ნინო ომანაძე
11.03.2017

 კვირას, 12 მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში "საპარლამენტო არჩევნები" ჩატარდება. დე ფაქტო ცსკ-ის ხელმძღვანელის, თამაზ გოგიას განცხადებით, "საარჩევნო უბნების" 90% მზადაა და ისინი სოხუმში 40-მდე "საერთაშორისო" დამკვირვებელს ელოდებიან.

თიკო ოსმანოვა
11.03.2017

 პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ თებერვალში დაანონსებული პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია გაურკვეველი დროით გადაიდო. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პარტიის შექმნა ისევ გეგმაშია და ახლა მეტნაკლებად აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. თუმცა ვისთან და საბოლოოდ როდის გაიმართება პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერს ამბობს უსუფაშვილის თანაგუნდელი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება.

თიკო ოსმანოვა
11.03.2017

 "საპარლამენტო რესპუბლიკა საქართველოსთვის ნაადრევია, ვინაიდან არ გვაქვს შემაკავებელი ინსტიტუტები, არ არის ძლიერი პოლიტიკური პარტიები. რა სიტუაციაც ახლა რუსეთშია, ის ვითარებაა საქართველოშიც. მაგალითად, იქ პუტინის დამმარცხებელი არავინ არ ჩანს და ასეა საქართველოშიც. ამიტომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე ლაპარაკი უხერხულია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

ია აბულაშვილი
11.03.2017

 საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები, თუ ვის საკუთრებაში უნდა დარჩეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარკვეული ტერიტორია, გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან მიმდინარეობს. გასულ წელს აზერბაიჯანის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაციის დასრულებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და როგორც ცნობილია, 2017 წელს სავარაუდოდ უნდა დასრულდეს საქართველო-აზარბაიჯანის საზღვრის დემილიტაციის საკითხი.

გვანცა ღვედაშვილი
11.03.2017

 პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიის დაწყების გამო კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშულებს და მის ქმედებას შემაშფოთებელ უპატივცემულობას უწოდებს. მისივე აზრით, გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის ინიცირებით კანონმდებლობასაც არღვევს, რადგანაც ამგვარი განხილვის ორგანიზება პარლამენტის ექსკლუზიური უფლებაა.

გვანცა ღვედაშვილი
11.03.2017

 "თუ კობახიძის აზრით, ეს არაკანონიერია, მაშინ დაასაბუთოს, რომელ კანონს არღვევს პრეზიდენტი და მეორეც - ის ეუბნება, რომ მე დაგეხმარებით იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა მოსაზრება გაიგოთ. თუკი კობახიძეს ეს პროცესი არ მოსწონს, გამოდის, მას ეშინია მოქალაქეთა აზრის. სხვა კომენტარის გაკეთება, უბრალოდ, შეუძლებელებელია", - აცხადებს, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ კამპანიასთან "კონსტიტუცია ყველასიასთან" დაკავშირებით გააკეთა.

თამარ მუკბანიანი
11.03.2017

 ბაზარზე სამარხვო საკვების დიდი არჩევანია და მათი უმეტესობა სოიოსგანაა დამზადებული, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არც ისე უვნებელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ის, რომ მცენარეა, სულაც არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობისათვის დიდი ზიანის მოტანა არ შეუძლია.

მარი ჩიტაია
11.03.2017

 ბოლო წლების განმავლობაში ინვესტიციების მოცულობა მატულობს, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უცვლელი რჩება. ზედიზედ მესამე წელია, ინვესტიციები ქვეყანაში 1,5-1,7 მილიარდის ფარგლებში ტრიალებს. მართალია, შარშან მცირე ზრდა აღინიშნა, მაგრამ მხოლოდ წინა წელთან შედარებით.

ნათია ლომიძე
11.03.2017

 გაზის ტარიფის დაანონსებული ზრდა სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტების გაძვირებასა და სოციალური ფონის დამძიმებას გამოიწვევს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ ვითარებაში სახელმწიფოს ინფლაციის თუნდაც დღევანდელ დონეზე შენარჩუნება გაუჭირდება. ისინი სამომხმარებლო ფასების კიდევ 5%-ით მომატებას არ გამორიცხავენ, რაც ინფლაციაზეც მოახდენს გავლენას. შესაბამისად, ამ მაჩვენებელმა შეიძლება ორნიშნა ნიშნულს უწიოს.

ნინო ქეთელაური
11.03.2017

 "პროკურატურის მიერ დაკითხულია ის პირი, ვისაც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციანიდი ჩემამდე სთხოვა. ის ამ მომწამვლელ ნივთიერებას ეძებდა მანამადე, სანამ მე მეტყოდა და ალბათ არსებობს სხვა პირიც, ვისგანც ის საბოლოოდ შეიძინა", - ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.

მარიკა გოგოხია
11.03.2017

 "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად "გაღებული მოწყალებით" კმაყოფილი მხოლოდ საბანკო სექტორია. რისი მოლოდინიც მოვაჭრეებს ჰქონდათ, არ გამართლდა და საპროცენტო განაკვეთის შემცირების ნაცვლად, მათ ხარჯი კიდევ უფრო გაეზარდათ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ თანხას ისინი სესხის "დაპაუზების" შემდეგ გადაიხდიან. ეს ვადა, არც მეტი, არც ნაკლები - 6 თვეა.

ეკატერინე ბასილაია
10.03.2017

 ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს პრობლემებზე საჯაროდ საუბრისთვის სინოდის წევრებმა დასაჯეს - ის პირადად პატრიარქი ილია ||-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორობიდან გათავისუფლდა, ასევე მიეცა პირველი გაფრთხილება ეკლესიის კრიტიკის გამო და "ურჩიეს" თავი შეიკავოს მედიასთან ურთიერთობაზე, როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, ის "სიმართლისთვის დაისაჯა" და "ეს მიკერძოებული იყო", თუმცა ის გადაწყვეტილებას "დაემორჩილება".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×