მარიამ ელიაშვილი 27.02.2017
22 თებერვალს ნასა-მ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც ახალი ვარსკვლავური სისტემის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს.
|
მამუკა ნაცვალაძე 27.02.2017
არის მოვლენები, რომელნიც მიუხედავად სიძველისა, აქტუალობას არასდროს კარგავს. ქრისტეშობამდე 44 წელს 15 მარტს რომის სენატში იულიუს კეისრის მკვლელობა ასეთი რანგისა და მასშტაბის ფაქტი აღმოჩნდა. ამ შემზარავმა პოლიტიკურმა ამბავმა შესძრა იმდროინდელი სამყარო. საცნაური კი ის არის, რომ ეს რეზონანსული აქტი ყველა დროისა და საზოგადოების ინტერესთა სფეროში მოექცა.
|
გვანცა ღვედაშვილი 27.02.2017
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასა და შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალი 1 მარტს ბრიუსელში გაიმართება. როგორც "მთელი კვირისთვის" გახდა ცნობილი, აღნიშნულ ცერემონიალს საგარეო საქმეთა მინისტრს დაესწრება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ეს ერთგვარი გამონაკლისი იქნება ევროკავშირში დადგენილი წესიდან, რადგანაც საქართველო 1 მარტს ხელს არაფერს აწერს, ხოლო მსგავს ღონისძიებებზე მესამე ქვეყნის წარმომადგენლის დასწრებას ევროკავშირის შიდა რეგულაციები არ ითვალისწინებს.
|
გვანცა ღვედაშვილი 27.02.2017
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესახებ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხელახლა განიხილავს. სასამართლოს დიდმა პალატამ პირველი სხდომა 8 მარტს დანიშნა.
|
ეკატერინე ბასილაია 27.02.2017
"შეიძლება დღევანდელ თაობას რა ახსოვს, მაგრამ ფილმებიცაა და ლიტერატურაც, მთელი კომუნისტური პროპაგანდა აგებული იყო იმაზე, რომ ეკლესიის მსახურები არიან თაღლითები. ამის რეანიმაცია თუ დაიწყო საზოგადოებრივ აღქმაში, ეს კატასტროფა იქნება. ერთხელ და სამუდამოდ ხალხს უნდა უთხრან, სად მიდის ის ფული, რომელსაც სახელმწიფო ეკლესიას აძლევს და რა ხდება ამ სტრუქტურაში ფინანსური კუთხით," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
|
თიკო ოსმანოვა 27.02.2017
საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის დათბობა იწყება. 20-თვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოში ელჩი დანიშნა. ასევე 27 მარტს უკრაინაში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტიც იგეგმება.
|
ნინო ქეთელაური 27.02.2017
როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, თუკი თბილისის მერი ოთხშაბათამდე საკრებულოში არ მივა, შესაძლოა, მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რადგან ეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება. თუმცა, როგორც ირკვევა, საკრებულოს დეპუტატებს შეუძლიათ, მხოლოდ მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ, ან თავად უჩივლონ სასამართლოში.
|
თიკო ოსმანოვა 27.02.2017
ე.წ. მოსმენის კანონს არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო და სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, ახლად მიღებული კანონი წინა ნორმაზე უარესია. ამიტომ, მისივე თქმით, "ეს შენ გეხება"-ს ფარგლებში, შესაძლოა, აქციებიც განაახლონ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც სასამართლოზეა.
|
ნინო ომანაძე 27.02.2017
"საპრეზიდენტო" არჩევნებამდე ორი თვით ადრე დე ფაქტო ცხინვალის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი "საპასპორტო სკანდალში" გაეხვია. სამხრეთ ოსეთში, რომლის მოსახლეობაც, "ოფიციალური მონაცემებით, სულ რაღაც 53 532 ადამიანს შეადგენს, სავარაუდოდ, "არჩევნების" გაყალბებისთვის ემზადებიან. "პრეზიდენტსა" და "პარლამენტს" შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, დე ფაქტო ლიდერი საკუთარ მომხრეებს რუსეთში ეძებს.
|
ეკატერინე ბასილაია 25.02.2017
კვირას სამების ტაძარში პატრიარქი ილია || ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ პირველად იქადაგებს და ყველა დიდი მოუთმენლობით ელოდება, რას ეტყვის მრევლს ეკლესიის მეთაური "ციანიდის საქმეზე" და იტყვის თუ არა რამეს საპატრიარქოში დაწყებული სხვა არაერთი სკანდალის შესახებაც. მათ შორის, იმაზეც, რატომ გადააყენეს მისი დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, ასევე დაცვის 17 წევრი და მოხდება თუ არა საპატრიარქოში არსებული ფინანსური მაქინაციების აუდიტი.
|
ია აბულაშვილი 25.02.2017
მრავალი გამოჩენილი მწერალი თუ პოეტი გვყავდა ქართველებს, რომელთა უმრავლესობა განსაკუთრებული იუმორით იყო დაჯილდოვებული. მათ შორის იყო ნოდარ დუმბაძე, რომლის ენამოსწრებული ნათქვამი და გურული იუმორი თაობიდან თაობებში გადადის. თავად მწერალს უთქვამს - "იუმორი იმიტომ ავირჩიე, თავისუფლება მინდოდაო".
|
თამარ მუკბანიანი 25.02.2017
თანამედროვე ქართველი მხატვრების ტილოების ყიდვა ნებისმიერ ფასად შეიძლება. სურათი 5 ლარიც ღირს და ზოგიერთის ფასი 1000 დოლარსაც კი აჭარბებს. მთავარია შექმნილი ტილოს ხარისხი და მხატვრის ცნობადობა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|