ნინო ქეთელაური 14.09.2017
მონტენეგროს პროკურატურის განცხადებით, ამ ქვეყნის ხელისუფლების დამხობა მიზნად ნატო-ში გაწევრიანების ხელის შეშლას ისახავდა. ევროპულმა სპეცსამსახურებმა რუსეთის ის ორი აგენტი გამოააშკარავეს, რომლებიც მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ.
|
ეკატერინე ბასილაია 14.09.2017
"ჩვენთან, უღარიბეს ქვეყანაში, სადაც 30-ლარიანი დახმარება ენანებათ და ყველანაირ ცსილასა და ხარიბდას შუა უნდა გაიაროს მშიერმა კაცმა, რომ ეს 30 ლარი მიიღოს, ნახეთ, რამდენი ათასი ჩინოვნიკია, უფრო მეტი, ვიდრე ისრაელში.
|
თიკო ოსმანოვა 13.09.2017
მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველი "ოცნების" სახელით მებრძოლ ყოფილ "ნაციონალებს" არაერთ რეგიონში იხილავს. ეს გარემოება თავად მმართველი პარტიის წევრთა ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ირწმუნებიან, რომ აქცენტი ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს შორის გააკეთეს და პარტიული ნიშნის გამო ვერავის დაჩაგრავდნენ.
|
ეკატერინე ბასილაია 13.09.2017
თვის ბოლოს "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით და საბოლოოდ დაამტკიცებს. თუმცა, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგის განახლებაზე მზადყოფნა გამოაცხადა, პროცესის ჩიხში შეყვანაში კი ოპოზიცია დაადანაშაულა.
|
ეკატერინე ბასილაია 13.09.2017
ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილის "მაიმუნებად" შემკობა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანთა ლექსიკაში ლამის ნორმად ყალიბდება. ერთი წლის წინ იყო დავით ნარმანიას შეძახილი გარემოსდამცველების მისამართით - "ვირიშვილო მაიმუნო", ამჯერად განათლების მინისტრმა გამოიყენა. ალექსანდრე ჯეჯელავამ აბიტურიენტთა ნაწილი "მაიმუნებად" მოიხსენია.
|
თიკო ოსმანოვა 13.09.2017
ბიზნესმენისა და "ქართული ოცნების" ხაშურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის თქმით, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს მის ცემასთან მიხელ სააკაშვილი არასდროს გაუმართლებია. მისი თქმით, სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ბურჯანაძე მომხდარს რეალურად იხსენებს და ყველაფერს სიმართლეს ამბობს.
|
გვანცა ღვედაშვილი 13.09.2017
"მეორე ტური, ალბათ, მაინც იქნება, თუმცა არა იმიტომ, რომ ოპოზიციაში ძლიერი კანდიდატია, არამედ იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" არ ექნება ის მხარდაჭერა, რაც საჭიროა პირველ ტურში გამარჯვებისთვის. მეორე ტურში უკვე უკონკურენტო იქნება", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" ინტერვიუში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აკეთებს.
|
თიკო ოსმანოვა 12.09.2017
"ხაზგასმით ვამბობ - ჩვენს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება არ აწყობს - ეს "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურად წამგებიანი იქნება. აქ ყოფნით ხელისუფლებას შესაძლოა, უფრო მეტი პრობლემა შეუქმნას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
|
გვანცა ღვედაშვილი 12.09.2017
რუსი ოკუპანტების მიერ, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ხნულების გავლებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საინჟინრო სამუშაოების წარმოებას უარყოფს ხურვალეთში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი როინ ადიკაშვილი. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ფოტომასალასთან ერთად ავრცელებს.
|
თიკო ოსმანოვა 11.09.2017
პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა ოქტომბერში გაიმართება. აბაშიძის თქმით, რუს კოლეგასთან ტრადიციულად ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრებს.
|
ეკატერინე ბასილაია 11.09.2017
გასულ კვირას ბაქოში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა და სომხურ მედიაში აქტიურად განახლდა საუბარი იმაზე, რომ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ალიანსი, რომელიც ასევე სამხედრო თამაშრომლობასაც მოიცავს, უფრო და უფრო მეტ იმპულსს იძენს და ამ სამი ქვეყნის კოალიციამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსეთ-სომხეთ-ირანის კოალიციას, ეს პროცესები კი სომხეთს იზოლაციაში აქცევს.
|
გვანცა ღვედაშვილი 11.09.2017
"ჩვენთვის მთავარი ის კი არ არის, რას აპირებენ და რას ფიქრობენ კანდიდატები, არამედ ის, თუ ვინ იქნება ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილი და ვიდრე მოსახლეობა არჩევნებზე პოტენციურ პატრონს ეძებს, მანამდე ვერ ვიტყვით, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რაიმე სახის წინსვლაა", - აღნიშნული შეფასება პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა "მთელ კვირასთან" თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე საუბრისას გააკეთა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|