სოფო ჩხიკვაძე 17.03.2017
დღესდღეობით ცხოვრება ინტერნეტის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ახალგაზრდები მთლიანად მიჯაჭვულნი არიან ელექტონულ საშუალებებს იქნება ეს კომპიუტერი, მობილური ტელეფონი თუ პლანშეტი. უფროსი ასაკის ადამიანებს თავიდან ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ თანდანთან მიეჩვივნენ და თანამედროვე ტექნოლოგიებს ალღო აუღეს.
|
ნათია ლომიძე 17.03.2017
ბოლო დროს საქართველოში რამდენიმე საწარმო დაიხურა, ისინი კონკურენციას ვერ უძლებენ. მათი ხელმძღვანელები მეწარმრეობის შეჩერების მიზეზებზე საუბრობენ. ზოგიერთი იმედოვნებს, რომ პრობლემა დროებითია და სამომავლოდ ისევ დაუბრუნდება ბაზარს. სპეციალისტთა განმარტებით, საწარმოთა დახურვის მთავარი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არაჯანსაღი გარემოა.
|
თიკო ოსმანოვა 17.03.2017
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოში გრძელდება - მომჩივანი მხარე სარჩელზე მუშაობას თვის ბოლოსთვის დაასრულებს.
|
მარი ჩიტაია 17.03.2017
ევროპის მიმართულებით ავიაბილეთების ფასმა არნახულად მოიმატა. თუკი აქამდე ქუთაისიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ბილეთები 140-160 ლარადაც იშოვებოდა, ახლა ფასმა 500 ლარს გადააჭარბა. ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს სექტემბრის საგზურებიც კი წინასწარ აქვთ შეძენილი. ზოგი შიშობს, რომ ქართველების მხრიდან ასეთი მოთხოვნა ევროპისთვის მოულოდნელიც შეიძლება აღმოჩნდეს. ისინი არ გამორიცხავენ ევროპის საზღვრებთან ჩვენს მოგზაურებს მოულოდნელი ხაფანგი დახვდეთ, დაახლოებით ისეთი, როგორიც ისრაელშია.
|
თიკო ოსმანოვა 17.03.2017
ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 6 პირი დააკავეს. ოღონდ ამჯერად საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" საფუძველზეა აღძრული.
|
ია აბულაშვილი 17.03.2017
ის, რომ მსოფლიოს 14 ძირითად ანბანს შორის ქართულ ანბანი უძველესია, ამაზე არავინ დავობს, თუმცა ისტორიკოსებსა და ენათმეცნიერებს შორის არის განსხავებული ვერსიები ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ.
|
ეკატერინე ბასილაია 17.03.2017
მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" უკვე გადაწყვიტა, რომ 2023 წლიდან პრეზიდენტს ხალხი არ აირჩევს და ამის გამო კრიტიკასაც არ მიიღებს, საკონსტიტუციო კომისიაში ახლა უკვე არაპირდაპირი არჩევის წესის მოდელებს განიხილავენ, მათგან ერთია, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს 300-კაციანმა ე.წ. ამომრჩეველთა კოლეგიამ, სადაც შევა პარლამენტის 150 დეპუტატი და პლუს, თვითმმართველობებიდან, ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოებიდან 150-კაციანი დელეგაცია.
|
ნინო ქეთელაური 17.03.2017
"მემარცხენე და პრორუსული ძალების გააქტიურებასთან ერთად, ევროპას წინ ელის ბრექსიტის შედეგები, რომელმაც შესაძლოა სერიოზული ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს. ამისათვის ჩვენც უნდა ვიყოთ მზად", - ასეთია ექსპერტების მოლოდინი, რომლებიც აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში რუსული პოლიტიკა ასეთი აქტიური 80-იანი წლების საბჭოთა კავშირის შემდეგ არასდროს ყოფილა.
|
ია აბულაშვილი 16.03.2017
"თბილისი იყო ურთიერთობა", დღეს ამ ნათქვამს თითქოს ყავლი გაუვიდა, მაგრამ ამ ქალაქში დარჩნენ ადამიანები, რომლებიც დღესაც ამ "ურთიერთობის" მოგონებით ცხოვრობს და იხსენებს მათ, ვინც თბილისს ლაზათს მატებდა.
|
თიკო ოსმანოვა 16.03.2017
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების იმპლემენტაციას რუსეთმა მწვანე შუქი აუნთო. ახლა ორივე მხარემ შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტები უნდა გააფორმოს, რომლის დეტალების შესახებ დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, მოლაპარაკებებში შვეიცარიელები აქტიურად არიან ჩართულები და უკვე თვის ბოლოს გამოიკვეთება საბოლოო სურათი.
|
გვანცა ღვედაშვილი 16.03.2017
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხი საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა კიდევ ერთხელ განიხილეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მაინც ვერ მოხერხდა. კომისიის წევრები ვერ თანხმდებიან, სრულად უნდა აიკრძალოს თუ არა უცხოელებზე მიწის მიყიდვა. აზრთა სხვადასხვაობას იწვევს აღნიშნული ცვლილების კონსტიტუციაში ჩაწერის საკითხიც.
|
მარი ჩიტაია 16.03.2017
შარშანდელთან შედარებით, ქართული ცხვრის ფასი გაორმაგდა, რაც პირუტყვის დეფიციტს უკავშირდება. დეკემბრის დასაწყისში თუკი 1 კგ ცხვრის ხორცის ღირებულება 8 ლარი იყო, ახლა ფასი 15 ლარს აღწევს. ეს ყველაფერი განაპირობა წარმატებულმა ექსპორტმა. ქართულ ცხვარზე დიდი მოთხოვნაა ირანსა და ერაყში.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|