თეო გუდავაძე
16.03.2017

 საქართველოში ახლო მომავალში გაზის ტარიფი რამდენიმე თეთრით გაიზრდება. მატება ზაფხულში იგეგმება. ჯერჯერობით უცნობია, ტარიფი კონკრეტულად როგორი იქნება. სპეციალისტები არ მალავენ, რომ გადასახადის გაზრდა, რა დოზითაც უნდა დაფიქსირდეს, მომხმარებლისთვის მტკივნეული იქნება. თუ წელს ოჯახების ნახევარს არ ჰქონდა ზამთარში ჩართული გათბობა თანხის დაზოგვის მიზნით, გაისად მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.

ნათია ლომიძე
16.03.2017

 ქვეყანის ეკონომიკა მკვდარი წერტილიდან დაიძრა. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მშპ-ს ზრდის მაჩვენებელს აჭარბებს, სპეციალისტები საგანგაშო ვითარებას არ პროგნოზირებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ გაჯანსაღების ნიშნები შეიმჩნევა. თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზეც მოახდენს დადებით გავლენას.

ეკატერინე ბასილაია
16.03.2017

 ულტრამემარჯვენეებმა ევროპულ პოლიტიკაზე რაღაც ტიპის გავლენა უკვე მოიპოვეს და ახლა ევროკავშირის სამ სახელმწიფოში - დღეს ნიდერლანდებში, მაისში - საფრანგეთსა და ოქტომბერში - გერმანიაში უკვე არჩევნებმა უნდა გამოავლინოს მთავარი - იზოლაციონიზმის მქადაგებელი პოლიტიკური ლიდერები და ძალები ჩაიგდებენ თუ არა ხელში მმართველობას და შეიცვლება თუ არა "ბებერი" ლიბერალური ევროპა, რასაც აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ არცთუ ცოტა ანალიტიკოსი შეშფოთებით პროგნოზირებს.

ნათია ლომიძე
16.03.2017

 უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების გაზრდას ეკონომიკური თვალსაზრისით დადებითი ეფექტი აქვს, მაგრამ ამ ჭრილში უარყოფითიც ბევრია. აშკარაა, რომ ქვეყნიდან სულ უფრო მეტი სამუშაო ძალა გაედინება. ისინი უცხოეთში წლობით სახლდებიან და ზოგიერთი აღარც კი უბრუნდება სამშობლოს. შესაბამისად, დემოგრაფიული კუთხით სახელმწიფო მუდმივად საფრთხის წინაშეა. უცხოეთში მუშაობისა და თანხის გამოგზავნის სანაცვლოდ, შრომისუნარიანი ადამიანებისგან მუდმივად იცლება.

გვანცა ღვედაშვილი
16.03.2017

 "დეკანოზმა ეს ყველაფერი აკადემიურად გააფორმა, თუმცა სინამდვილეში, მამა გიორგიმ დაცვის სამსახურს ჩემთან "დალაპარაკებისკენ" მოუწოდა, რათა ჩემზე მომხდარიყო ფსიქოლოგიური, მორალური ან ფიზიკური ზეწოლა, უარეს შემთხვევაში ლიკვიდაცია," - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" მამა გიორგისა და უცნობი ადამიანის სატელეფონო ჩანაწერის კომენტირებისას, რომელიც "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გაასაჯაროვა.

თიკო ოსმანოვა
16.03.2017

 სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი დიმიტრი ობოლაძე 21-წლიანი მუშაობის შემდეგ "რუსთავი 2"-ს ტოვებს. ჩვენი ინფორმაციით, ობოლაძესთან ერთად "იმედში" სპორტის პროდიუსერი როსტომ წულუკიძეც გადავიდა.

სალომე სარიშვილი
16.03.2017

 "არ გამოვრიცხავ, რომ აჭარაში განვითარებული მოვლენები ნამდვილად სოციალური პროტესტი იყო, რადგან ამ კუთხით ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა როგორც აჭარაში, ისე სხვა რეგიონებშიც, უბრალოდ, აქ სხვა ფაქტები იკვეთება, უფრო ზუსტად კი, ამ პროცესში კონკრეტული ძალის შესაძლო ჩართულობა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე.

ნინო ომანაძე
16.03.2017

 12 მარტს სოხუმში "საპარლამენტო არჩევნები" ჩატარდა, ცესკ-ს მონაცემების საფუძველზე, 35 საარჩევნო ოლქიდან 22-ში "არჩევნების" მეორე ტური ჩატარდება, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება.

ნინო ქეთელაური
16.03.2017

 ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1350 პაციენტი სამედიცინო ცენტრ "ურანტში" მომსახურებას ვეღარ მიიღებს, ხოლო ცენტრში დასაქმებული 70-მდე ადამიანი უმუშევარი რჩება - ამის შესახებ "ურანტის" ხელმძღვანელები ზურაბ სიხარულიძე და ზაზა შენგელია აცხადებენ, რომლებმაც გუშინ მთავრობის კანცელარიასთან უვადო შიმშილობა დაიწყეს.

მამუკა ნაცვალაძე
15.03.2017

 მეცამეტე საუკუნის დასაწყისი წარმატებული გახლდათ საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის. ბასიანის მოგებით ქართველებმა სამეფოს შემადგენლობაში მოაქციეს კარი და არზრუმი - სავაჭრო-საქარავნო გზაზე მდებარე უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქები. მაჰმადიანთა კოალიციურ არმიაზე საქართველოს ორგზის გამარჯვების შემდეგ ჯვაროსნებსაც მიეცათ იმედი, მუსულმანთაგან შევიწროებულნი ერთადერთ მხსნელად საქართველოს განიხილავდნენ.

ნინო ქეთელაური
15.03.2017

 რა მოხდა ბათუმში, იყო თუ არა სიტუაცია პროვოცირებული და რა მოწოდებები ისმოდა აქტივისტებისგან? - ეს ის კითხვებია, რომლებიც საზოგადოებაში აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. ამ ინფორმაციის მიღებას "რეზონანსი" უშუალოდ აქციის შემსწრე პირისგან შეეცადა, რომელიც მოვლენებს მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდა.

ნინო ქეთელაური
15.03.2017

 იყო თუ არა ბათუმელების პროტესტი ლოგიკური და ამჟამად როგორ მუშაობენ პატრულის თანამშრომლები ქალაქში - "რეზონანსი" სიტუაციაში გარკვევას შეეცადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×