გვანცა ღვედაშვილი 25.05.2017
საქართველოს პარლამენტარის, დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ ათეული სასამართლო პროცესი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში რომ მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "რაკია ჯორჯია" ავრცელებს. ამასთან, კომპანიის იურისტი ნათია წკეპლაძე აღნიშნავს, რომ მიქაძის წინააღმდეგ საქმე საქართველოშიც მიმდინარეობს და მხარეებს საქმის მასალები კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდა. თავად "პატრიოტთა ალიანსის" წევრი გელა მიქაძე კი აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და თავისი პარტიის ღირსების შელახვისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
|
ნინო ქეთელაური 25.05.2017
ექსტრემიზმის პროგრამის უმცროსი მკვლევარი ბენედიქტ კლიფორდი "ტვიტერზე" ინფორმაციასთან ერთად ფოტოსაც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ქართველი მხარდამჭერები პირდაპირ ემუქრებიან საქართველოში მუსლიმანი თემის წარმომადგენლებს.
|
ეკატერინე ბასილაია 24.05.2017
პრეზიდენტს შესაძლოა, მოქალაქეობის მინიჭების უფლება ჩამოერთვას. ამ გეგმას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აანონსებს, რომლის განცხადებითაც, ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს კიდევ რამდენიმე ფუნქცია შეიძლება, ჰქონდეს შეზღუდული და ასეთი, მდინარაძის აზრით, არის, მაგალითად, მოქალაქეობის მინიჭების უფლება.
|
ეკატერინე ბასილაია 24.05.2017
ქვეყნის უპრინციპობის მაჩვენებელი და სახელმწიფოს პრესტიჟის შელახვაა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის გვერდით იღებს სამახსოვრო ფოტოს საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, - ასე აფასებენ პოლიტოლოგები შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის დასკვნით ფოტოზე მედვედევის გვერდით ქუმსიშვილის დგომას.
|
თიკო ოსმანოვა 24.05.2017
თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე ჯერ კიდევ უცნობია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები. შესაბამისად გახდება თუ არა რომელიმე რეგიონი "ოცნებისთვის" აქილვესის ქუსლი, ჯერჯერობით გაურკვეველია. ამ ეტაპზე "ოცნების" მარცხს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მხოლოდ ახალციხეში პროგნოზირებს, დანარჩენ აწ უკვე ყოფილ თვითმმართველ ქალაქებში კი ოპოზიციის აქტიურობასა და წინასაარჩევნო კამპანიას ელოდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 24.05.2017
"სასამართლო 7 წლის წინანდელ და ჩემთვის გაურკვეველ ამბავზე მედავება", - აღნიშნულ განცხადებას "პატრიოტთა ალიანსის" წევრი გელა მიქაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით აკეთებს. სასამართლომ დეპუტატს 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების გამო 15-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა და ფულადი ჯარიმა დააკისრა.
|
ია აბულაშვილი 24.05.2017
"საქართველოში ამჟამად არის მართვის პატრონყმური სისტემა და დიდი მნიშვნელობა იმას, რა ჩაიწერება კონსტიტუციაში ამ ეტაპზე არა აქვს. მოსახლეობას ეს კარგად ესმის და ამიტომ ინტერესი კონსტიტუციის მიმართ არ არის" - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
|
ნინო ქეთელაური 23.05.2017
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილე დავით დევნოზაშვილთან ერთად შესაძლოა, კიდევ ერთი პირის ბრალეულობა დადგინდეს. როგორც ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ეს პიროვნება ამჟამად სავარაუდოდ, "დინამოს" დაცვის სამსახურში მუშაობს.
|
თიკო ოსმანოვა 23.05.2017
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "ქართულ ოცნებაში", უახლოეს მომავალში, მაჟორიტარების აჯანყებას პროგნოზირებს. მისი თქმით, კონსტიტუციის პროექტში ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების საკითხის შეცვლა მაჟორიტარების უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგან, მისი თქმით, აქამდე თავს მხოლოდ ბონუსებით იმშვიდებდნენ. ამბობს, რომ სწორედ ახლა გამოჩნდება, თუ რა ნიშნით ხდებოდა თავის დროზე მაჟორიტარების შერჩევა.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.05.2017
პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტიმური ვიდეომასალების გასაჯაროებით არ აშანტაჟებს და საქმეში მსგავსი მასალა საერთოდ არ არის, აღნიშნულ განცხადებას ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური ავრცელებს. თუმცა მანამდე, საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა სხდომაზე, პროცესის დახურვის შუამდგომლობის დაყენებისას, თქვა, რომ მტკიცებულებები შეიცავდა დეკანოზის პირადი ცხოვრების, მათ შორის - ინტიმურ დეტალებს, რომლებიც გიორგი მამალაძეს, როგორც სასულიერო პირს, კატეგორიულად უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს.
|
ნინო ქეთელაური 23.05.2017
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტს მოუწოდებს, სასწრაფოდ დანიშნოს არჩევნების თარიღი, რათა "ივანიშვილის მზაკვრული გეგმა - თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, ვერ განხორციელდეს". თუმცა, იურისტები აცხადებენ, რომ, ჩვენი კანონდებლობით, მსგავსი საკითხების გადაწყვეტაში პირდაპირი შემაფერხებელი ბერკეტები არ არსებეობს.
|
ეკატერინე ბასილაია 22.05.2017
"რასაც ამ დღეებში სამართალდამცველი სისტემიდან ვხედავთ, ძალიან შემაშფოთებელია. იმედი მაქვს, იმ სისულელეებს და სასაცილო ვერსიას არ დაგვიმტკიცებენ, რომ თორდიამ თავად გაილახა თავი, რომ ეკვეთა 5 კაცს, ფარცხალაძე კი თავს იცავდა. ივანიშვილს ვთხოვდი, ამ საქმეში ჩაერიოს და ხელისუფლებას დაეხმაროს, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილება მიიღოს," - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბარში გია ხუხაშვილი.
|
|