ნინო ქეთელაური 04.09.2017
საქართველოს მოქალაქეობის საგანმონაკლისო წესით მინიჭების კრიტერიუმები იცვლება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სულ უფრო მზარდია იმ პირთა რიცხვი, რომელთაც მოქალაქეობის მინიჭება სურთ. ამიტომ კიდევ უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა და მიდგომების სრულყოფაა საჭირო.
|
თიკო ოსმანოვა 04.09.2017
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ "ქართულ ოცნებას" განაჩენი გამოუტანა. მისი თქმით, ბუკიკიოს განცხადებას სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ექნებაც გამოძახილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უცხოელი პარტნიორები საქართველოს მიმართ ინტერს დაკარგავენ.
|
თიკო ოსმანოვა 04.09.2017
პრეზიდენტთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტიციის გადახედვისკენ ახლა უკვე ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო მოუწოდებს. ორი მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტში გარკვეული ცვლილებების ასახვა სამართლებრივად მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა, დიდი ალბათობით, "ქართული ოცნების" გუნდი ამის გაკეთებას არ აპირებს და ხელს ტრადიციულად ოპოზიციისკენ იშვერს.
|
ეკატერინე ბასილაია 04.09.2017
სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაცია სომხეთის გავლით მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 27-28 აგვისტოს სტეპანაკერტში შეხვედრების ამსახველი ფოტომასალა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამაც გაავრცელა, რატომღაც თბილისიდან ოფიციალური ერევნის მისამართით ხმამაღალი პროტესტი და ახსნა-განმარტებების მოთხოვნა ამ ფაქტს არ მოჰყოლია.
|
თიკო ოსმანოვა 02.09.2017
ცესკო "ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის" წევრებს სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ძალით შეჭრასა და კომისიის წევრებისთვის საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. პარტიის ლიდერი შოთა მალახშია ამ ყველაფერს დეზინფორმაციას უწოდებს. უფრო მეტიც, ის ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. თუმცა, არ უარყოფს, რომ მისი პარტიის წარმომადგენელი ოლქში ნამდვილად იმყოფებოდა და ყველაფერს აფიქსირებდა ვიდეოკამერით.
|
ნინო ქეთელაური 02.09.2017
პრეზიდენტი მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და კონსტიტუციის მიღების პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვიტისკენ და სამუშაო პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, ოპოზიცია ვენეციის კომისიას მიმართავს და აღნიშნავს, რომ მათ სურთ სტრასბურგის შეხვედრაზე დასწრება და კონსენსუსი, თუმცა, ამის წინააღმდეგი ხელისუფლებაა.
|
ეკატერინე ბასილაია 02.09.2017
ამერიკული გამოცემა "უოლ სთრით ჯორნალის" ინფორმაციით, ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი ბევრად უფრო დიდხანს მუშაობდა რუსეთთან, ვიდრე ოფიციალურად აღიარებს და დიდი ანაზღაურების საფასურად პუტინის ხელისუფლების ინტერესების წინ წამოწევასა და ლობირებას ეწეოდა არა მარტო უკრაინაში, არამედ საქართველოსა და მონტენეგროშიც.
|
ნინო ქეთელაური 02.09.2017
"სტრასბურგში ჩასვლა და ხელისუფლებასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, თუნდაც ვენეციის კომისიის შუამდგომლობით, ეს უკვე ხელისუფლებისთვის გარკვეული პლუსია საიმისოდ, რომ თქვას - მართალია, მძიმედ, მაგრამ დიალოგი მაინც მიმდინარეობს", - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ ბარიერის დაწევის ინიციატივა ხელისუფლების მხრიდან იყო კარგად გათვლილი სატყუარა დაბალრეიტინგიანი პარტიებისთვის.
|
ნათია ლომიძე 02.09.2017
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნები ახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ორი კანდიდატია, დაძაბულობა თანდათან პიკს აღწევს. სპეციალისტების აზრით, პროფკავშირებში ძირეული ცვლილებები აუცილებელია. ამ ორგანიზაციის სამუშაო პროცესი ვერნაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
|
ეკატერინე ბასილაია 02.09.2017
წლებია, ოკუპირებულ აფხაზეთში სეპარატისტული რეჟიმი ქართულ ენაზე განათლების მიღებას კრძალავს და ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რომლებმაც რუსული არ იციან, დიდი სიძნელით უწევთ რუსულად სწავლება. ამ ახალი სასწავლო წლიდან, გალის მსგავსად, ქართულად სწავლება აიკრძალა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალგორის სკოლებშიც 1-ლიდან მე-4 კლასის ჩათვლით. 5 წელიწადში გალში ქართული კლასი საერთოდ აღარ იარსებებს, ახალგორში კი 7 წელიწადში გახდება ყველა კლასი რუსულენოვანი.
|
გვანცა ღვედაშვილი 02.09.2017
სამხედრო ძლიერების 2017 წლის რეიტინგში საქართველო 133 სახელმწიფოს შორის 82-ე ადგილზეა, სამხრეთ კავკასიაში კი მეორე ადგილი უჭირავს. თუმცა, ამ გლობალური სამხედრო რეიტინგის სიზუსტეს, რომელიც კომპანია "გლობალ ფაიაპაუერმა" შეადგინა, ქართველი ექსპერტების ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს. მათი თქმით, აღნიშნული რეიტინგი ჰგავს კრედიტქულას, რომელიც ფორის სახით მიანიჭეს საქართველოს და რეალურად, სამხედრო ძალის თვალსაზრისით, საქართველო კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ იმყოფება.
| |
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|