ნათია ლომიძე
04.03.2017

 ბოლო დრო სავალუტო ბაზარზე განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეული ეჭვი გააჩინა. მთელი კვირის განმავლობაში ლარი თავბრუდამხვევი სისწრაფით მყარდებოდა, ხოლო ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში ასეთივე სისწრაფით დაიწყო ვარდნა და რამდენიმე საათში თითქმის 7 თეთრით გაუფასურდა. ფინანსისტი დავით ასლანიშვილი სავალუტო ქაოსის შექმნაში ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების პასუხისმგებლობას ხედავს.

ნათია ლომიძე
04.03.2017

 კომპანია "სითი პარკის" საქმიანობას სატრანსპორტო სფეროს ექსპერტები დანაშაულებრივს უწოდებენ. მათი თქმით, კომპანიამ მუშაობის სტილი ძირფესვიანად შეცვალა და პირდაპირ ავტომფლობელების დაწიოკებაზე გადავიდა. ისინი მთავრობისა და თბილისის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობენ.

თამარ მუკბანიანი
04.03.2017

 თბილისში მომრავლებული მშენებლობები, მწვანე საფარის განადგურებასთან ერთად, პრობლემებს უქმნის უსაფრთხოების ნორმებსაც. არის ქუჩები, სადაც ახლოს აშენებული მაღალსართულიანი სახლების და მათ წინ გაჩერებული მანქანების გამო სასწრაფო და სახანძრო მანქანების კორპუსამდე მისვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მარი ჩიტაია
04.03.2017

 აქციზის გადასახადის გაძვირებამ საქართველოში საავტომობილო ბიზნესის განვითარებას, შეიძლება ითქვას, წერტილი დაუსვა. ავტოიმპორტიორები ბაზარს უკანმოუხედავად ტოვებენ. ბევრი მცირე კომპანია დაიხურა, პრობლემა აქვს საშუალო სიდიდის შპს-ებსაც. ზოგი, პირიქით, ძალების მოკრებას ცდილობს, რათა შექმნილ სიტუაციას თავი დააღწიოს. "რეზონანსთან" საუბრისას ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ ბაზარზე კატასტროფული სიტუაციაა.

თიკო ოსმანოვა
03.03.2017

 უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა - რაც იმას ნიშნავს, რომ არხის მართვის სადავეები ხალვაშზე გადადის. ახლა მხოლოდ წილების გადაფორმებაღა დარჩა.

თიკო ოსმანოვა
03.03.2017

 უახლოეს მომავალში ადამიანის უფლებთა ევროპული სასამართლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხელახლა გამოიტანს. დიდმა პალატამ საქმის განსახილველად პირველი სხდომა 8 მარტს დანიშნა.

ნინო ქეთელაური
03.03.2017

 "თუ სასწრაფო შიდა რეფორმები, ევროპის და ამერიკის მხარდაჭერის გააქტიურება და დონბასის საკუთარ იურისდიქციაში დაბრუნების ახალი სტრატეგიის ამოქმედება არ დაიწყო, შესაძლოა პროცესები მორიგი მაიდნისკენ წავიდეს", - ასე აფასებს გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ დასავლეთისთვის უკრაინის პრობლემები ისეთი აქტუალური აღარაა, როგორც წინა წლებში და ამის მიზეზი უკრაინაში რთული შიდა პოლიტიკური ვითარებაც არის.

გვანცა ღვედაშვილი
03.03.2017

 2019 წელს რუსეთი შსიქ სარაკეტო შეიარაღების "სიკვდილის მატარებელს" გამოცდის. ბარგუზინის "რკინიგზის კომპლექსი" ან იჭრკლ შეიარაღდება იარისის ექვსი "კთ-24"-ით.

გვანცა ღვედაშვილი
03.03.2017

 "რუსეთი ცდილობს, გაუთანაბრდეს ამერიკას, მიიღოს სუპერ სახელმწიფოს სტატუსი და ამით აღიდგინოს ბალანსი სტრატეგიულ შეიარაღებაში", - აცხადებს "რეზონანსთნ" ინტერვიუში სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისია.

მარი ჩიტაია
03.03.2017

 ლარის რევალვაციის გავლენა საწვავის ბაზარზე ჯერჯერობით არ შეინიშნება. მართალია, ბოლო დღეების განმავლობაში საბითუმო ფასი შემცირდა, თუმცა საცალო ქსელში საწვავის გაიაფებას მომდევნო 2 კვირის განმავლობაში არ ვარაუდობენ. იმპორტიორები ადასტურებენ, რომ ლარის გამყარება საწვავზე ფასის კლების საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით გახდება შესაძლებელი. დაახლოებით 10-12 დღის შემდეგ ავტომფლობელები შეღავათს იგრძნობენ.

მარი ჩიტაია
03.03.2017

 ფინანსური პირამიდის სქემით მომუშავე კომპანიების საქმიანობით ეროვნული ბანკი, როგორც იქნა, დაინტერესდა, თუმცა მხოლოდ გამაფრთხილებელი განცხადებით შემოიფარგლა. ამასობაში კი საეჭვო რეპუტაციის მქონე ფინანსური ორგანიზაციები ისევ არხეინად აგრძელებენ საქმიანობას და ხალხის თანხის მითვისებას.

ნათია ლომიძე
03.03.2017

 მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებელი აქციზის განაკვეთის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. ეროვნული ბანკი უკვე რთულ მდგომარეობაშია, ხელოვნურად გამოწვეული ინფლაციის მოთოკვა მარტივი არ იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×