ნინო ქეთელაური
12.06.2017

 ამ დრომდე გაურკვეველია, ცოცხალია თუ არა კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ, მათი წყაროს ინფორმაციით, იგი დაიღუპა; ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით კი, ოსორაული ცოცხალია და ამის შესახებ კონგოში მყოფი სხვა ქართველი მფრინავები იტყობინებიან.

ეკატერინე ბასილაია
12.06.2017

 პატრიარქის დაცვის თანამშრომლები, რომლებიც წლების განმავლობაში მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, გათავისუფლებული არიან. მიზეზად რიგითი როტაცია სახელდება, თუმცა, როგორც თეოლოგი ვლადიმერ ნარსია "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, მას საპატრიარქოდან აქვს ინფორმაცია, რომ დაცვის სამსახურში ბოლო კვირის ცვლილებები, ჯერ უფროსის და ახლა დაცვის თანამშრომლების ნაწილის დათხოვნა, უკავშირდება დაცვის უფროს ზურაბ ბუჩუკურის მიერ ილია ||-ისთვის საპატრიარქოს შიდა ინტრიგებზე გარკვეული ინფორმაციის მიაწოდას. ამის საპასუხოდ კი დაცვის სპეციალურმა სამსახურმა "საეჭვო პირები" მოაცილა პატრიარქს და მისთვის უფრო სანდო თანამშრომლებით ჩაანაცვლა.

გვანცა ღვედაშვილი
12.06.2017

 "ფაქტია, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც,ზაალ უდუმაშვილი და ნიკა გვარამია კიევში სააკაშვილთან და "ნაცმოძრაობის" სხვა ლიდერებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. შესაძლოა, გვარამიასა და "ნაციონალებს" შორის ვერ მოხერხდა ურთიერთგაგების ჩამოყალიბება, რადგან ასეთი უეცარი გადაწყვეტილების მიღება გარკვეულ ეჭვს ბადებს", - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რუსთავი 2"-ში განვითარებულ მოვლენებს.

გვანცა წულაია
12.06.2017

 ოკუპირებულ აფხაზეთში ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი ტაჯიკეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს. დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათი დაკავება ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მოხდა და ისინი უკვე გადასცეს რუსეთის ხელისუფლებას.

თიკო ოსმანოვა
10.06.2017

 გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" ზედა ზღვრის დაწესებას აპირებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამარ ჩუგოშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას 3 რეკომენდაცია აქვს და აქედან ერთ-ერთს გაითვალისწინებენ. თუმცა მანამდე უმრავლესობაში კონსულტაციებს გააგრძელებენ, მათ შორის მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით.

გვანცა ღვედაშვილი
10.06.2017

 "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება, თუმცა რამდენად შეეხება ეს კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრების ჩაწერას, გაურკვეველია.

ნინო ქეთელაური
10.06.2017

 "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორი ნიკა გვარამია ამ დრომდე არ გამოსულა ოფიციალური განცხადებით, დატოვა თუ არა თანამდებობა. ტელეკომპანიაში სრული გაურკვევლობაა. არაოფიციალური ინფორმაციით, თანამშრომელთა ნაწილმა ტელეკომპანია დატოვა, ან ასეთი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს.

ეკატერინე ბასილაია
10.06.2017

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია "რუსული ჰუმანიტარული მისია" მალე საქართველოსა და სომხეთში შემოსვლას და აქტიურობას აანონსებს. ამის შესახებ განცხადება ეკუთვნის ამ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ჟურნალისტ ევგენი პრიმაკოვს, რომელიც რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილია.

ეკატერინე ბასილაია
09.06.2017

 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების გეგმა თუ შანტაჟი უფრო და უფრო აქტუალური გახდა. მით უფრო მას შემდეგ, რაც გუშინ ვენეციის კომისიის წინასწარ დოკუმენტში საარჩევნო სისტემა და გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნება გაკრიტიკებულია და რეკომენდაციაა, რომ მმართველმა ძალამ ის შეცვალოს.

ეკატერინე ბასილაია
09.06.2017

 ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში მთავარი კრიტიკა საარჩევნო სისტემას, უმთავრესად კი გადაუნაწილებელი მანდატების - ე.წ. ბონუსების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის გადაცემას უკავშირდება. ოპოზიცია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებენ, რომ დოკუმენტში გაკრიტიკებულია სწორედ ის საკითხები, რასაც აკრიტიკებენ თავად. "ოცნებაში" კი ამბობენ, რომ შენიშვნები უმნიშვნელოა და თან "ბონუსების" ზედა ზღვარზე მსჯელობას ისედაც აპირებდნენ.

თიკო ოსმანოვა
09.06.2017

 საქართველოდან გატაცებული და ბაქოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა საქმის პროკურატურისთვის გადაცემას და მის დაზარალებულად ცნობას ითხოვს. საქმის ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ოჯახი დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტის გატაცებაში ქართველი სამართალდამცავები მონაწილეობდნენ. ამასთან, ადვოკატი მოსალოდნელ საფრთხეებზეც საუბრობს და ვარაუდობს, რომ ბაქოს იზოლატორში მყოფ მუხთარლის საშიშროება ემუქრება.

ნინო ქეთელაური
09.06.2017

 ირაკლი კობახიძე უშიშროების საბჭოს მდივანს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ "არ შეიძლება, საჯარო მოსამსახურე ესაუბრებოდეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს და ეუბნებოდეს - "მე და შენ ვერ შევთანხმდებით".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×