ნინო ქეთელაური
03.06.2017

 "ბატონმა კობახიძემ სტუდენტების პროტესტს კომუნისტური აზროვნება უწოდა, მაგრამ პირადად მე კომუნიზმისა და სოციალიზმის კვალს ბელადომანიასა და ერთი არაფორმალური მმართველის გაფეტიშებაში ვხედავ", - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
02.06.2017

 ილჰამ ალიევის ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო საქართველოში თავშეფარებული აზერბაიჯანელებიდან დღეს 3 ადამიანი პატიმარია. მათ შორის დიდი სკანდალი გამოიწვია ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მოტაცებამ და აზერბაიჯანში აღმოჩენამ, დანარჩენებს კი უცხო პირები აფრთხილებენ, რომ მათი თბილისში ყოფნა საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურ ბაქოსთან პრობლემებს უქმნის და სჯობს, ქვეყნიდან წავიდნენ. ამაზე "რეზონანსთან" თავად ეთნიკური აზერბაიჯანელები საუბრობენ.

ეკატერინე ბასილაია
02.06.2017

 წმინდა სინოდის სხდომა განიხილავს, მეუფე პეტრე კანონიკური წესების შესაბამისად იქცევა თუ არა, - ამის შესახებ მრევლს რუსთავის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა სიონის ტაძარში წირვისას აცნობა, სადაც წირვას პატრიარქთან ერთად ატარებდა.

თიკო ოსმანოვა
02.06.2017

 "აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ინციდენტი სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ხარისხს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ზვიად ფოჩხუა, რომელიც საერთაშორისო არენაზე ქვეყნის იმიჯის შელახვაზე საუბრობს.

ია აბულაშვილი
02.06.2017

 "ზღაპარია ოფიციალური ვერსია აზერბაიჯანის მხრიდან თუ საქართველოს მხრიდან, რომ ადამიანმა ჩაიდო ამხელა თანხა, გადაკვეთა საზღვარი და თანაც იცოდა, იქ რა ელოდებოდა", - ამბობს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ბოლო დღეებში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა.

ნინო ქეთელაური
02.06.2017

 ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ადამიანებისა და პედაგოგების მობილიზება წინასწარ დაწერილი კითხვების მეშვეობით, განხილვის პროცესის მმართველი გუნდის სასარგებლოდ წარმართვა, მიკროფონთან შექმნილი ხელოვნური ბარიერი, რის გამოც, გარდა მობილიზებული ჯგუფისა, ადამიანებს კითხვის დასმის საშუალება არ ეძლეოდათ და ა.შ. - ეს ის დარღვევებია, რაც, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მონაცემებით, კონსტიტუციის სახალხო განხილვას ახლდა.

ნათია ლომიძე
02.06.2017

 რეგიონებში მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად ათასობით ლარს ბანკეტებსა და სხვადასხვა ტიპის წვეულებაზე ხარჯავენ. ამ ტენდენციამ სავალალო ხასიათი მიიღო. აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშში მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ ფურშეტების და სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების საჭიროება სათანადოდ დასაბუთებული არ არის. პოლიტიკოსები ამგვარ ფაქტებს ამორალურს უწოდებენ და მთავრობას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

გვანცა ღვედაშვილი
02.06.2017

 "სიძულვილის ენა იქცა საკომუნიკაციო დოქტრინად, რომელიც ნებისმიერი ფორმით ვლინდება ჩვენს რეალობაში. სწორედ მსგავსმა მოცემულობამ განაპირობა, წამოგვეწყო კამპანია, რომელიც სიძულვილის ენის ტრანსფორმირებას მოახდენს და დაკავებული იქნება ალტერნატიული, პოზიტიური ნარატივების შექმნით", - ასე ხსნიან კამპანიის - "მე ხმა" ორგანიზატორები პროექტის დანიშნულებას.

გვანცა ღვედაშვილი
01.06.2017

 "ფიცი, რასაც ჩვენი ხელისუფლების უმრავლესობისგან ვისმენთ, იქნება ეს ნატოსთან ერთგულების ფიცი, თუ აშშ-ის შტატებთან პატიოსანი თანამშრომლობის მზაობა, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. მაგრამ რომ გადავათვალიეროთ კანონები, რაც მხოლოდ 3-4 თვის განმავლობაშია მიღებული, მათ ანალოგებს მხოლოდ რუსეთის დუმაში მივაგნებთ", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში.

ეკატერინე ბასილაია
01.06.2017

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ზუსტად წლისთავზე სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მისი მკვლელი ე.წ. მებაჟე რაშიდ კანჯიოღლი უდანაშაულოდ გამოაცხადა და ოფიციალურ თბილისს გუშინ გალის შეხვედრაზე განუცხადა, რომ "კანჯიოღლის მიმართ სს-ის დევნა შეწყდა".

თიკო ოსმანოვა
01.06.2017

 ხელისუფლების არაკომპეტენტურობა თუ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოდან უპასპორტოდ გაიტაცეს, ბაქოში დააკავეს. ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ნინო ქეთელაური
01.06.2017

 "თუ ჩვენ ახლა დავთმობთ და ხელსუფლება ამასაც გაატარებს, ნიშნავს, რომ საქართველო მხოლოდ რუსეთისთვის კი არ იქნება სათამაშო ფიგურა, არამედ ჩვენი სამეზობლოსთვისაც და მაშინ დამოუკიდებლობა რაღად გვინდა?!", - ასეთია პოლიტოლოგისა და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის შეფასება აზერბაიჯანელი ჟურნალიტის დაკავების ფაქტზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×