მამუკა ნაცვალაძე
06.03.2017

 ხშირად კითხულობენ - რამ გადაგვარჩინა?, რა იმპულსებმა მოიყვანა ჩვენამდე საქართველო, ქვეყანა, რომელმაც ცივილიზაციათა მარათონში ექვსნახევარი ათასწლეულის მანძილზე შეინარჩუნა თვიმყოფადობა?

შოთა თხელიძე
05.03.2017

 გასულ ოთხშაბათს სირიის არმიამ რუსული ავიაიერიშების დახმარებით ისტორიული ქალაქი პალმირა "ისლამური სახელმწიფოგან" კიდევ ერთხელ გაათავისუფლა. "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქი მოულოდნელად გასული წლის დეკემბერში დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც რვა თვით ადრე, 2016 წლის მარტში, ასადის სამთავრობო ძალებს დაუთმო. დეკემბერში, სამთვრობო ძალების მიერ პალმირას დატოვება ალეპოს აღებაზე კონცენტრირების გამო მოხდა.

ნინო ქეთელაური
04.03.2017

 სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, რაც ნიშნავს, რომ 8 მარტამდე ტელევიზიაში ქიბარ ხალვაში არ უნდა შევიდეს. ამის შესახებ ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

სალომე სარიშვილი
04.03.2017

 მიუხედავად 2015 წელს საჯაროდ გაცემული პირობისა, "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილის მფლობელს, ქიბარ ხალვაშს საბოლოოდ ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი გაუყოფს თუ არა მისი წილის ნახევარს ტელეკომპანიის დამფუძნებლებს - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს. ამ თემაზე კომენტირებისას მან განაცხადა, რომ "ზუსტად იმდენს გაუყოფს, რამდენსაც დაიმსახურებენ".

ეკატერინე ბასილაია
04.03.2017

 ჰეორედ არჩეული "ქართული ოცნების" მმართველობის პირველმა 100-მა დღემ ჩაიარა და პოლიტიკური ექსპერტები მის მთავარ მიღწევებსა და ჩავარდნებზე საუბრობენ. მათი ნაწილის აზრით, ახალი მთავრობის დამტკიცებიდან 100 დღის თავზე ხელისუფლება სახალხო მღელვარების მიჯნაზეც კი დგას. ახლა დაწყებულია ნერვების ომი და ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე მართებს, რომ ახალი მენეჯმენტის შეშვების ლოზუნგით "რუსთავი 2"-ში შეჭრა არ დაუშვას.

თიკო ოსმანოვა
04.03.2017

 უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ერთი შანსი რჩება. მათი ბედი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს ხელშია. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სასამართლო ამორალური გარიგების მუხლს არაკონსტიტუციურად ცნობს, საქმეს უკუსვლა მიეცემა და დავა ხელახლა განახლდება.

ნინო ქეთელაური
04.03.2017

 "საქმე შესაძლოა გარიგებისკენ მიდიოდეს, რომლის შედეგადაც მოხდება მოგებული მხარისათვის ფულადი კომპენსაციის გადახდა, რითაც დაკმაყოფილდება მისი კომერციული ინტერესი. "რუსთავი 2" შეინარჩუნებს მენეჯმენტს და ხელისუფლება აიცილებს მედია პლურალიზმის ჩახშობის ბრალდებებს", - ასეთ პროგნოზს აკეთებს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმიდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ნინო ომანაძე
04.03.2017

 ოკუპირებულ სოხუმში გასამართ "საპარლამენტო არჩევნებამდე" ერთი კვირა დარჩა. ყოფილი "პრეზიდენტის" ალექსანდრე ანქვაბის პოლიტიკაში დაბრუნების სურვილმა ამ "არჩევნებს" უფრო მეტი სიმწვავე შესძინა. აფხაზეთის მედია აქტიურად აშუქებს აქციებს, რომელიც ანქვაბის მოწინააღმდეგეების მხრიდან თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მინდინარეობს.

გვანცა ღვედაშვილი
04.03.2017

 "მკერავს" ნამდვილად ვერ დაგისახელებთ, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ძალიან აბსურდული ბრალდებებია, რომელიც განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებთან არანაირ შესაბამისობაში არ მოდის", - ამის შესახებ "რეზონანსთან" ინტერვიუში ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ისაუბრა.

მამუკა ნაცვალაძე
04.03.2017

 ქრისტეშობამდე 44 წელი, 15 მარტი... იულიუს კეისრის მკვლელობა. ეს მოვლენა სამუდამოდ შევიდა ყველა დროისა და ფორმატის მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოში, როგორც ყველა დროის ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური აქტი.

გვანცა ღვედაშვილი
04.03.2017

 "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

სალომე სარიშვილი
04.03.2017

 "ქართულ ოცნების" ინიციატივით, კონსტიტუციაში შესაძლოა ახალი ჩანაწერი გაკეთდეს, რომელიც საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს პრეზიდენტის უფლებამოსილებას გარკვეულწილად ცვლის, რაც ნიშნავს, რომ სამხედრო ძალები პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იმოქმედებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×