თიკო ოსმანოვა 27.05.2017
ფულის გამოძალვისა და კორუფციის ბრალდებით მოსკოვში შინაგან საქმეთა ყოფილ მაღალჩინოსანს ეძებენ. რუსული საინფორმაციო სააგენტო საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის ეროვნული გვარდიის მოსკოვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ალეკსეი ლაუშკინი, რომელიც რუსეთში დაკავებული მაღალჩინოსნის - დიმიტრი ზახარჩენკოს ერთ-ერთი პარტნიორია, შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს.
|
გვანცა ღვედაშვილი 27.05.2017
"თურქეთი ძირითადი პარტნიორია, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთო პროექტი აქვს. ამ დროს დღეს ის საკმაოდ არაპროგნოზირებადია და აგრძელებს რეპრესიებს. თუმცა ამ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირება შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. ამიტომ ძნელია იმის თქმა, შეცდომა დაუშვა თუ არა საქართველომ. თუმცა თურქეთისგან დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო, ალბათ ამ ნაბიჯს არ გადადგამდა", - ასე შეაფასა "რეზონანსთან" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ რამდენიმე დღის წინ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის - მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაჭერა და მისი თურქეთში შესაძლო ექსტრადირება.
|
ეკატერინე ბასილაია 26.05.2017
 დღეს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იხსნება და ხელისუფლების წარმომადგენლების მთავარი მესიჯი გახდა ის, რომ დღემდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მხოლოდ 4 არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა, რომლებიც შემდგომში ნატოს წევრები გახდნენ და, ამდენად, ეს ნიშნავს, რომ ალიანსის წევრი გავხდებით ჩვენც. თუმცა რამდენად ახლო პერსპექტივაში შეიძლება მოხდეს ჩვენი გაწევრიანება, ამაზე პასუხები კვლავ ბუნდოვანია.
|
თიკო ოსმანოვა 26.05.2017
"კულახმეტოვის დანიშვნით უნდა ველოდოთ გაცილებით მეტ პროვოკაციას სამხრეთ ოსეთის მხრიდან, ვიდრე ურთიერთობის გაუმჯობესებას ცხინვალსა და რუსეთს შორის. ანალოგიურად განვითარდება ვითარება სოხუმში და შესაძლოა, ჩაერთოს ეკონომიკური ფაქტორებიც.
|
ეკატერინე ბასილაია 26.05.2017
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავალ წელს რუსეთში არჩევნებია და პუტინს ერთი პატარა ძლევამოსილი ომი სჭირდება. უკრაინაში არის ეს ომი, საქართველოში იყო, მაგრამ უახლოეს მეზობლებში ისევ ეს ორი ქვეყანა რჩება, სადაც თავიანთი კუნთების დემონსტრირება შეუძლიათ.
|
ია აბულაშვილი 26.05.2017
"ათეული წლების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ საქართველოში სულ სხვა გეოპოლიტიკური ვითარებაა და ჩვენი ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკაშიც თითქმის ნულოვანი მოთამაშეა, ამიტომ ჩვენთვის საპარლამენტო მმართველობა უფრო გამართლებულია, ვიდრე საპრეზიდენტო.
|
გვანცა ღვედაშვილი 26.05.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.
|
თიკო ოსმანოვა 26.05.2017
სპეციალურად "რეზონანსისთვის" ვარშავიდან
"ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა - ავაშენოთ მყარი საფუძველი საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის, მოვახდინოთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაცია და დავიცვათ საქართველოს ადგილი ევროპული ერების ოჯახში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.
|
თიკო ოსმანოვა 25.05.2017
თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე ოპოზიციურ სპექტრში ახალი კონფიგურაციები ყალიბდება. პოლიტიკური პარტიები კოალიციის შექმანას თუ გაერთიანებას კიდევ ერთხელ ცდილობენ. თუმცა მათ მცდელობას პოლიტოლოგები კვლავაც სკეპტიკურად უყურებენ.
|
ნინო ქეთელაური 25.05.2017
თურქეთის მხარის მოთხოვნით, საქართველოში ფეთჰულაჰ გიულენის სახელთან ასოცირებული დემირელის სკოლის ერთ-ერთი მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააპატიმრეს, - ამის შესახებ "რეზონანსს" დაკავებულის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.
|
თიკო ოსმანოვა 25.05.2017
"ვვარაუდობ, ვენეციის კომისიას ექნება კრიტიკული შენიშვნები კონსტიტუციის იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრავს ოჯახისა და ქორწინების რაობას. ეს თემა შეიძლება, საზოგადოების მორიგი მღელვარების საგანიც გახდეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
|
ეკატერინე ბასილაია 25.05.2017
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი დანიშნა.
|