სალომე სარიშვილი
14.03.2017

 სკანდალური "ციანიდის" საქმეზე ბრალდებული პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საქმის გამოძიების პროცესში წმინდა სინოდის წევრების დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, მათი დაკითხვა მნიშვნელოვანია.

გვანცა ღვედაშვილი
14.03.2017

 მოლოდინი, რომ ტრამპი და პუტინი პირველივე შესაძლებლობისთანავე შეხვდებოდბენ ერთმანეთს, არ გამართლდა, რაც პოლიტოლოგთა შეფასებით, იმ შეცვლილი პოზიციების დამსახურებაა, რომელიც ტრამპის გაპრეზიდნტების შემდეგ გამოჩნდა.

გვანცა ღვედაშვილი
14.03.2017

 "არ არის გამორიცხული, პუტინის მიერ რუსულ მედიაში გამკაცრებული მოთხოვა, რომ ტრამპზე კარგი აღარ დაიწეროს, გარკვეულწილად მისი დაცვით იყოს გამოწვეული, რომ ამერიკაში ტრამპის რეპუტაცია გაიზარდოს.

თიკო ოსმანოვა
14.03.2017

 პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიის დაწყების გამო კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშულებს და მის ქმედებას შემაშფოთებელ უპატივცემლობას უწოდებს, რასაც თავად პრეზიდენტი არ ეთანხმება და ამას ხალხისგან მინიჭებული მანდატით ხსნის.

თიკო ოსმანოვა
14.03.2017

 "ხელისუფლების რეაგირება რომ ყოფილიყო დროული და ადეკვატური, ეს არ მოხდებოდა. ამიტომაც ასეთი უცნაური დამოკიდებულება "ოცნებისა" მიჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, სწორედ ხელისუფლებაშია გარკვეული ძალა, რომელსაც აწყობდა, რომ პროცესი ასე წარმართულიყო", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ბათუმის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი.

ელზა პაპოშვილი
14.03.2017

 პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ბათუმში მომხდარი ფაქტი შინაგან საქმეთა მინისტრმა ყველა მიმართულებით უნდა გამოიკვლიოს. მისი თქმით, მღებრიშვილმა აქციის მონაწილეების მხრიდან გახმაურებულ ბრალდებასაც ყურადღება უნდა მიაქციოს, რომელიც აჭარის პოლიციის მისამართით გაკეთდა.

მარი ჩიტაია
14.03.2017

 მომდევნო 1 კვირის განმავლობაში საწვავის ფასი 10 თეთრით შემცირდება. იმპორტიორების ინფორმაციით, გარე და შიდა ფაქტორები საწვავის ფასზე დადებითად მოქმედებს, რაც ცვლილების საშუალებას იძლევა. ჯერჯერობით ნავთობკომპანიები ფეხს ითრევენ, მაგრამ ნავთობპროდუქტები იმდენად არის გაიაფებული და ლარის კურსი კი - გამყარებული, რომ იმპორტიორებს სხვა გზა აღარ დარჩათ.

თამარ მუკბანიანი
14.03.2017

 საქართველოს ექვს რეგიონში სიკვდილიანობა შობადობას აღემატება. ამის გამომწვევ მიზეზებად ეკონომიური სიდუხჭირე და მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია სახელდება. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის მიხედვით, 2045 წლისათვის ქვეყნის მოსახლეობა 28%-ით შემცირდება.

მარიკა გოგოხია
14.03.2017

 დედაქალაქის უამრავ უბანში წყლის მიწოდების პრობლემაა. მოსახლეობა წუხს, რომ წყალი შეზღუდვით მიეწოდება და ამას დასასრული არ უჩანს. ამის გამო თვეში რამდენიმე დღე უწყლოდ უწევთ ყოფნა. უმეტეს შემთხვევაში ხარვეზი წყლის მილების დაზიანებაა.

მარი ჩიტაია
14.03.2017

 ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში მცხოვრები ოჯახის ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით 40 ლარით, ხოლო წელიწადში 450-500 ლარით არის გაზრდილი. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამ მხრივ გაცილებით მძიმე წელი გველოდება, რაც პროდუქტების გაძვირებას და გადასახადის ზრდას უკავშირდება. თუკი კომუნალური გადასახადების გაძვირებასაც გავითვალისწინებთ, რაც უკვე დაანონსდა, მოსახლეობას სამომავლოდ ხარჯის მნიშვნელოვანი ზრდა ელოდება.

ნათია ლომიძე
14.03.2017

 სესხების გალარების პროგრამის დასრულებამდე 4 დღე დარჩა. კრედიტის ეროვნულ ვალუტაში გადატანის მსურველი კი ჯერჯერობით მხოლოდ 12% აღმოჩნდა. პროგრამის კრახი გარდაუვალია. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი ის უარყოფითი განცხადებებია, რაც თავდაპირველად ზოგიერთმა ექსპერტმა და პოლიტიკოსმა გააკეთა. ასეა თუ ისე მოსახლეობა უნდობლობას უცხადებს შეთავაზებულ პროგრამას.

ვახტანგ შამუგია
13.03.2017

 ბათუმში 12 მარტის ღამით მომხდარ არეულობაში ქვეყნის ხელისუფლებამ და საზოგადოების ერთმა ნაწილმა საპარლამენტო ოპოზიციის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვალს დაუწყო ძებნა. მათი აზრით, ქაოსი წინა ხელისუფლების მხარდამჭერების მიერ იყო ორგანიზებული და მიზნად არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×