ნინო ქეთელაური
02.03.2017

 საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ბრიუსელში ხელი ოფიციალურად მოეწერა. განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში 90- დღიანი ვიზიტით გამგზავრებას უვიზოდ შეძლებენ.

მარი ჩიტაია
02.03.2017

 2016 წელს იძულებით გასხვისებული უძრავი ქონების რაოდენობამ ბოლო წლების რეკორდი მოხსნა. წლიდან წლამდე მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც ვალის გადაუხდელების გამო უძრავი ქონება დაკარგეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემით, იძულებით აუქციონზე გასხვისებული უძრავი ქონების რაოდენობამ შარშან 26,7%-ით მოიმატა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, 40,5%-იანი ზრდაა.

თეო გუდავაძე
02.03.2017

 თანამედროვე საზოგადოებაში სხვადასხვა ხელსაქმემ და საოჯახო საქმიანობამ უკანა პლანზე გადანაცვლა. ქვეყანაში მომსახურეობის სფერო გაუჯობესდა და მამაკაცებმა მიივიწყეს ელემენტარული საქმიანობა, რასაც თუნდაც რამოდენიმე წლის წინ და მით უმეტეს წინა თაობაში აქტიურად ასრულებდნენ. მიწის დამუშავებასა და მეურნეობის გამართვაზე უკვე ზედემეტია საუბარი, ახალგაზრდებისთვის ეს თეორიულადაც წარმოუდგენელია. ისინი მიიჩნევენ, რომ ამგვარი მუშაობა, უბრალოდ, საჭირო აღარ არის.

სალომე სარიშვილი
02.03.2017

 უწინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ დღეს რაც ხდება, ეკლესიის შიგნით არსებული ორი ჯგუფის დაპირისპირება მგონია, რომელსაც გარე ძალები სათავისოდ იყენებენ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

ნათია ლომიძე
02.03.2017

 ლარის ელვისებური გამყარების კვალდაკვალ მოსახლეობა ცდილობს, დოლარი სწრაფად გადაახურდავოს და ნაკლები ზარალი ნახოს. ამიტომ ადამიანები, რომელთაც შემოსავალი დოლარში აქვთ ან უცხოეთიდან იღებენ გზავნილს, ვალუტას მასობრივად ახურდავებენ. სავალუტო ჯიხურებში "რეზონანსს" დაუდასტურეს, რომ, რამდენიმე ლარის მოგების გამო, ხალხი ცდილობს, დოლარი "მოიცილოს". ფინანსისტების აზრით, სანამ იმპორტზე მოთხოვნა არ გაიზრდება, გამყარების ტენდენცია შენარჩუნდება.

თეო გუდავაძე
02.03.2017

 ქართველ ტურისტებს ეგვპტეში დასვენება გაუძვირდება, მაგრამ, ტუროპერატორების მტკიცებით, მოთხოვნის შემცირება მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება თურქეთის მიმართულებას, აქ ცვლილება იგეგმება.

გვანცა ღვედაშვილი
02.03.2017

 მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეტაკებები განახლდა. როგორც კონფლიქქტოლოგი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, აღნიშნული შეტაკებები ერთგვარი ძალების მოსინჯვა იყო. 2017 წლის განმავლობაში კი საქმე შესაძლოა, ძალიან სერიოზულ სამხედრო ესკალაციასთან გვქონდეს.

ნათია ლომიძე
01.03.2017

 იანვარში მშპ ნახტომისებურად გაიზარდა. დეკემბერთან შედარებით სხვაობა დაუჯერებლად მაღალი აღმოჩნდა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება განაპირობა როგორც ექსპორტის მაღალმა მაჩვენებელმა, ასევე ტურისტებისა და უცხოეთიდან ფულადი ნაკადის შემოდინებამ.

ია აბულაშვილი
01.03.2017

 იმ ძირძველი თბილისელებისაგან, რომლებიც გუგრილი არ იყვნენ პოლიტიკის მიმართ, ხშირად გაიგონებდით, რომ ნიკიტა ხრუშჩოვს ქართველების საქართველოდან გადასახლება ჰქონდა გადაწყვეტილი. იმასაც ამბობდნენ, ხრუშჩოვის ბრძანებით საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი გეორგი ჟუკოვი თადარიგს შეუდგა და ქართველები ვაგონში უნდა შეეყარა და გაესახელებინაო. ჭორი იყო თუ მართალი ეს არავინ იცოდა, მაგრამ ხრუშჩოვს რომ საქართველო და ქართველები არ უყვარდა, ეს ყველამ იცოდა.

თიკო ოსმანოვა
01.03.2017

 ბრძოლა "რუსთავი 2"-ისთვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა - უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის საქმის განხილვა 2 მარტს ჩანიშნა. საქმე მხარეთა დაუსწრებლად განიხილება და არ არის გამორიცხული, გადაწყვეტილება იმ, დღესვე გახდეს ცნობილი ან, შესაძლოა, საბოლოოდ კიდევ ერთი სხდომა ჩაინიშნოს. მხარეები გამარჯვების მოლოდინში არიან, თუმცა მანამდე გარკვეული მოსამართლეების აცილების შუამდგომლობას დააყენებენ.

გვანცა ღვედაშვილი
01.03.2017

 ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. დაკითხვიდან გამოსული მეუფე პეტრე აცხადებს, რომ დეკანოზი თავისი გამოუცდელობით პროვოკაციას წამოეგო. მისივე თქმით, დეკანოზს "დასჯიდა სასულიერო მართლმსაჯულებით".

მარი ჩიტაია
01.03.2017

 ლარის გამყარების პარალელურად, ეროვნული ვალუტები მეზობელ ქვეყნებშიც მკვეთრად მყარდება. თებერვლიდან მოყოლებული, ტენდენცია პოზიტიურია, რაზეც გარკვეული გავლენა სეზონმაც მოახდინა. დაახლოებით 2-3 კვირა რევალვაციის პროცესი გაგრძელდება, შემდეგ კი ლარი გარკვეულ დიაპაზონში დასტაბილურდება. წესით, და რიგით, უახლოესი პერიოდის სცენარი ასეთი უნდა იყოს, თუმცა საქართველოში ხშირად პირიქითაც მომხდარა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×