეს და დასავლურ პრესაში აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზეც, რომ კატალონიელ სეპარატისტებს შესაძლოა, რუსეთი ეხმარებოდეს.
|
თიკო ოსმანოვა 04.10.2017
"დღეს საქართველოსთვის არავის სცალია. გასაგებია, რომ გარკვეული სკეპტიციზმი გაძლიერდება, მაგრამ მთავარია ის, რომ ასე ცალმხრივად მიღებული ერთი პარტიის კონსტიტუცია ლეგიტიმაციას მოკლებული იქნება. გრძელვადიან პოლიტიკურ პროცესში ეს ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, პრობლემატურიც გახდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
|
ნინო ქეთელაური 04.10.2017
გრაკლიანის გორა უკვე ერთი წელია, გაიქურდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის საშუალებით გავრცელდა. მისი თქმით, აღნიშული ტერიტორიიდან წაღებულია სათვალთვალო კამერებიც, რომლებსაც ქურდობის ფაქტი უნდა დაეფიქსირებინა.
|
თიკო ოსმანოვა 03.10.2017
"ზოგადად პოლიტიკური პარტიების ზუსტი რეიტინგები არ ვიცი, თუმცა როგორც კულუარებში გავიგე, შიდა პარტიული კვლევებით კალაძეს 35% აქვს, ელისაშვილს კი 25%," - აცხადებს "რეზონანასთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
|
გვანცა ღვედაშვილი 03.10.2017
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 18 წლის პანკისელი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ხეობაში გუშინ დილით შეიტყვეს. სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისიას განცხადებით, კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სირისა და ერაყში დაახლოებით 300-400 ადამიანია წასული.
|
ნინო ქეთელაური 03.10.2017

პუშკინის სკვერის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს.
|
თიკო ოსმანოვა 03.10.2017
"დასავლეთში ძალიან კარგად იციან "ქართული ოცნების" ამბავი - არასაიმედო და არასტაბილური პარტნიორები არიან. "შეიძლება ხალხთან ერთი ვერსია განიხილონ, კომისიასთან - მეორე, მესამე კი მიიღონ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიდნენ ვენეციის კომისიაში ამის ასახსნელად.
|
თამარ მუკბანიანი 03.10.2017
მთიან რეგიონებში მოსახლეობა წლიდან წლამდე მცირდება, მაგრამ ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება ზამთრის პერიოდშია, როცა სოფლებს ადამიანთა უმეტესობა ტოვებს. მკაცრი ზამთრის პერიოდში იქ არავითარი პირობები არ არის საცხოვრებლად, ამიტომ მთელი საქართველოს მთიანეთი სულ რამდენიმე ათასი კაცის იმედადაა.
|
გვანცა ღვედაშვილი 02.10.2017
ფიზიკურმა და სიტყვიერმა დაპირისპირებამ, რომელიც თბილისის საკრებულოსთან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ აკაკი მინაშვილსა და "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატ შალვა ოგბაიძეს შორის მოხდა, შესაძლებელია, სასამართლოში გადაინაცვლოს. ოგბაიძეს შეუძლია, "ნაცმოძრაობის" წევრს ფიზიკური ზიანისთვის უჩივლოს, თუმცა ჩივილის საფუძველი მინაშვილსაც აქვს დეპუტატის მიერ მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.
|
ნინო ქეთელაური 02.10.2017
"ცენტრ პოინტის" ახალი მფლობელი "ემ კვადრატი" ხდება - ამის შესახებ "მთელ კვირას" ერთ-ერთმა დაზარალებულმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ახალი კომპანიის წარმომადგენელი მათ ხვალ შეხვდება და დეტალებზე გაესაუბრება. ამასთან, როგორც მაია რჩეულიშვილის ადვოკატი აცხადებს, ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილებას ახალი მფლობელი საკუთარ თავზე იღებს, რის სანაცვლოდაც მას "ცენტრ პოინტის" კუთვნილი მთელი უძრავი ქონება გადაეცემა.
|
გვანცა ღვედაშვილი 02.10.2017
ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში ყ საუკუნის ეკლესიის გამო ვითარება შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაიძაბოს. შაბათს ადგილობრივი სომხური მოსახლეობის მიერ ეკლესიის ეზოში ტრადიციული სომხური ქვაჯვრის დადგმის მცდელობას პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. ვითარება ამჟამად განიმუხტა, თუმცა დროებით.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|