ეკატერინე ბასილაია 15.03.2017
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ციებ-ცხელება ახლა უკვე 26 მარტს დანიშნული მეორე ტურისთვის გრძელდება, რადგან პირველ ტურში 35 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ 12 "დეპუტატი" აირჩიეს. თანაც, მათი ნახევარი ყოფილი "პრეზიდენტის" ალექსანდრე ანქვაბის გუნდის წევრია, მოქმედი "პრეზიდენტის" გუნდმა კი კრახი განიცადა, მხოლოდ 3 კაცის გაყვანა შეძლო, რის გამოც ქართველი ანალიტიკოსები ბევრად დაძაბულ მეორე ტურს ელოდებიან და აცხადებენ, რომ ხაჯიმბას კლანი 26 მარტს ყველანაირი ხერხით ეცდება, ახლა მაინც არ იწვნიოს დამარცხება.
|
ელზა პაპოშვილი 15.03.2017
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ბათუმში 11 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ პრემიერმა რეაგირება აშკარად დააგვიანა და ამასთან დაკავშირებით სვამს რიტორიკულ კითხვას: "სად იყო ის აქამდე? შეიძლება იმ ადამიანს ეძინა, ვისთვისაც ჭკუა უნდა ეკითხა და გაღვიძება ვერ შეჰბედა."
|
სალომე სარიშვილი 15.03.2017
პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ მოსმენის კანონის ირგვლივ შექმნილი ურთიერთწინააღმდეგობა სხვა არაფერია, თუ არა ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. პოლიტოლოგი ამგვარ დამოკიდებულებას იმით ხსნის, რომ ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეების მოსმენა მაინც გაგრძელდება და, შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის ხელში იქნება მართვის მექანიზმი, ანუ ე.წ. გასაღები.
|
გვანცა ღვედაშვილი 15.03.2017
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის შვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და აღმკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ გუშინ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
|
თიკო ოსმანოვა 15.03.2017
ე.წ. შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიასა და საკრებულოს წევრის, ალეკო ელისაშვილის დაპირისპირება გრძელდება, თუმცა ამჯერად სასამართლოში. "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ცილისწამების გამო ალეკო ელისაშვილისთვის 20 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითხოვს. მოუწევს თუ არა ოპოზიციონერ დეპუტატს ამ თანხის გადახდა, 20 მარტს გაირკვევა, მანამდე კი ორივე მხარე გამარჯვებაში დარწმუნებულია.
|
თიკო ოსმანოვა 15.03.2017
ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენცია, რომლის რეკონსტრუქციისთვის 26 მილიონი ლარი დაიხარჯა, კვლავ უფუნქციოა. თუ რომელი სამთავრობო უწყება განთავსდება ამ შენობაში, ამ დრომდე გაურკვეველია.
|
ნათია ლომიძე 15.03.2017
საქართველოს რეგიონებში ბზის დაავადებას კიდევ ებრძვიან. მცენარეთა 95% განადგურებულია. ასწლოვანი და მეტი ასაკის ბზის ხეები მასობრივად გახმა. სპეციალისტები მოსახლებას მოუწოდებენ, თავადაც შეიტანონ წვლილი მცენარის გადარჩენაში.
|
ნათია ლომიძე 15.03.2017
ზამთრის კურორტებზე დასვენებას, ფინანსური პრობლემების გამო, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს. წლიდან წლამდე მთის კურორტებს ერთი და იგივე ადამიანები სტუმრობენ. გაუფასურებული ლარი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ "თეთრი კურორტები" ადგილობრივი დამსვენებლების სიმცირეს განიცდიან.
|
თეო გუდავაძე 15.03.2017
დროსთან ერთად თანდათანობით ყველაფერი სახეს იცვლის, ერთ-ერთი კი ენისა და სასაუბრო მანერის სტილია. თაობებს სხვადასხვა სიტყვები, ჟარგონები, ბარბარიზმები შემოაქვთ და ასე გარდაიქმნება ყოველდღიური სასაუბრო ლექსიკონიც. პარალელურად შეიცვალა საუბრის ტონიც და მიმართვის მანერაც. წინა საუკუნეში თუ მაღალი რანგის ადამიანთან ან უბრალოდ უფროსი ასაკის ადამიანთან არჩევდნენ საუბრის ტონს და სიტყვებსაც შესაბამისს ეძებდნენ, დღესდღეობით ასე აღარ არის. ასაკი იშვიათად განაპირობებს საუბრის მანერის გარკვეულ ჩარჩოს.
|
მარი ჩიტაია 15.03.2017
"რუსთავის აზოტს" თანამშრომლების შენარჩუნება გაუჭირდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან დაფინანსებაზე უარის თქმა გარდა იმისა, რომ საწარმოს განვითარებას შეაფერხებს, საფრთხეს დასაქმებულებსაც შეუქმნის. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ ევრობანკი "რუსთავის აზოტს" 125 მილიონი დოლარის დაფინანსებას აღარ გამოუყოფს. ფაქტია, რომ ქარხანა კარგავს ამ შემოსავალს, შესაბამისად, მისი განვითარება წელს ვერ მოხერხდება.
|
ეკატერინე ბასილაია 14.03.2017
ბათუმის 11-12 მარტის 12-საათიანი უმართავი თუ ვინმეს მიერ მართული აგრესიის შემდეგ პოზიცია-ოპოზიცია ისევ ერთმანეთისკენ თითის გაშვერასა და ურთიერთბრალდებებში არიან, ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ მოსახლეობაში ნელ-ნელა აგრესია დაგროვდა და ახალგაზრდებმა დაიწყეს გამოსვლები, უფრო აგრესიული, ვიდრე ამას მიჩვეულები ვიყავით და სამომავლოდ ახალგაზრდების მიერ კიდევ არაერთ ამგვარ სახიფათო, ქვებით და ცეცხლის წაკიდებით აგრესიას პროგნოზირებენ.
|
ელზა პაპოშვილი 14.03.2017
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ბათუმში მოხმდარი ფაქტი მოსალოდნელი იყო, რადგანაც ქვეყანაში მძიმე სოციალური კრიზისია. ხუხაშვილის აზრით, ეს იყო სპონტანური სოციალური ბუნტი, რომლის გამოყენებაც გარკვეულმა ძალებმა სცადეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|