თიკო ოსმანოვა
15.06.2017

 "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღებში გააკეთებს. როგორც ცნობილია, იგი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრის კენჭს.

გვანცა ღვედაშვილი
15.06.2017

 "სხვა ქვეყნები ხშირად იხილავენ იმ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის მოხსნას, რომლებსაც გაუქმებული აქვთ მოკლევადიანი სავიზო რეჟიმი შენგენის ზონაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან."

ეკატერინე ბასილაია
14.06.2017

 ორ კვირაზე მეტია გასული, რაც თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაიტაცეს და აზერბაიჯანში ძალით გადაიყვანეს, თუმცა საქართველოს მთავარი პროკურატურა მას დაზარალებულად არ ცნობს.

გვანცა ღვედაშვილი
14.06.2017

 ხელისუფლება მარიხუანისა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონმდებლობის ლიბერალიზაციაზე ალაპარაკადა. აღნიშნულ საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

გვანცა ღვედაშვილი
14.06.2017

 "თუ ასეთი ფაქტები არსებობს, ამას სისიტემური ხასიათი ნამდვილად არ აქვს და პარლამენტის მტკიცე პოზიციაა, რომ ყველა ასეთი ფაქტი გამოძიებული იყოს და მკაცრად იყვნენ დასჯილი ის ადამიანები, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს."

თიკო ოსმანოვა
14.06.2017

 "ადამიანების გამოშვებით პრობლემა კი არ გადაწყდა, პირიქით, კიდევ უფრო დრამატულად გამოჩნდა - მთელი სიგრძე-სიგანით გამოჩნდა, რომ სერიოზულ დრამასთან გვაქვს საქმე.

ეკატერინე ბასილაია
14.06.2017

 "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" ქართველების მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის და ქართველების სახლებშიც შეასახლებენ ოსებს და ასევე ეცდებიან ქართული სკოლების გაუქმებას, საქართველო კი ამას, სამწუხაროდ, წინ ვერ აღუდგება და ვერაფერს დაუპირისპირებს.

თიკო ოსმანოვა
14.06.2017

 სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება - ამიტომ უცნობია, მოხდება თუ არა უახლოეს მომავალში მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის გათავისუფლება.

ეკატერინე ბასილაია
13.06.2017

 ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ქართველების წინააღმდეგ დიდ რეპრესიებს აანონსებს და რამდენიმე ბრძანებას გასცემს: პირველი, ცხინვალის შემდეგ ახლა უკვე ახალგორში ქართველების კუთვნილი სახლები, რომლებშიც ბოლო 5 წელია, არ ცხოვრობენ, ჩამოერთვათ და ოსებს დაურიგდეთ.

თიკო ოსმანოვა
13.06.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქართულ მედიასივრცეში მორიგი ვნებათაღელვა და გადაადგილება დაიწყო, რაც, მედიაექსპერტების შეფასებით, ხელისუფლების ინტერესზე მიუთითებს და ცუდი პროცესების დაწყებას პროგნოზირებენ.

გვანცა ღვედაშვილი
13.06.2017

 "ცხადია, სისტემური ხარვეზები არსებობდა და არსებობს. თუმცა როგორი კარგი სისტემაც უნდა ჩამოყალიბდეს, სასამართლოსადმი ნდობა არ იქნება, ვიდრე ამ სისტემაში მურუსიძე დარჩება, რადგან როგორი კარგი მოსამართლეც უნდა იყოს მურუსიძე, საზოგადოებრივი აზრის შეცვლას ვერ მოახერხებს", - ასეთია "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგ ვახტან ძაბირაძის შეფასება სასამართლოში არსებულ სისტემურ ჩავარდნასთან დაკავშირებით.

ეკატერინე ბასილაია
12.06.2017

 ორი რეპერი, რომლებმაც პოლიცია გააშარჟეს, ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაიჭირეს; თბილისში მოტაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა; თურქეთის მოთხოვნით კოლეჯის მენეჯერი ციხეშია; დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ეჭვმიტანილი პოლიციელი უდანაშაულოდ სცნეს; ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მთავარი აუდიტორი სცემა - ბოლო რამდენიმე კვირაა, "ოცნების" ხელისუფლებას ძალიან ბევრი ნეგატიური და კრიზისული ფაქტი დაუგროვდა, რაც საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას და პროტესტს იწვევს და უკვე გაჩნდა შეძახილები - "მეტი რაღა უნდა მოხდეს...", "ქვეყანაში ძალოვანები თვითნებობენ" და ამიტომ "ხმაურის დროა".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×