ეკატერინე ბასილაია 07.08.2017
ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმირ პუტინს ელოდებიან და რუსეთის პრეზიდენტს იქ უკიდურესად მძიმე ვითარება ხვდება: რუსი ტურისტებისგან დაცარიელებული სანაპირო ზოლი და ჩავარდნილი საკურორტო სეზონი; სამხედრო ბაზაზე აფეთქება, რასაც 2 რუსი ტურისტი ემსხვერპლა, რამდენიმე ათეული კი საავადმყოფოში აღმოჩნდა; მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობა, რუს ტურისტებზე თავდასხმა, გატაცება, დაყაჩაღება, მკვლელობაც კი.
|
ეკატერინე ბასილაია 07.08.2017
"ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, თუ რამდენიმე კვირაში შესაძლებელი გახდება, აშშ-ს საქართველოში ჰყავდეს სპეციალური წარმომადგენელი. ეს იყო ქვეყნის მთავარსარდლის შეთავაზება, რომელსაც მოჰყვა, მაგრამ რა მოჰყვა... ჩვენი გაბიძინებული უმრავლესობა თავისი ბნელი სახით ამოტივტივდა.
|
ია აბულაშვილი 05.08.2017
ოკუპირებულ აფხაზეთს მალე ახალი კურატორი ეყოლება. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამ თანამდებობაზე წარდგენილია ვლადიმირ ვლადიმეროვი, რომელიც აფხაზეთის უკვე ყოფილ კურატორ ვლადისლავ სურკოვს შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას, კრემლთან დაახლოებულ სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, რუსული "რბკ" ავრცელებს.
|
ეკატერინე ბასილაია 05.08.2017
თბილისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ კახა კალაძის დასამარცხებლად ოპოზიცია პირველ ტურში გაერთიანებასა და საერთო კანდიდატის წარდგენაზე უარს აცხადებს. მხოლოდ მეორე ტურის შემთხვევაში გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ საკუთარ მომხრეებს მოუწოდონ, მხარი დაუჭირონ ნებისმიერ ოპოზიციონერ კანდიდატს და "ოცნების" დამარცხებასაც იმედოვნებენ.
|
ეკატერინე ბასილაია 05.08.2017
12 აგვისტოს დიდგორობის "დიდი გამარჯვებისა" და დასვენების დღედ გამოცხადების კანონპროექტს პარლამენტი სექტემბერში აუცილებლად დაუბრუნდება, - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია და ამბობს, რომ თურქეთის საელჩოს თხოვნის შემდეგ, რომ მათი დამარცხების დღე ქართველებს საზეიმოდ არ ექციათ, დიდგორობის უქმედ გამოცხადებას ირაკლი კობახიძე და გიორგი კვირიკაშვილი მხარს აღარ უჭერენ, თუმცა იმედი აქვს, რომ კანონპროექტი კანონად აუცილებლად გადაიქცევა.
|
გვანცა წულაია 05.08.2017
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლის თავზე, 8 აგვისტოს, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს, სადაც ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდება. აღსანიშნავია, რომ იგი ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოს 2013 წელს იყო.
|
თამარ მუკბანიანი 04.08.2017
ბოლო პერიოდში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში პრემიებისა და სახელფასო დანამატის გაცემამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ეს იმ ფონზე, როცა დაბალ პოზიციებზე დასაქმებულთა ხელფასი მინიმალურია და ამავე დროს ქალაქებისა და რაიონების საერთო ბიუჯეტიც საკმაოდ მცირეა.
|
ეკატერინე ბასილაია 04.08.2017
რუსეთი აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს აშშ-რუსეთს შორის სავაჭრო ომს უწოდებს, აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობას საბოლოო წერტილი დაესვა და ახლა უკვე მოსკოვის საპასუხო ნაბიჯების ჯერი დგება.
|
ეკატერინე ბასილაია 04.08.2017
ვენეციის კომისიის შეთავაზებით 6 სექტემბერს სტრასბურგში ჩანიშნულ შეხვედრა, სადაც ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის საკონსტიტუციო ცვლილებების მიუღებელ საკითხებზე მოლაპარაკება უნდა გაიმართოს, თავად ოპოზიციაში დაპირისპირებისა და "ხელისუფლებასთან გარიგებაზე" ურთერთბრალდებების მიზეზი გახდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 04.08.2017
"ხელისუფლებას რომ კონსენსუსის მიღწევის მზაობა პქონოდა, ორი მოსმენით არ უნდა მიეღო საკონსტიტუციო კანონი. ამის შემდგომ კონსულტაციები, მინიმუმ, უმწიფრობაზე მეტყველებს, თავი რომ დავანებოთ იმას, თუ რა ვირეშმაკობაა ამ ყველაფერში ჩადებული", - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით 6 სექტემბერს სტრასბურგში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილ კონსულტაციებს.
|
გვანცა ღვედაშვილი 03.08.2017
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადის. ამ ვიზიტს ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მხრიდან მორიგ პროვოკაციად აფასებს. მათი თქმით, პუტინის აფხაზეთში ვიზიტი "განგრძობადი ოკუპაცია" და ფაქტობრივი ანექსიის მცდელობაა.
|
ეკატერინე ბასილაია 03.08.2017
აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინის მსგავსად, საქართველოს თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს, საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე. ეს მოლოდინი და ვარაუდი თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის - მაიკ პენსის განცხადებებმა გააჩინა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|