გვანცა ღვედაშვილი
03.08.2017

 ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებს, დავით და ტარიელ მახარობლიძეებს, გიორგი რეხვიაშვილს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების საპატიმროში დატოვებაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროცესი რამდენჯერმე შეწყდა. ჯერ პროკურორსა და დაკავებულ გიორგი რეხვიაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკების, შემდგომ კი ბრალდებული ტარიელ მახარობლიძის შეუძლოდ გახდომის გამო.

ია აბულაშვილი
03.08.2017

 "მეორე ტურზე საუბარი ნაადრევია, ალბათ მმართველი გუნდი მთელი ძალების მობილიზებას პირველი ტურისთვის მოახდენს" - ასეთ პროგნოზს გამოთქვამს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც "რეზონანსი" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და მიმდინარე საკითხებზე ესაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
02.08.2017

 "აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია არავის, მათ შორის რუსეთს, არ მისცემს წითელი ხაზების გადაკვეთის საშუალებას, ეს წითელი ხაზი გადის საქართველოზეც და, ობამას ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია იქნება უფრო მკაცრი, რაც იყო მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთისთვის. ასევე პენსმა ორჯერ არაორაზროვნად თქვა ისიც, რომ აშშ მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და დადგება დრო, როდესაც აშშ და საქართველო ალიანსის წევრი პარტნიორები იქნებიან," - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი გიორგი რუხაძე.

ეკატერინე ბასილაია
02.08.2017

 საქართველომ შეძლო არაჩვეულებრივი წინსვლა გასული 5 წლის განმავლობაში და ეს მნიშვნელოვანი პროგრესი გაამყარებს ნატოს წევრობის განაცხადს; საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული; მხარს გიჭერთ თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი; ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ... - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ეს გზავნილები დატოვა თბილისში ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა.

ია აბულაშვილი
02.08.2017

 "ყოვლისმომცველი კრიზისის ზღვარზე მიტოვებული ქვეყნის ერთ-ერთი მახასიათებელია ნებისმიერი დონის არჩევნების მწვავე, ფეთქებადი ანატომია და სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკი. დაახლოებით ასეთ მდგომარეობაშია დღევანდელი საქართველოც; ერთი მხრივ, ტრივიალურ გაკოტრებამდე მისულ, უნივერსალური რესურსის გარეშე დარჩენილ, დამოუკიდებელ ცხოვრებას მიუჩვეველ "ოცნებას" მისთვის უჩვეულო მძიმე ბრძოლა ელის; მეორე მხრივ, "მეორეხარისხოვან" არჩევნებში საეჭვო გამარჯვება ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს მისთვის," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" კარს მომდგარი თვითმმართველობის არჩევნებზე ესაუბრა.

გვანცა ღვედაშვილი
02.08.2017

 "მეჩვენება და მაქვს იმის გამოცდილებაც, რომ გითხრათ, საქართველოს პოლიტიკურ ელიტას ახასიათებს ზედმეტი აღტაცება. არ მინდა, ვთქვა, მაგრამ ეს არის ე.წ. ხბოს აღტაცება. ეს კი არ შეიძლება. რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემთ ამერიკას, ვაძლიერებთ მასთან კავშირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს პარტნიორული ურთიერთობა და არა მფარველობითი. ამერიკა ჩვენი მფარველი კი არა, მოკავშირე უნდა იყოს," - ამბობს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" ინტერვიუში აშშ-ის ვიცე- პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

ეკატერინე ბასილაია
01.08.2017

 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ახალი ადმინისტრაციის მეორე პირი, თბილისშია. იმ ფონზე, როდესაც რუსული საფრთხე ძალიან მაღალია და მცოცავი ანექსია ყოველდღიურად გრძელდება, აშშ-ის მეორე პირის ვიზიტს ორმაგად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება.

ეკატერინე ბასილაია
01.08.2017

 "მაიკ პენსის ვიზიტი და პარალელურად ნატოს სამხედრო წვრთნები არის მესიჯი რუსეთისადმი, რომ აშშ-სთვის საქართველო კვლავ სტრატეგიული ინტერესის ობიექტია და აშშ საქართველოს არ მიატოვებს. ეს კი რუსებს ძალიან აღიზიანებთ," - აცხადებს "საქართველოს პოლიტიკის ინსტუტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.

გვანცა ღვედაშვილი
01.08.2017

 საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომი ნაბიჯი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაა.

ნინო ქეთელაური
31.07.2017

 პროფკავშირების ინფორმაციით, მიმდინარე წელს მშენებლობაზე დაღუპულია 9 მუშა, ხოლო 2006 წლიდან დღემდე - 271. მშენებლობაზე ტრავმირებულთა რიცხვმა კი უკვე 472-ს მიაღწია.

ნინო ქეთელაური
31.07.2017

 ინტენსიურ მშენებლობებს, რომელთა გამოც თბილისს მალე ბეტონის კანიონებად გადაქცევას უწინასწარმეტყველებენ, მერობის ყველა კანდიდატი საკუთარ საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ ძირითად პრობლემად ასახელებს.

ეკატერინე ბასილაია
31.07.2017

 "დაახლოებით ერთი თვის წინ ცხინვალში დე ფაქტო განათლების მინისტრის მოადგილე შეხვდა ქართული სკოლის ხელმძღვანელებს. "მინისტრის მოადგილემ" ისინი გააფრთხილა, რომ სექტემბრიდან დაწყებით კლასებში მთლიანად რუსულ ენაზე იქნება სწავლა, მე-5 კლასის ზემოთ კი ეს ცვლილება არ შეეხებათ," - აცხადებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსი სოსო ცოტნიაშვილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×