ნინო ქეთელაური
28.02.2017

 "მიგრაციის ფონზე წამოჭრილმა პრობლემებმა გამოიწვია ევროპულ ქვეყნებში მემარცხენე და პრორუსული ძალების წახალისება. დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ბევრი სახელმწიფო ან საპრეზიდენტო კანდიდატი ფიქრობს ევროკავშირიდან გასვლას", - ასე აფასებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე რიგი ევროპული ქვეყნების მხრიდან, საემიგრაციო პოლიტიკის გადახედვას.

ნინო ქეთელაური
28.02.2017

 "მთავარია, ჩვენ, მოქალაქეებმა შევძლოთ იმის დამტიცება, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლო არ გახლავთ და საქართველო ღირსეული პარტნიორია ევროკავშირისთვის", - ასე აფასებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.

გვანცა ღვედაშვილი
28.02.2017

 ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მგზავრობისთვის 2017 წლის აპრილიდან.

გვანცა ღვედაშვილი
28.02.2017

 ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 1 მარტს ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი ხელს მოაწერენ მიღებულ რეგულაციას, რის შემდგომაც ტექსტი გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში, რაც იმას ნიშნავს, რომ აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ.

თიკო ოსმანოვა
28.02.2017

 საქართველოსა და ბელარუსის დიპლომატიური ურთიერთობა 23 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში მხარეებს შორის რეგიონრუ თუ საერთაშორისო ფორმატებში არაერთი პოლიტიკური თუ ეკონომიკური შეთანხმება შედგა.

მარი ჩიტაია
28.02.2017

 ენგურჰესის მარტის დასაწყისიდან ჩაირთვება. ამ ეტაპზე წყალსაცავის შევსება დაწყებულია და უკვე დღეიდან მოხდება ენგურის აგრეგატების გაშვება. სრულად ჰესი ივლისის ბოლოს ამუშავდება.

ვახტანგ გელოვანი
27.02.2017

 დონალდ ტრამპის მედიასთან დაპირისპირება არახალია, მაგრამ თუ ადრე კრიტიკული გამონათქვამები ბიზნესმენს ან თუნდაც პრეზიდენტობის კანდიდატს ეკუთვნოდა, ახლა, მისი ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტის ყოველი ბრალდება თუ პრეტენზია მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, ხოლო მისი პირდაპირი თავდასხმები გაზეთებსა და ტელეარხებზე საზოგადოების მზარდ შეშფოთებას იწვევს.

ია აბულაშვილი
27.02.2017

 "25 თებერვალს, 1921 წელს საბჭოთა ჯარები შემოდიოდნენ თბილისში; წინ მოუძღოდა წითელი ბაირაღით ხელში, თეთრ ცხენზე მჯდომი, ერთი ქართველი კომისართაგანი. მას გვერდით უხილავათ მოჰყვებოდა გაძვალტყავებულ ჯახრიკაზე ძონძებში გახვეული ჩონჩხი და გასისხლიანებულ თითებში ეჭირა ნგრევის ცელი..." - ასე შეაფასა ისტორიკოსმა ზურაბ ავალიშვილმა 1921 წლის 25 თებერვლის დილა.

შოთა თხელიძე
27.02.2017

 რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვიტალი ჩურკინი 20 თებერვალს ნიუ-იორკში 65 წლის იუბილემდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. იგი ორშაბათ დილით გულის შეტევის დიაგნოზით საკუთარი სამუშაო კაბინეტიდან მანჰეტენის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მალევე დაიღუპა.

მარიამ ელიაშვილი
27.02.2017

 თეორიტიკოს ფიზიკოსებმა და ასტროფიზიკოსებმა დიდი აფეთქების შედეგად წარმოქმნილ კოსმოსურ მიკროტალღოვან ფონში შეუსაბამობები აღმოაჩინეს, რომლებიც კოსმოსური ინფლაციით არ აიხსნება. ეს დარღვევები სამყაროს ჰოლოგრაფიულობაზე მიუთითებს.

მარიამ ელიაშვილი
27.02.2017

 კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავები ფორმირების პროცესში გარკვეული სიხშირის რადიოგამოსხივებას გამოყოფენ. ამ ტალღების სიხშირეების მიხედვით ისინი ვარსკვლავთა წარმოქმნის ინტესიურობას საზღრავენ.

სალომე სარიშვილი
27.02.2017

 დეკანოზი გიორგი მამალაძე სკანდალურ "ციანიდის საქმეზე" უკვე 2 კვირაზე მეტია დაკავებული, თუმცა, მისი დაკითხვა ჯერ კიდევ არ მომხდარა. სავარაუდოდ, იგი დღეს მისცემს ჩვენებას გამოძიებას. ყოველ შემთხვევაში, პროკურატურამ ამის შესახებ ღია განცხადება ჯერ კიდევ 2 დღის წინ გააკეთა. მანამდე კი დაცვის მხარე ბრალდებულის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ წნეხზე საუბრობს და აცხადებს, რომ დეკანოზის დაკითხვა განგებ ჭიანურდება, რათა სიმართლეს ფარდა რაც შეიძლება გვიან აეხადოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×