ნინო ქეთელაური 22.08.2017
"გაისროლე-დაივიწყე-მოარტყი", - მოქმედების ასეთი პრინციპით ხასიათდება ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "ჯაველინი", რომელიც საქართველოში "ღირსეული პარტნიორი 2017-ის" ფარგლებში უკვე გამოიცადა.
|
თიკო ოსმანოვა 22.08.2017
"ივანიშვილს გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის, მაგრამ არჩევნებში იგი აღარ გამოვა და აღარ იტყვის, ვინც ჩემი მომხრეა, ყველამ ხმა მიეცით... იგი აღარ იტყვის, რომ "ოცნება" მე ვარ. "ხელისუფლება დარჩა მეფე ლირივით, ყველამ მიატოვა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
|
თიკო ოსმანოვა 22.08.2017
უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა თუ განგებ გაჩენილი ხანძრები - სახანძრო-სამაშველო სამსახურს, რამდენიმე კვირაა, დაძაბულ გრაფიკში უწევს მუშაობა. გადამწვარი ბაზრობების შემდეგ ახლა ხანძარი თითქმის ერთდროულად საქართველოს ტყეებში ჩნდება.
|
ნინო ქეთელაური 21.08.2017
თუ ხელისუფლება განსახილველად სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის მოდელს არ დააბრუნებს, ოპოზიცია მასთან მოლაპარაკებას არ გამართავს. როგორც ოპოზიციაში აღნიშნავენ, ეს მათთვის ყველაზე პრინციპული საკითხია და თუ ხელისუფლების მზაობა არ იქნება, ვერანაირი კონსენსუსი ვერ შედგება.
ამის პარალელურად, "ქართული ოცნება" ოპოზიციურ სპექტს ისევ მოსალაპარაკებლად ეპატიჟება და მოუწოდებს, რომ ხელისუფლებას წერილობით მაინც აცნობონ, კონსტიტუციის პროექტს რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პრინციპული საკითხის გვერდის ავლით, მეორეხარისხოვან თემებზე მსჯელობით თავის მოტყუებას ოპოზიცია არ აპირებს.
|
თიკო ოსმანოვა 21.08.2017
რა ფორმით მოქმედებს საქართველოში რუსული პროპაგანდა და რამდენად ძლიერია ის? ქართველი ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ საქართველოში "რბილი ძალის" აქტიურად გამოყენებაზე საუბარი რეალობის მუქ ფერებში დანახვა და გაზვიადება იქნება.
|
ნინო ქეთელაური 21.08.2017
"სიტყვა "კოაბიტაცია" "ქართულმა ოცნებამ" ჭაში ჩააგდო, რადგან მიხვდა, რომ გარდა "ნაციონალების" ლანძღვა-გინებისა, საკუთარი ამომრჩევლების თვალის ასახვევად სხვა არაფერი გააჩნია", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 21.08.2017
1991 წლის 19-20 აგვისტოს მოსკოვში განვითარებული მოვლენიდან, რომელიც "აგვისტოს პუტჩის" სახელით შევიდა უახლოეს ისტორიაში, 26 წელი გავიდა. როგორც ამ ამბების მომსწრე ისტორიკოსები და პოლიტოლოგები წერენ, 20 აგვისტოს იგეგმებოდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მიერ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერა. ამ ხელშეკრულებით თანამდებობას ტოვებდა საბჭოთა კავშირის პრემიერ-მინისტრი პავლოვი, რომელსაც ცვლიდა ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი. ხდებოდა ძველი ნომენკლატურის ჩანაცვლება ახლით, რასაც კომუნისტური პარტიის წევრები ადვილად არ შეეგუებოდნენ.
|
ნინო ქეთელაური 19.08.2017
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნებას აპირებს. ამის პარალელურად კი, საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს მისი ექსტრადირების მოთხოვნით უკვე მიმართა, რაზეც იურისტები აცხადებენ, რომ პროცესი საკმაოდ უპერსპექტივოა.
|
გვანცა ღვედაშვილი 19.08.2017
ანტიდემოკრატიული ნორმა, საზოგადოებაზე ზეგავლენის მცდელობა და "ოცნების" შიში მომავალი საფრთხეების მიმართ - ასე აფასებენ სპეციალისტები პარტიათა რეგისტრაციის შესახებ კანონში მისაღებ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფლებამოსილება ეძლევა, პარტიის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი განუხილველად დატოვოს.
|
თიკო ოსმანოვა 19.08.2017
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის პირველი რაუნდი რაიმე კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მთავარი კითხვა, რა კომპრომისისთვის არიან მზად მოლაპარაკების მხარეები, პასუხგაუცემელია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ერთიანია და პრინციპულ პოზიციას მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით არ შეიცვლიან. ხელისუფლება კი კვლავინდებურად დუმს, უმცირესობას ელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებენ გუნდში კომპრომისთან დაკავშირებით.
|
გვანცა ღვედაშვილი 19.08.2017
2012 წლიდან დღემდე საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით რუსეთის 177-მა მოქალაქემ მიმართა და მათგან თანხმობა 35-მა მიიღო. როგორც სამხედრო ექსპერტი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, მისი ვარაუდით, საქართველოში თავშესაფარს ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ითხოვენ. ამის მიზეზი, მისი თქმით, ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის წინააღმდეგ გამომსვლელთა რეპრესიები, ჩრდილო კავკასიის რეგიონებიდან ადამიანების გატაცება-გაუჩინარება და კადიროველების მიერ ელგებეტე თემის წარმომადგენელთა მასობრივი დევნაა.
|
თიკო ოსმანოვა 19.08.2017
"შეიძლება სააკაშვილის გადმოცემა იყოს პოლიტიკურად თავის ტკივილი, მაგრამ სამართალი უნდა აღსრულდეს. არ შეიძლება, პოლიტიკური მოტივით ხდებოდეს სამართლის აღსრულების საბოტირება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|