თიკო ოსმანოვა 03.03.2017
"ვფიქრობ, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ისეთივე გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც შარშან", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. მისივე თქმით, ის მოდელი, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს, არასწორია.
|
თიკო ოსმანოვა 03.03.2017
უზენაესი სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მთელი დღის განმავლობაში პროცესები შემდეგგვარად ვითარდებოდა - გადამწყვეტი ბრძოლა "რუსთავი 2"-ისთვის - უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანიის საქმის მორიგი პროცესი გაიმართა, ეზოში კი ტრადიციული საპროტესტო მიტინგი.
|
ია აბულაშვილი 03.03.2017
საქართველოს სხვადასხვა ეპოქაში არაერთი სახელოვანი მხედართმთავარი ჰყოლია, რომელთა ნიჭი და სიმამაცე საქვეყნოდ იყო ცნობილი, მათ შორის არიან - გენერალი გიორგი მაზნიაშვილი და გენერალი გიორგი კვინიტაძე.
|
ეკატერინე ბასილაია 03.03.2017
ქვეყნის პრეზიდენტს 2018 წელს მოსახლეობა აირჩევს, შემდგომ არჩევნებზე (2023 წელს) კი - პარლამენტი, - როგორც ირაკლი კობახიძემ განცხადა, "ეს არის საბოლოო წერტილი" და ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, ის არ შეიცვლება.
|
სალომე სარიშვილი 03.03.2017
"უზენაესი სასამართლო ყველაზე მაღალი ინსტანციაა და შესაბამისად, მის გადაწყვეტილებას გარკვეული პრეცედენტის სტატუსი მიეცემა... ამით ფაქტობრივად, შესაძლოა ქვეყანაში ისეთი ქონების გადანაწილება დაიწყოს, როგორიც ჯერ არ გვინახავს, რადგან ყველა დაიწყებს გახსენებას, როდის რა აქვს გაყიდული, დაიწყებს მტკიცებას, რომ მას ეს აიძულეს და ა.შ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თემაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.
|
სოფო ჩხიკვაძე 03.03.2017
სიმსუქნე არის სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეულში დიდი ოდენობით დაგროვილია ცხიმები. ჭარბ წონას აქვს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ყოფაზე. 25 წელს გადაცილებულ ადამიანებში ეს პრობლემა ყველაზე ხშირია. დიეტოლოგები ერთხმად ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არასწორი კვების ბრალია.
|
ეკატერინე ბასილაია 02.03.2017
დღეს, ხუთშაბათს უნდა გადაწყდეს, როდის დაინიშნება წმინდა სინოდის სხდომა, სადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საკითხი (ეკლესიის შიდა პრობლემების გასაჯაროებას გამო) უნდა დაისვას და სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, გამოიძიებს მეუფეს მიერ გახმოვანებულ ბრალდებებს თუ თავად მეუფეს დააკისრებს რაიმე სანქციას.
|
თიკო ოსმანოვა 02.03.2017
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმე დასასრულს უახლოვდება. დღეს უზენაეს სასამართლოში მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება და არ არის გამორიცხული, გადაწყვეტილება დღესვე გახდეს ცნობილი. მესამე ინსტანციაში გამარჯვების შემთხვევაში ქიბარ ხალვაში არხზე სადავეების აღებას შეძლებს. სწორედ ამიტომ "რუსთავი 2" დღეიდან საგანგებო რეჟიმზე გადადის და სასამართლო პროცესის პარალელურად უზენაესის ეზოში საპროტესტო აქციაც დაანონსეს.
|
თიკო ოსმანოვა 02.03.2017
"თუ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ "რუსთავი 2" ხელისუფლებას ძალიან უშლის ნერვებს და ამით "ოცნება" ბედნიერი იქნება - კი, ალბათ, ასე იქნება. მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი, ხელს ვერ დავადებ, რომ ქიბარ ხალვაში არის ხელისუფლების წარმომადგენელი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი დავით დვალი.
|
ნინო ქეთელაური 02.03.2017
8 წლის სენაკელი ბიჭის გაუჩინარების ფაქტზე, დაუხმარებლობის მუხლით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. მოზარდი სახლიდან 23 თებერვალს გავიდა და მისი კვალი მდინარე ტეხურთან ქრება, სადაც ის სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემების მქონე მეზობელთან ერთად იმყოფებოდა. მშობლები შვილის მკვლელობაში სწორედ მას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ბიჭი ჯერ მოკლა, შემდეგ კი მდინარეში გადააგდო.
|
გვანცა ღვედაშვილი 02.03.2017
მეცხრე მოწვევის პარლამენტში ორი წლის ვადით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისია შეიქმნა, რომელსაც მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელად უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე დაინიშნა.
|
ია აბულაშვილი 02.03.2017
"დადგა კიდევ ერთი გაზაფხული, თუმცა ტრადიციული ხალისისა და იმედ-ოპტიმიზმის გარეშე; "მაგარ" ფასებზე (ეტყობა ამას გულისხმობდა "მაგარ წელში" პრემიერი), დონდლო ლარზე, ევერესტამდე ასული უმუშევრობაც კი დაგვავიწყა უპრეცედენტოდ ემოციურმა და საზარელმა სკანდალმა - ორ კვირაზე მეტია, რაც "ყურებზე დგას" ქვეყანა და ბრძოლის ველიდან ყოველი ახალი ინფორმაციასავით ელოდება ახალ-ახალ ჭორ-მართალ დეტალებს საპატრიარქოს ირგვლივ ატეხილ ქარიშხალზე. გარე სამყარო კი თავისი, იქაც კრიზისებით დახუნძლული, ცხოვრებით ცხოვრობს და როგორც აქამდე არ ეცალა ჩვენთვის, ასევე დღესაც ვერ იცლის" - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებულ მოვლენებზე ესაუბრა.
|
|