ელზა პაპოშვილი 21.03.2017
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ბათუმის აქციის შემდეგ ხელისუფლებამ უსაფრთხოების კუთხით რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს. მისი თქმით, ბათუმში სეპარატისტული განცხადებების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ერთი და ორი დღის დაწყებული პრობლემა არ არის.
|
გვანცა ღვედაშვილი 21.03.2017
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებამ ევროპაში წასვლის მსურველთა რიცხვი საოცრად გაზარდა. ბოლო კვლევების მიხედვით, იკვეთება, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა რამდენიმეჯერ არის გაზრდილი.
|
ეკატერინე ბასილაია 21.03.2017
"კობახიძეს კი მიაჩნია, რომ მთვარია პარლამენტი და მან ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი განცხადებებიც გააკეთა, რომელიც მმართველ გუნდში მაინცდამაინც არ მოეწონათ.
|
თიკო ოსმანოვა 21.03.2017
თბილისის წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად წითელ ჯვარს უნგრეთის მთავრობა 32 ათას ევროს გამოუყოფს. პროექტით გათვალისწინებულია ბავშვებისთვის ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ფსიქოსოციალური ცენტრის საშუალებით. ცენტრში ამჟამად 140 ბენეფიციარი ირიცხება.
|
ეკატერინე ბასილაია 21.03.2017
ევროკავშირში მტკიცედ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ დიდი ბრიტანეთის მაგალითს არც ერთი წევრი ქვეყანა არ მიბაძავს და დარჩენილი 27 სახელმწიფოს ერთობა უფრო მტკიცე იქნება, ვიდრე ეს იყო მანამდე.
|
მარიამ გელაშვილი 20.03.2017
თანამედროვე ფიზიკოსების მიზანი იმ ერთი საერთო თეორიის მიგნებაა, რომელიც ფარდობითობისა და კვანტური თეორიების გაერთიანებას შეძლებს. თეორიის პოვნა, რომელსაც "ყველაფრის თეორია" უკვე უწოდეს, სამყაროს ყველა საიდუმლოს ფარდას ახდის. ახლა მეცნიერები ამ გასაღებს "სიმების თეორიაში" ეძებენ და სწამთ, რომ ბუნების ყველა კანონზომიერების ფორმულირებას შეძლებენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.03.2017
პრეზიდენტს კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოერთმევა. საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეეჩბის კანდიდატურებს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს. როგორც საკონსტიტუციოს წევრები აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებით მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინეს.
|
მარიამ ელიაშვილი 20.03.2017
1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია საქართველოს კონსტიტუციონალიზმის თავფურცელია და მანამდე ჩვენს ქვეყანას კონსტიტუცია, როგორც ერთიანი საკანონმდებლო აქტი, არ ჰქონია. ისტორიკოსთა შეფასებით, ეს კონსტიტუცია იმ დროისათვის განვითარებული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი იყო, რომელსაც, სამწუხაროდ, დიდი ხანი არ უმოქმედია და საბჭოთა პერიოდში ტაბუ იყო დადებული მის შესწავლასა და კვლევაზე.
|
ეკატერინე ბასილაია 20.03.2017
მოსკოვი "დიდი რუსეთის" აღდგენისთვის ახალ გეგმას ახმოვანებს და აპირებს, მიიღოს კანონი, რომლითაც რუსეთის მოქალაქეობას უმარტივესად მიიღებს ყველა ის ადამიანი, რომელიც ოდესღაც არსებული რუსეთის იმპერიის ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ცხოვრობს. ეს, ანალიტიკოსების თქმით, ძალიან სახიფათოა და იმას მოასწავებს, რომ მომავალში დიდ პროვოკაციებსა "საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე" სპეკულირებით რუსეთისაგან ახალ კონფლიქტებსაც უნდა ველოდოთ, მათ შორის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში.
|
მამუკა ნაცვალაძე 20.03.2017
მეათე საუკუნის 80-იანი წლები გამორჩეული ხანაა საქართველოს ისტორიისა, სწორედ აქედან იწყება თვისებრივად განსხვავებული პერიოდი, როდესაც საფუძველი ეყრება ერთიან საქართველოს. იმ ერთიანობას, რომელიც შემდგომში თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში შეუქცევადი პროცესი გახდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.03.2017
გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი ოღლიზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია უწყების საიტზეა გამოქვეყნებული. როგორც ექსპერტები "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებენ, მსჯავრდებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც ინტერპოლის უფლებამოსილება არ ვრცელდება. შესაბამისად, აფხაზეთში ყოფნისას ოთხოზორიას მკვლელი ხელშეუხებელია.
|
სალომე სარიშვილი 20.03.2017
ესპანეთის პოლიციამ ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააკავა. როგორც ესპანურ მედიაში აცხადებენ, დაკავებულები "ქართული მაფიის" წევრები არიან. აღნიშნულ ინფორმაციას "მთელ კვირას" ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში მცხოვრები ქართველებიც უდასტურებენ და ამბობენ, რომ დაკავებულების შესახებ ინფორმაცია მედიის მეშვეობით დაახლოებით სამი კვირის წინ გაიგეს.
|