თიკო ოსმანოვა
17.06.2017

 სანამ "ოცნებაში" მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებაზე "ვაჭრობენ", ვენეციის კომისიაში პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. შეთანხმების მიხედვით, გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ზედა ზღვარი წესდება და როგორც უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, პარტია ბონუსური სისტემით ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას. მისი თქმით, ამის თეორიული შანსიც კი აღარ არსებობს.

ეკატერინე ბასილაია
17.06.2017

 რუსეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მქონე უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთის ტერიტორიის დატოვება მოსკოვის სპეციალური ნებართვის - "გამსვლელი ვიზის" გარეშე ეკრძალებათ, ისე, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს.

გვანცა ღვედაშვილი
17.06.2017

 "ქართული ოცნება" მაქსიმალურად ცდილობს, შეზღუდოს პრეზიდენტის უფლებები. აქედან გამომდინარე, მეეჭვება, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნეს", - აღნიშნავს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პირდაპირ პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს და პარლამენტმა ამაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

თორნიკე ამირხანაშვილი
17.06.2017

 "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. "შენების მოძრაობის" პრეზენტაცია გუშინ გაიმართა, სადაც უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს ივლისის დასაწყისში წარადგენს.

გვანცა წულაია
17.06.2017

 გუშინ მთავარ პროკურატურაში "ბავშვთა სამყაროს" ხანძრისგან დაზარალებულებსა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შორის დახურული შეხვედრა შედგა მას შემდეგ, რაც დაზარალებულებმა მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი შოთაძესთან შეხვედრას, გამოძიების დაჩქარებას და მათთვის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

ეკატერინე ბასილაია
16.06.2017

  ბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებისა და შემდეგ მისი ბაქოს ციხეში აღმოჩენის გამო ევროპარლამენტისგან საქართველომ მკაცრი კრიტიკა მიიღო. საქართველოს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანხმდებიან, რომ აფგან მუხთარლის საქმის გამო საქართველოს იმიჯს დიდი დარტყმა მიადგა, თუმცა, ოპოზიციის განცხადებით, ევროპარლამენტარებმა ხელისუფლებას ადამიანის გატაცებაში ხელი პირდაპირ დაადეს, "ოცნების" მტკიცებით კი, ევროდეპუტატებმა თქვეს მხოლოდ ის, რასაც თავადაც ამბობენ - რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს სწრაფად და ობიექტურად და ასეც იქნება.

ნინო ქეთელაური
16.06.2017

 დღეს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ მომზადებულ დასკვნაზე იმსჯელებენ. პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ სრულიად გაუგებარია, კომისიის მხრიდან რა შეფასება უნდა გაკეთდეს მაშინ, როდესაც მმართველ გუნდში გარკვეული საკითხები ჯერ ისევ შეუთანხმებელია და კონსენსუსი არ არსებობს.

გვანცა ღვედაშვილი
16.06.2017

 "მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ მოისმინა, რა ხელგაშლილად და მზადყოფნით საუბრობდა ნატოს წარმომადგენლობა საქართველოზე, მოხდა ის, რომ მთელ ქვეყანაში შმორის სუნი დადგა", - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" ბოლო პერიოდის იმ გახმაურებულ საქმეებს, რომელთა გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ეკატერინე ბასილაია
15.06.2017

 "ხელისუფლებამ თავიდანვე თადარიგი დაიჭირა, რომ თუ მათი ვერსია (ბონუსიანი პროპორცული სისტემა) არ გავიდოდა, როგორც კი ვენეციის კომისია თავის პოზიციას ჩამოაყალიბებდა, მაჟორიტარების ყვირილი და დადგმული ბუნტი დაიწყებოდა.

ეკატერინე ბასილაია
15.06.2017

 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შესაძლოა, 2020 წელს არ გაუქმდეს და მისი ამოქმედება გადაიდოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. საკითხზე მმართველ გუნდში კვლავ უთანხმოებაა და ამ სისტემის გაუქმების შესაძლო ახალ ვადაზე საჯაროდ "ოცნების" ლიდერებიც ალაპარაკდნენ.

გვანცა ღვედაშვილი
15.06.2017

 საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ სარგებლობა სადღეისოდ მსოფლიოს 56 ქვეყანაში შეუძლიათ. მიმდინარეობს თუ არა სხვა ქვეყანებთან მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ ხდება, რაც მოლაპარაკებები გარკვეულ შედეგს აღწევს.

თიკო ოსმანოვა
15.06.2017

 "არსებობს ინფორმაცია, რომ საკითხი დგას ასე - დარჩება თუ არა თანამდებობაზე დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე?! პროპორციული სისტემის აუცილებლობა, მისი მრავალწლიანი თეორიული გამოცდილება არცთუ ადვილი გამოდგა პრაქტიკაში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×