ნინო ქეთელაური 09.03.2017
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებული მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის ფარული ვიდეომასალა, გაასაჯაროვა. უწყების განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა, რომ მამა გიორგი მამალაძე მის მიერ შეძენილი შხამიანი ნივთიერების გამოყენებას "ადამიანის წინააღმდეგ" გეგმავდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 09.03.2017
"პრეზიდენტის ინსტიტუტს შიგნავენ და თუ მას აღარ ექნება ფუნქციები, მაშინ მართლა რად გვინდა ეს პირდაპირი არჩევნები?!" -აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი უმრავლესობის მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
|
ელზა პაპოშვილი 09.03.2017
საქართველოში კანონის გამკაცრების მიუხედავად, სააფთიაქო ნარკომანია ქვეყანაში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამის ნათელი მაგალითი კი სამი დღის წინ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დავით მაჭარაშვილის და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირის დაკავებაა.
|
თიკო ოსმანოვა 09.03.2017
აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, თითქმის 1 წელი გავიდა, თუმცა მის მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა. საქართველოს სასამართლომ 14 წელი მიუსაჯა და საერთაშორისო ძებნაშიც იმყოფება, თუმცა ამაოდ, აფხაზური მხარე მის გადმოცემას არ აპირებს. საქართველოსთვის მისი გადმოცემის იმედი არ აქვს გარდაცვლილის ოჯახს. ამ მხრივ პესიმისტური განწყობა აქვს კავკასიოლოგს, მამუკა არეშიძეს.
|
თეო გუდავაძე 09.03.2017
საქართველოში მგზავრობა ძვირდება და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. შიდა საქალაქო ტრასნპორტისა და ტაქსების შემდეგ, შესაძლოა, ტარიფები საქალაქთაშორისო გადამზიდავებმაც გაზარდონ. თუკი ლარი არ გამყარდა და საწვავი ცოტათი მაინც არ გაიაფდა, მგზავრობის გაძვირება მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაგრძელდება.
|
ნათია ლომიძე 09.03.2017
მეზობელი რეგიონებიდან საქართველოში კონტრაბანდის საფრთხე დღითი დღე მატულობს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობდნენ, თამბაქოს, ალკოჰოლისა და ახლა უკვე ოქროს ნაკეთობების არალეგალურად შემოტანის ფაქტები გახშირდა. ერთი მხრივ, ეს აქციზის განაკვეთის ზრდას უკავშირებენ, ხოლო მეორე მხრივ, ამა თუ იმ საქონლის დაბალ ფასს მეზობელ ქვეყნებში;
|
მარი ჩიტაია 09.03.2017
სამომხმარებლო ბაზარზე ადგილობრივი წარმოების პროდუქტი უკვე ამოიწურა. ცოტა ხნის წინათ დახლებზე ქართული მარცვლეული, ბოსტნეული და ხილიც შეიმჩნეოდა, ამ პერიოდში ყველა მათგანი მთლიანად იმპორტირებულმა ჩაანაცვლა. უკეთ რეალიზაციის მიზნით მოვაჭრეები მუდმივად ცდილობენ შემოტანილი პროდუქტის ქართულად გასაღებას. იმპორტირებული პროდუქტი საკმაოდ ძვირად იყიდება, რაც ნიშნავს, რომ მარტ-აპრილში ინფლაციის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნება.
|
მარი ჩიტაია 09.03.2017
სად გაჩერდება კურსი და რა იქნება მისი სტაბილურობის გარანტი, უცნობია. სპეციალისტებს ლარის სწრაფი გამყარება აეჭვებთ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე ტრენდი გალარების პროგრამის მოკლევადიანი ეფექტით იყოს გამოწვეული. თუკი ტენდენცია 17 მარტის შემდეგაც შენარჩუნდება, ცხადია, ეჭვიც გაიფანტება. ამ შემთხვევაში, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კურსი შესაძლოა, 2,30-2,35 ნიშნულზე დაბალანსდეს და ეს იქცეს ახალ საორიენტაციო ნიშნულად.
|
გვანცა ღვედაშვილი 09.03.2017
8 მარტს ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებთან, "ქალთა მზერასა" და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად, სექსუალური თავისუფლების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა მოაწყო. მსვლელობამ სათავე ფილარმონიის შენობასთან აიღო და პარლამენტის ყოფილ შენობასთან გადაინაცვლა. დემონსტრანტების ძირითადი მოთხოვნები ქალთა სექსუალურ უფლებებსა და სამუშაო ადგილზე ხელისშემშლელი ბარიერების გაქრობას შეეხებოდა.
|
ია აბულაშვილი 09.03.2017
"1956 წელი. მარტი. სანაპიროზე სტალინის ძეგლთან პატარა სკვერში ტევა არ იყო. მღეროდნენ, ლექსებს კითხულობდნენ. გორიდან ჩამოსული მანქანა "ჯავშნოსანი", რომელზედაც ბელადები "ლენინი" და "სტალინი" იდგნენ, ქალაქის ქუჩებში დაგრიალებდა. ბელადის ძეგლის საკმაოდ მაღალი კვარცხლბეკი გვირგვინებით იყო შემოსილი. აქა-იქ ვოროშილოვის, კაგანოვიჩის, მოლოტოვისა და მაო ძედუნის სურათებიც ეკიდა. ეკიდა ხრუშჩოვის სურათიც, ოღონდ თავდაყირა. ყველასთვის ნაცნობ, თბილისელ კიკას ჩინური ლაბადა ჩააცვეს, თავზე ფეტრის "შლაპა" დაახურეს, ორად ორი ფრაზა დააზეპირებინეს და ისიც მხიარულად დააბოტებდა დემონსტრანტთა შორის და ცდილობდა გარკვევით ეყვირა: "მე ხრუშჩოვი ვარ".
|
თიკო ოსმანოვა 08.03.2017
ევროსასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება გააგრძელა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქიბარ ხალვაში არხზე სადავეების აღებას სტრასბურგის სასამართლოს განჩინებამდე ვერ შეძლებს. საქმის განხილვას კი, როგორც წესი, წლები სჭირდება, თუმცა როგორც იურისტმა ლია მუხაშავრიამ გვითხრა, ვინაიდან ევროსასამართლომ საქმეზე წინასწარი ანუ შუალედური ღონისძიება გამოიყენა, განხილვის ვადები დაჩქარდება და, შესაძლოა, საქმე 1 წელიწადში დასრულდეს.
|
ეკატერინე ბასილაია 08.03.2017
4 დღეში სოხუმში ე.წ. პარლამენტის არჩევნები ტარდება და რუსი თუ ადგილობრივი პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ბრძოლა არა პარტიებს თუ კანდიდატებს შორის, არამედ კლანებს შორის მიმდინარეობს, რის გამოც პროცესი "რუსულ რულეტკას" დაემსგავსა და არ გამორიცხავენ, რომ "არჩევნების" მეორე დღეს, 13 მარტს არაპროგნოზირებადი სიტუაცია განვითარდეს.
|
|