სოფო ჩხიკვაძე
24.02.2017

 საქართველოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს ბრძოლა ტანსაცმლის მაღაზიებსა და ბაზრობებს შორის. ბოლო დროს აშკარა უპირატესობით სარგებლობენ მაღაზიები და ამ ყველაფერს სხვადასხვა აქციებს უკავშირებენ. წლების განმავლობაში ბაზრობაზე ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, მაგრამ ახლა პირიქითაა მაღაზიებში კლიენტების სიჭარბეა.

ნინო ქეთელაური
24.02.2017

 "ბიოენერგია ლიტვაში: წარმატების ისტორია ენერგეტიკული დამოუკიდებლობისაკენ მიმავალ გზაზე" - ამ სახელწოდების გამოცდილების გაზიარებისა და კომუნიკაციის პირველ ღონისძიებას საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩომ უმასპინძლა.

ნათია ლომიძე
24.02.2017

 ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაზრდილია. ამას ადასტურებენ როგორც მსესხებლები, ასევე საბანკო სფეროს სპეციალისტები. ისინი სესხების გაცემის სიმრავლეს სოციალური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებას უკავშირებენ.

ეკატერინე ბასილაია
23.02.2017

 5-დღიანი მკურნალობის შემდეგ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე გადაიყვანეს და ახლა მის დაკითხვას ელოდება ყველა, რომ შემდეგ, დაპირებისამებრ, მისმა ადვოკატმა საზოგადოებას მოუყვეს დეტალები, ის, თუ რა ვერსია აქვს დაკავებულ დეკანოზს და ასევე ისიც, საიდან მოხვდა მის სახლში იარაღი, რადგან როგორც ადვოკატი ამტკიცებს, ამ იარაღის ნამდვილი მფლობელის ვინაობის დასახელებისას "ძალიან ნათელი სურათი წარმოიქმნება".

ია აბულაშვილი
23.02.2017

 "მთავარ პროკურორს მკვეთრად რომ ეთქვა - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მზადდებოდა სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა, ხოლო "ოცნების" პარლამენტარებსა და მინისტრებს სულ არაფერი ეთქვათ, ვითარება სულ სხვა იქნებოდა," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ესაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
23.02.2017

 "რასაც პეტრე აკეთებს, ეს მიუღებლად მიმაჩნია და ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ... მომხრე ვარ, რომ ყველაფერი გასაჯაროვდეს, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ის. ეს არის ფურუნკული, რომელიც საპატრიარქომ უნდა მოიშოროს," - საუბრობს "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, რომლის თქმითაც, მეუფე პეტრეს გარდა ყველა ეპისკოპოს, თვლის, რომ თავდებით გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლოა, დეკანოზ მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.

სალომე სარიშვილი
23.02.2017

 გლდანის მე-4 მ/რ-ის მოსახლეობა ამავე რაიონში მრავალსართულიანი მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს და მის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს. ამბობს, რომ ტერიტორიაზე კორპუსის აშენების შემთხვევაში, ადგილზე გამწვანების ზოლსა და ერთადერთ სკვერს განადგურების საფრთხე ემუქრება. დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურში კი ირწმუნებიან, რომ მშენებლობა სარეკრეაციო ზონასთან არავითარ კავშირში არაა და კორპუსი გარე ზონაში, მწვანე ზოლს მიღმა შენდება.

თიკო ოსმანოვა
23.02.2017

 პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს განათლებაში ჩადებული ინვესტიციებისთვის და ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის მომავალში ურთიერთპარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. თავის მხრივ კი პირობა დადო, რომ საქართველოს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

გვანცა ღვედაშვილი
23.02.2017

 თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტირებას აგრძელებენ "აუდიტორია 115"-ის წევრები. ისინი პარლამენტში მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის რეგისტრაციას ელოდებიან, მანმადე კი კორპუსის დატოვებას არც განიხილავენ.

სალომე სარიშვილი
23.02.2017

 ევროკავშირის მინისტრები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 27 თებერვალს დაამტკიცებენ. მანამდე კი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ ამ კუთხით ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

ნინო ქეთელაური
23.02.2017

 "დღეს ეკლესია გახლეჩილია. ვისაც ამ თემის წამოტივტივება და საზოგადოებაში შემოგდება უნდოდა, თავისი მისია უკვე ეასრულა. ახლა მშვიდად ელოდება მოვლენების განვითარებას," - ამის შესახებ პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს და ამატებს, რომ საპატრიარქოში არსებული დაპირისპირების უკან ოპოზიცია დგას.

თიკო ოსმანოვა
23.02.2017

 დიდი ოპოზიციური ერთობა, სავარაუდოდ, არ შედგება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა და, ნაკლებსავარაუდოა, უახლოეს მომავალში დაიწყოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×