რეზონანსი 10.08.2017
თეა თუაშვილი
ნიუ-იორკში გაეროს შენობის წინ ამერიკაში მცხოვრები ქართველი იმიგრანტები შეიკრიბნენ და რუსული აგრესია გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორი "თვისტომის" ასოციაციის დამფუძნებელი ნიკოლოზ ჩხეიძე და ნიუ-იორკში მცხოვრები სხვა აქტივისტები იყვნენ. საპროტესტო აქციაზე, ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი ნიკოლე მალიოტაკისი და ნიუ-იორკის საბჭოს კანდიდატი, პოლიციის კაპიტანი ჯოზეფ კონკანონიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც რუსეთს აგრესიის შეწყვეტისკენ და საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდეს. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
|
ეკატერინე ბასილაია 09.08.2017
ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მთავარი განცხადება იყო, რომ ის საიმედოდ უზრუნველყოფს აფხაზეთის უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას. თანაც, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ უსაფრთხოებაზე საუბრისას აქცენტი მარტო საქართველოსგან აფხაზების "დაცვა" კი არ ყოფილა, არამედ საკუთარი მოქალაქეების, რუსი ტურისტების აფხაზი კრიმინალებისგან დაცვაც.
|
გვანცა ღვედაშვილი 09.08.2017
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რამდენიმე დღის წინ მის მიერ ნათქვამი განცხადება, რომელიც მცოცავ ოკუპაციას შეეხებოდა, განმარტა.
|
ეკატერინე ბასილაია 09.08.2017
"აფხაზები ამბობენ, რომ რუსებს მათი ვალი აქვთ. მათი აზრით, აფხაზებმა რომ წინააღმდეგობა გაუწიეს საქართველოს, ამით რუსეთს სამხრეთ კავკასია შეუნარჩუნეს და მოსკოვს საშუალება მისცეს, ნატო-ს საწინააღმდეგო სამხედრო ბაზა გაეძლიერებინა აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხაზები მიიჩნევენ, რომ მათ წინაშე ვალდებულები არიან ყველანი - ქართველებიც, რუსებიც, სომხებიც. რუსების აზრით, აფხაზები უმადურები არიან და მათ უმადურობაზე ღიად წერენ," - აფხაზების ანტირუსული განწყობის ზრდაზე საუბრობს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორი მამუკა არეშიძე
|
გვანცა ღვედაშვილი 09.08.2017
"ამ ვიზიტის მიზეზები, როგორც რუსები ამბობენ, ის არის, რომ აფხაზეთში ბევრი პრობლემა დაგროვდა. პრობლემებია რუსულ-აფხაზურ ურთიერთობაში, რადგან აფხაზები უკმაყოფილოები არიან რუსეთის პატრონაჟით," - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჩასვლას.
|
გვანცა ღვედაშვილი 09.08.2017
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პროექტების მენეჯერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია ტელეკომპანია "იმედში" გადავიდნენ. როგორც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება მათ კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს. რაც შეეხება შემცვლელს, "რუსთავი 2"-ზე მათ იმედაშვილი შეცვლის, რომელიც რამდენიმე ფილმის რეჟისორი და, ასევე, "იმედში" "ახალი ხმის" პროდიუსერი იყო. აღსანიშნავია, რომ დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია "რუსთავი 2"-ზე ხელმძღვანელობდნენ "ნიჭიერს", "საქართველოს ვარსკვლავს" და სხვა საერთაშორისო პროექტებს.
|
გვანცა ღვედაშვილი 08.08.2017
ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომის მე-9 წლისთავს ემთხვევა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებს თავის სამშვიდობო პოლიტიკას და დიპლომატიის, მოლაპარაკებისა და დიალოგის გზით ესწრაფვის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.
|
ეკატერინე ბასილაია 08.08.2017
9 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომისა და ტრაგიკული დღეების დაწყებიდან. 2008 წლის 7 აგვისტოს ქართული სოფლების მიმართულებით ცხინვალიდან ჭურვები ისროლეს და იმავე დღეს, გვიან ღამით, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
|
გვანცა ღვედაშვილი 08.08.2017
ნარკოდანაშაულის ბრალდებით განმუხურში, სადაც "ჯემ ფესტი" მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, დაკავებულს მარიხუანას, "ექსტაზის" (მდმა) და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ამასთან, დაკავებულის ბინის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს.
|
ეკატერინე ბასილაია 08.08.2017
"2008 წლის აგვისტოში მოხდა ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეალობა შეიცვალა, კოდორზე კონტროლი მთლიანად დაიკარგა. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ ვითარება გაცილებით უარესადაა. გარდა იმისა, რომ უამრავი სოფელი განადგურდა, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დავკარგეთ გავლენა, რაც კონფლიქტამდე არსებულ პერიოდთან შედარებით გაცილებით უარეს მდგომარეობაში გვაყენებს და, შესაბამისად, ვადებიც გაურკვეველ პერსპექტივაში გადააქვს. დღეს ვადებთან დაკავშირებით ვერავინ ილაპარაკებს სერიოზულად," - აცხადებს ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე.
|
ია აბულაშვილი 08.08.2017
"მსოფლიოში მომხდარი ომების აბსოლუტური უმრავლესობის თავიდან აცილება, თეორიულად, შეიძლებოდა, მაგრამ იმის დადგენა, რომ ესა თუ ის ომი და მისი თავიდან აცილება იყო თუ არა შესაძლებელი, პირველ რიგში, საჭიროა მთელი რიგი პირველწყაროების საფუძველზე. ჩვენს შემთხვევაში საჭიროა საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი დოკუმენტური მასალების გაცნობა. საბოლოო ვერდიქტი 2008 წლის ომის აცილება-აუცილებლობაზე ჯერ კიდევ ელოდება თავის დროს," - აცხადებს "რეზონანსთან" პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.08.2017
"რელიგიის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხე" - ასე აფასებენ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ერთ-ერთ დამატებს. 19-მა რელიგიურმა გაერთიანებამ პარლამენტს უკვე მოუწოდა, "არ დაუშვას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესება და არ გადადგას ნაბიჯი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედის - რელიგიის თავისუფლების ხელყოფის სასარგებლოდ."
|
|