ნინო ქეთელაური
10.03.2017

 "უახლოეს პერიოდში რუსული გავლენის თემა ისევ აქტიურად იმოქმედებს როგორც ამერიკის, ასევე ევროპის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაზე და საარჩევნო პროცესებზე", - ასეთი მოლოდინი აქვს ბრიგადის გენერალს, ანალიტიკოსს სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობის "თაფლობის თვე" დასრულდა.

ნათია ლომიძე
10.03.2017

 ორკვირიანი გაჩერების შემდეგ ენგურის ჰიდროელექტროსადგური სრული დატვირთვით ამუშავდა. წყალსაცავი სრულად ივლისის ბოლოს შეივსება. სადერივაციო გვირაბის დათვალიერების მიზნით ჰესი 19 თებერვალს გაჩერდა და მისი ამუშავება დათქმულ ვადაში მოხერხდა. დენის მიწოდება სრულიად აღუდგა აფხაზეთს. ენერგეტიკოსები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ საჭიროა აფხაზეთმა აანაზღაუროს ის ელექტროენერგია, რასაც მოიხმარენ.

ნათია ლომიძე
10.03.2017

 ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით დაამტკიცა საფინანსო ზედამხედველობის საქართველოს ეროვნულ ბანკში დაბრუნების კანონპროექტი. მთავრობის პოზიციის სასწრაფად შეცვლა სავალუტო ფონდს უკავშირდება, რასაც დაუფარავად ადასტურებენ ფინანსთა სამინისტროში. წელიწად ნახევრის წინ "ქართული ოცნება" თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დატოვება არ შეიძლებოდა, ახლა კი იგივე შემართებით საპირისპიროს ასაბუთებს.

სალომე სარიშვილი
10.03.2017

 "რუსთავი 2"-ის საქმეზე საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების ვნებათაღელვა ისევ არ ცხრება - მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ტელეკომპანიის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა, მმართველი გუნდისა და სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან აღნიშნულზე განსხვავებული შეფასებები კეთდება.

მარი ჩიტაია
10.03.2017

 ბუნებრივი აირის გადასახადი ძველი და ახალი აბონენტებისთვის გათანაბრდება. ცვლილება მას შემდეგ მოხდება, რაც გაზის ტარიფები სემეკის სრულ რეგულირაციაში დაბრუნდება. მოსალოდნელია, რომ ძველი მომხმარებლებისთვის ტარიფი გაიზრდება, რასაც სპეციალისტები ვარაუდობენ კიდეც. მარეგულირებელ კომისიაში გაზის გადასახადის გაძვირების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ელზა პაპოშვილი
10.03.2017

 იურისტ ლია მუხაშავრიას განცხადებით, იმისთვის, რომ პროკურატურამ საზოგადოება დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობაში დაარწმუნოს, გამოქვეყნებული ფარული აუდიოჩანაწერი საკმარისი მტკიცებულება არ არის.

ია აბულაშვილი
10.03.2017

 ქართული ეკლესიისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევთავაზოთ რამდენიმე საინტერესო მასალა საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან.

გვანცა ღვედაშვილი
10.03.2017

 "21-ე საუკუნეში საქართველოს ტიპის ქვეყანაში რთულად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ხელოვნურად აცხოვრო მოსახლეობა შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეში.

გვანცა ღვედაშვილი
10.03.2017

 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში დავით ყიფიანის სახელობის სპორტის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ნინო ქეთელაური
10.03.2017

 "სავარაუდოდ, პროკურატურა დეკანოზის უკან მდგომ პირებზე გასვლას ერიდება, რაც უფრო რთული "ქეისია", -ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.

ეკატერინე ბასილაია
09.03.2017

 დღეს წმინდა სინოდის კრება ტარდება და დიდი მოლოდინია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სინოდის წევრი მაღალი იერარქიის სასულიერო პირები - შეუჩერებენ თუ არა "ციანიდის საქმეზე" დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეს დეკანოზის ხარისხს, ასევე, ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გააფრთხილებენ თუ არა ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემებსა და დანაშაულებებზე საჯაროდ საუბრის გამო და პლუს, დაიწყება თუ არა ეკლესიის შიგნით გამოძიება იმ შესაძლო კორუფციულ დანაშაულებზე, რაც მეუფე პეტრემ გაასაჯაროვა.

ეკატერინე ბასილაია
09.03.2017

 "ეკლესიაში სასულიერო პირების შერჩევა დიდი პრობლემაა. კურთხევა აწყობილია იმაზე, ამა თუ იმ პიროვნებას როგორი ურთიერთობა აქვს ეპისკოპოსთან. იქ არც ადამიანის განათლებას, არც სულიერ მზაობას და არც ასაკს არ ითვალისწინებენ... მხარდაჭერილები არიან მოავაზაკო, მოძველბიჭო ადამიანები, მომხვეჭელები, ყველაფრის შემსრულებლები და ამბიციური ადამიანები. უდიდესი სირცხვილია, რომ ამბიონზე მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქი (ქორეპოსკოპოსი იაკობი) საუბრობდეს, თუ როგორ გაილახა მისი დავალებით ვიღაც საპატრიარქოსშენობაში. ესხომ აბსურდია და ახლა რა მეტყველება უნდა მოეთხოვოს დეკანოზ გიორგი მამალაძეს ამის ფონზე?! -ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×