თიკო ოსმანოვა
30.05.2017

 "ჩვენი აქციები დასავლური უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაციის თვალსაზრისით საგრძნობლად იზრდება. მაგრამ უნდა გვესმოდეს, როდესაც ფსონი იზრდება, ბუნებრივია, იზრდება რისკიც.

თიკო ოსმანოვა
30.05.2017

 თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. ამ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი წევრი წავიდა.

ნინო ქეთელაური
30.05.2017

 "ნატომ მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს საკუთარი პროგრამები საქართველოს დასახმარებლად, მათ შორის, ტერიტორიული თავდაცვის რეფორმებთან დაკავშირებით იმ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით, რაც ნატო-საქართველოს შორის არსებობს", - აცხადებს პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" საუბრისას.

ნინო ომანაძე
29.05.2017

 აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება გალში მცხოვრებ ქართველებს "აფხაზეთის მოქალაქეობის" მიღებას აღარ სთხოვს და მათთვის ახალი "შეთავაზება" აქვს - რუსეთის მოქალაქეობა მიიღონ და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვან. თბილისში მიიჩნევენ, რომ ეს მორიგი სატყუარაა, რომლის უკანაც ოფიციალური მოსკოვი დგას.

გვანცა ღვედაშვილი
29.05.2017

 "თავდაცვითი სისტემების განვითარებაზე უკვე მეოთხე მინისტრის სურვილებს ვისმენთ, საქმე კი წინ არ მიდის. მთელ მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთიდან წყნარ ოკეანემდე, ვითარება ძალიან დაძაბულია. ევროპაც კი დინამიტზე ზის და ჩვენ მშვიდად, აუჩქარებლად მივყვებით დინებას", - ასე აფასებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებას, რომელმაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სამინისტრო რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულების მოდერნიზებას გეგმავდა.

თიკო ოსმანოვა
29.05.2017

 "საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ყველანაირ თეორიულ რისკს გამოვრიცხავთ და სწორედ ამაზე ვიწყებთ მუშაობას. რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე გასულმა 20%-იანმა პარტიამ ვერ უნდა შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკომპლექტება და ვერც 2 და 3%-იანმა პარტიამ უნდა შეძლოს უბრალო უმრავლესობის დაკომპლექტება. ეს არის თეორიული რისკები და ამის გამორიცხვას ვაპირებთ კონსტიტუციის დონეზე", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე.

გვანცა ღვედაშვილი
29.05.2017

 კანონი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად უქმდება, შესაძლოა, შეიცვალოს. დამოუკიდებელი დეპუტატის - სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომ ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვა უნდა გაუქმდეს და ეს მოქალაქეებისთვის "შეთავსებადი" გახდეს, მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიამ მხარი დაუჭირა.

ნინო ქეთელაური
29.05.2017

 "მე ვფიქრობ, უნდა გამოქვეყნდეს, ვინ რამდენი ქულა მიანიჭა კონკრეტულ კანდიდატს. ეს იქნება გარკვეულწილად გარანტია, რომ პროცესი იყო გამჭვირვალე", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა "მთელ კვირასთან" საუბრისას საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი გასაუბრების შეფასებისას განაცხადა.

ეკატერინე ბასილაია
29.05.2017

 "ძალიან სახიფათო ზღვარს მივუახლოვდით. ნატო-სთან ასეთი მიახლოების გამო, ერთი მხრივ, ახალ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ, მეორე მხრივ, უკან დასახევი გზა არც გვაქვს. კულახმეტოვის ცხინვალში "ელჩად" დანიშვნა რომ ნატო-ს სამიტის წინ მოხდა, ეს არის ზუსტად გზავნილი - რუსეთი თავისას არ მოიშლის, არ შეეგუება ნატო-ს გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში," - აცხადებს "სტრატეგიული კვლევების კავასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.

თიკო ოსმანოვა
29.05.2017

 საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილს თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამბობს, რომ გადაწყვეტილებას საკუთარი ძალების აწონ-დაწონვის შემდეგ მიიღებს.

ეკატერინე ბასილაია
27.05.2017

 ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების, უპირველესად კი მეუფე ისაიას მსახურებას მიუღებელს უწოდებენ. რელიგიის საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი კი იმასაც აცხადებს, რომ ეს "პრობლემა" არაერთხელ განიხილეს კიდეც "მაღალ ეშელონებში" და უკვე გადაწყვეტილებაც მიღებულია: სურთ, მეუფე ისაიას ულტიმატუმი წაუყენონ - ან სეპარატისტების მიერ შექმნილ ალანიის ეპარქიაში უნდა დარეგისტრირდეს, ან მშვიდობიანად დატოვოს "რესპუბლიკის" ტერიტორია.

ნინო ქეთელაური
27.05.2017

 აშშ-ს სენატში მხარდაჭერილი კანონპროექტით, რუსეთის ზეგავლენის საწინააღმდეგო ფონდიდან ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად თანხას საქართველო და უკრაინაც მიიღებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×