სალომე სარიშვილი
07.03.2017

 "როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს, როდესაც "რუსთავი 2"-მა ყველა შიდა ინსტანცია გაიარა, როდესაც მედიაწილები გათამაშებულია და როდესაც გარკვეული გადაცემები დაიხურა, ახლა მედიაომბუდსმენზე საუბარი ძალიან სასაცილოა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.

ელზა პაპოშვილი
07.03.2017

 პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ პრემიერის ინიციატივა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნაზე დასავლეთის და ევროპის გასაჩუმებლად გამოგონილი ხრიკია, რომელიც კვირიკაშვილის ინიციატივა სულაც არ არის.

გვანცა ღვედაშვილი
07.03.2017

 8 მარტს ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვა გაიმართება.

ვახტანგ შამუგია
07.03.2017

 აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის დამაკავშირებელი ორი, ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. "სასაზღვრო გამშვები პუნქტები" ჩაკეტეს.

ნინო ქეთელაური
07.03.2017

 "ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას. ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთი", - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა "ბილდ"-თან ინტერვიუში განაცხადა და განმარტა, რომ ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული.

ნინო ქეთელაური
07.03.2017

 "მთავარია, რომ ინიციატივა დაფიქსირდა. როგორც ჩანს, ეს მოთელვაა და ევროკავშირშიც ელოდებიან, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ ის სახელმწიფოები, ვისი მისამართითაც ამ იდეამ გაიჟღერა", - ასე ეხმაურება სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივას ლტოლვილთა ცენტრების შესახებ, რომელმაც ერთ-ერთ სავარაუდო ლოკაციად საქართველოც დაასახელა.

მარი ჩიტაია
07.03.2017

 "საქართველოს რკინიგზაში" ხელფასების სისტემა იმდენად გაუმართლებელია, რომ უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. უწყებაში, რომლის სახელფასი ფონდი დაახლოებით 145 მილიონი ლარია, 10 000 ადამიანის შრომის ანაზღაურებისთვის 90 მილიონი ლარი იხარჯება. 50 მილიონზე მეტი ხმარდება 2000 ადამიანის ხელფასს, რომელიც "საქართველოს რკინიგზაში" წამყვან თანამდებობებს იკავებს.

მარი ჩიტაია
07.03.2017

 დაახლოებით 2-3 თვეში თბილისში სამშენებლო ობიექტებს სამშენებლო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე შეამოწმებენ. ამით საბოლოოდ დადასტურდება, თუ როგორია ბოლო წლებში აშენებულ კორპუსების სეისმომედეგობა და რადიაციის დონე, რის მიმართაც სპეციალისტებს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ. კვლევებს ორგანიზაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" განახორციელებს. შედეგი, დაახლოებით, ნახევარ წელიწადში გახდება ცნობილი.

ნათია ლომიძე
07.03.2017

 ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლისთანავე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ქვეყნის დატოვებასა და საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას აპირებს. ამის მთავარ მიზეზად კი სოციალურად მძიმე პირობებს ასახელებენ. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ხალხს ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ქვეყნის დატოვება სურს, რაც მათი აზრით ფუჭი მცდელობაა. უკანონოდ სხვა ქვეყანაში წასვლა დროისა და ფინანსების ამაოდ ხარჯვაა.

მარი ჩიტაია
07.03.2017

 გალარების პროგრამის მიმართ ინტერესმა ასე თუ ისე მოიმატა, თუმცა მომხმარებელთა აქტივობა კვლავ დაბალ ნიშნულზეა. ბოლო მონაცემებით, პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა პროექტით გათვალისწინებულ მსესხებელთა მხოლოდ 8,5%-ს შეადგენს. ჯამში, სესხების გალარებაში მონაწილეობა 27 000 ადამიანმა უნდა მიიღოს, არადა მათი რიცხვი 2300-ს არ აღემატება ეს ნიშნავს, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის მცდელობა უშედეგოა.

თამარ მუკბანიანი
07.03.2017

 საწვავზე აქციზის ზრდის გამო წლის დასაწყისიდან ბენზინის ფასმა 30-35 თეთრით მოიმატა. ავტომფლობელების ნაწილს გაძვირებული ფასის გადახდა უჭირს ან საერთოდ ვერ ახერხებს, რის შედეგადაც დედაქალაქში საცობები საგრძნობლად განიმუხტა.

ეკატერინე ბასილაია
06.03.2017

 "ოცნებისა" და გიორგი მარგველაშვილის 4-წლიანი "სიტყვიერი ომი" გასული კვირის ბოლოს უკვე ულტიმატუმსა და შანტაჟში გადავიდა და პარლამენტის სპიკერი დაიმუქრა, რომ თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი გააგრძელებს არაკორექტულ განცხადებებს (რაშიც "ოცნების" მიმართ კრიტიკული შენიშვნები იგულისხმება), შეიძლება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები არა 7 წლის შემდეგ, არამედ უკვე მომავალი წლიდან დაკანონდეს და ეს იქნება "არაკორექტული" მარგველაშვილის ერთგვარი დასჯაც.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×