სალომე სარიშვილი
13.03.2017

 სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შესაძლოა ამ კვირაში პრეზიდენტის უფლებამოსილებისა და იმპიჩმენტის წესის ცვლილებაზე იმსჯელოს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სანამ ერთიანი დოკუმენტი არ შეიკვრება, ეს პროცესი მხოლოდ სამუშაო ფაზაა, სადაც კომისიის წევრები ერთმანეთს აზრს უზიარებენ, მსჯელობენ, თუმცა კი "ქართულ ოცნებაში" იმასაც აღნიშნავენ, რომ კომისია გეგმავს ყველა იმ ცვლილების განხორციელებას, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი და შესაბამისია.

თიკო ოსმანოვა
13.03.2017

 "როგორც უნდა განვითარდეს სიტუაცია, თუნდაც გამართლდეს მამალაძე, ეკლესიის რეიტინგი კლებისკენ წავა და ეს იქნება არც ისე პატარა კლება. ვფიქრობ, 30%-მდე დაეცემა რეიტინგი", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა.

ნინო ქეთელაური
13.03.2017

 დამწვარი მანქანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, 33 დაშავებული, 40-მდე დაკავებული - ეს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ ღამეში განვითარებული მოვლენების შედეგებია.

გვანცა ღვედაშვილი
13.03.2017

 პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. გიგა ბოკერიამ მას "სამარცხვინოც" კი უწოდა. თუმცა ეს არც პოლიტოლოგების ნაწილმა მოიწონა. მიაჩნიათ, რომ ეს დაუფიქრებლად გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ურთიერთუკმაყოფილების გარდა სხვა შედეგს არ მოიტანს.

ნინო ქეთელაური
13.03.2017

 "მე ვფიქრობ, აპრილის ბოლოს-მაისში საქართველოში ჩამოყალიბდება პოლიტიკური ძალა, რომელიც შესაძლოა ხელისუფლების ალტერნატივად ვერ მოვიაზროთ, მაგრამ კონსტრუქციული ძალის არსებობა ქვეყნის საჭიროებაა. 2020 წელს კი საქართველოში ჩამოყალიბდება ის ძალა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების ალტერნატიული იქნება," - ამის შესახებ პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს.

შოთა თხელიძე
13.03.2017

 9-10 მარტს ბრიუსელში, ევროპული კომისიის ფუნქციონირებისთვის აგებულ ახალ შენობა "ევროპაში" წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ; გამონაკლისის სახით, სამიტს დიდი ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი არ დასწრებია.

ია აბულაშვილი
13.03.2017

 "ბევრს დღესაც ჰგონია, რომ კომუნისტური ეპოქა რელიგიისა და სამღვდელოების არსებობას არ ცნობდა, არადა, ცენტრალურ კომიტეტში, მინისტრთა საბჭოსთან სპეციალური სამსახური არსებობდა, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთოაბს არეგულირებდა," - ამბობს ჯუმბერ პატიაშვილი.

ვასო კაპანაძე
13.03.2017

 5 ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და პოლონეთის - წარმომადგენლებმა თბილისში რუსეთის მხრიდან არსებულ გამოწვევებზე და პრობლემებზე ისაუბრეს. იმ პირობებში, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგი არ წარმოებს, განსხვავებული და ცალკეულ შემთხვევებში მოულოდნელი ხედვები, რაც საერთაშორისო კონფერენციის მუშაობის პროცესში დაფიქსირდა, სავარაუდოდ, ქართველი პოლიტიკოსების, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტების და საზოგადოების ყურადღებას მიიქცევს.

მარიამ ელიაშვილი
13.03.2017

 ბოლო რამდენიმე წელია, ასტრონომების ყურადღება აუხსნელი ფეთქებადი რადიოსიგნალებისკენაა მიმართული. ამ სწრაფი რადიოიმპულსების მიერ გამოსხივებული ენერგია დაახლ. 500 მლნ მზის ენერგიის ტოლია. მკვლევარები რამდენიმე წელია, მათი ბუნებრივი წარმოშობის ადგილებისა და მიზეზების დადგენას ცდილობენ.

მარიამ ელიაშვილი
13.03.2017

 იაპონიის კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შიმპანზეებში დაუნის სინდრომის მეორე შემთხვევა აღმოაჩინეს. აღნიშნული დაავადება მაიმუნშიც ისეთივე გარეგნულ ანომალიებს იწვევს, როგორსაც ადამიანში, თუმცა მკვლევართა თქმით, შიმპანზის გონებრივი ჩამორჩენილობა საგანგაშო არაა.

ეკატერინე ბასილაია
11.03.2017

 ხელისუფლება ვერა და ვერ თმობს "ფარული მოსმენების გასაღებს". ბოლო ორი წლის განმავლობაში ე.წ. მოსმენების კანონპროექტი უკვე მეორედ ხდება დიდი ომის საგანი, სადაც ერთ მხარეს დგას მარტო "ქართული ოცნება", მის წინააღმდეგ კი დაპირისპირების მეორე მხარეს პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია, მობილური კომპანიები და ექსპერტების დიდი უმეტესობაა და უკვე აშკარაა, რომ 2-ჯერ ჯიუტად მიღებული კანონი სულ მალე ისევ გასაჩივრდება, ამჯერად სტრასბურგში.

მამუკა ნაცვალაძე
11.03.2017

 ღირსება ყველა დროისა და ფორმაციის საქართველოს ისტორიის მთავარი ქვაკუთხედი გახლავთ. ქვეყნის ღირსებისთვის იბრძვის მეფე, ფეოდალი, თავად-აზნაურობა, ღირსებას იცავს გლეხი, ღირსება ეროვნულ ცნობიერებაში უპირველესი პოსტულატია, რომელსაც გამორჩეულად უფრთხილდებიან და რომლის შებღალვასაც არავის პატიობენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×