სალომე სარიშვილი
08.03.2017

 პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ოპერატიული მოქმედება - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უვადოდ შეჩერებასთან დაკავშირებით შესაძლოა, კარგი ლობისტების დამსახურება იყოს. საყვარელიძე ეჭვობს, რომ ამ საქმესთან კავშირი "ნაციონალური მოძრაობის" დროს სტრასბურგში მივლენილ მოსამართლეს აქვს, რომელიც იქ დღემდე მუშაობს.

ნინო ქეთელაური
08.03.2017

 "თუ დღეს არსებული ვითარების კონტექსტს შევხედავთ, კითხვები ჩნდება. ამის მიზეზია ის, რომ მედიასაშუალებების მონოპოლიზაცია ხდება. აქ მხოლოდ "რუსთავი 2"-ზე არ არის საუბარი. გავიხსენოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი, სამი ტელეკომპანია, რომელიც გაერთიანდა. ანუ, ტელესივრცე ნელ-ნელა იზღუდება და ფაქტობრივად დახურული ხდება. ახლა ამას კეტით გააკეთებ თუ დოლარით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს," - ასე აფასებს ქართულ მედიასივრცეში არსებულ მდგომარეობას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე.

გვანცა ღვედაშვილი
08.03.2017

 სტუდენტური გაერთიანება "აუდიტორია 115" თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსს ათავისუფლებს. ეს გადაწყვეტილება აუდიტორიის წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ პარალმენტში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული კანონპროექტი დარეგისტრირდა.

ია აბულაშვილი
08.03.2017

 "იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს "რუსთავი 2"-ის სასარგებლო გადაწყვეტილებას, ხელისუფლება ღიად ვერაფერს მოიმოქმედებს. მაშინ მოქმედება მოუწევს ქიბარ ხალვაშს და საქართველოს სასამართლოს; რით შეიძლება დამთავრდეს ეს პროცესი, ცხადია, არ ვიცი," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

ნათია ლომიძე
08.03.2017

 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების შესახებ ერთგვარი დასტურია იმისა, რომ სებ-ი ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციას არ აღიარებს. ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ სებ-მა აქცენტი ეკონომიკურ ზრდაზე გააკეთა და ფასების ზრდას ყურადღება არ მიაქცია.

ნინო ქეთელაური
08.03.2017

 საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მენეჯმენტის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც სტრუქტურულ ცვლილებებს, ასევე სატელევიზიო ბადესთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. როგორც ცნობილია, არსებული საეთერო ბადე 17 ივლისამდე შენარჩუნდება, განახლებულისთვის კი კონკურსი ჩატარდება, რაც საინფორმაციო გამოშვებას არ შეეხება.

ნათია ლომიძე
08.03.2017

 უცნობია, მოხმარდება თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან კერძო დაზღვეულების გამიჯვნის შემდეგ დარჩენილი თანხა იმ მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით მომავალშიც ისარგებლებენ. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება. ჯანდაცვის სამინიტრო დეტალებს ამ კვირაში წარმოადგენს.

გვანცა ღვედაშვილი
08.03.2017

 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული ნადირობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ეროვნულ დონეზე შესრულებას ითვალისწინებს, ადგილობრივი მონადირეებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათ კანონპროექტით გათვალისწინებული სამონადირეო მეურნეობების შექმნა და მათი თვითმმართველობებისთვის დაქვემდებარება გააპროტესტეს.

თეო გუდავაძე
08.03.2017

 ხვალიდან საჯარო სასწავლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება. ეს გადაწყვეტილება განათლების მინისტრმა მიიღო და 8 მარტიდან 15 მარტამდე მოსწავლეებისთვის შესვენების პერიოდი იქნება. სამინისტრო საგაზაფხულო არდადეგებზე სპორტული ბანაკების დაფინანსებასაც გეგმას, რომელიც პირველ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში იმუშავებს. ჯეჯელავას ინიციატივასთან დაკავშირებით მოსწავლეებისა და პედაგოგების აზრი ორად იყოფა. ფსიქოლოგების შეფასებით კი, მოზარდებისთვის ეს პერიოდი აუცილებელიც არის დასასვენებლად.

მარი ჩიტაია
08.03.2017

 ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს მიმოსვლის ახალ პირობებთან შეგუება იძულებით უწევთ. მეოთხე დღეა, დანარჩენ საქართველოს გალი ცენტრალური გადასასვლელით უკავშირდება, რაც ერთადერთი საზღვარია და ამიერიდან არანაირი "პირობითი საზღვარი" არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ გალი ეკონომიკურ ბლოკადაში მოექცა, ყველაფერი კატასტროფულად გაძვირდება.

თიკო ოსმანოვა
07.03.2017

 "რუსთავი 2"-ის საქმეზე ყველა სტრასბურგის სასამართლოს 8 მარტის გადაწყვეტილებას ელოდება - გაგრძელდება თუ არა აღსრულების შეჩერების მექანიზმის გამოყენება. მანამდე კი როგორც ხელისუფლებას, ასევე "რუსთავი 2"-ს მოუწევს დასაბუთებული არგუმენეტების გადაგზავნა - ემუქრება თუ არა საფრთხე სიტყვის თავისუფლებას.

ეკატერინე ბასილაია
07.03.2017

 "ციანიდის საქმეზე" პროკურატურამ შორენა თეთრუაშვილი უკვე დაკითხა, ირკვევა, რომ წინა კვირას, თან რატომღაც გაუხმაურებლად და მას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. პლუს, ასევე გაუხმაურებლად დაიკითხა საპატრიარქოს კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×