სალომე სარიშვილი 20.03.2017
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც საკონსტიტუციო კომისია ახლა მსჯელობს და რაც, სხვა ცვლილებებთან ერთად, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას მოიაზრებს, სხვა არაფერია, თუ არა ამ ინსტიტუტის დაკნინება და პრეზიდენტის ბუტაფორიად ქცევა. ზურაბიშვილის აზრით, ამით მმართველი გუნდი ძალაუფლების მხოლოდ საკუთარ ხელში მოგდებას ცდილობს.
|
თიკო ოსმანოვა 20.03.2017
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით კვლავ სავალალო მდგომარეობაა. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა სახელმწიფომ კანონით უნდა უზრუნველყოს, თუმცა საკანონმდებლო ორგანო ამ ნორმის მიღებას არ ჩქარობს.
|
ნინო ომანაძე 20.03.2017
სოხუმი "საპარლამენტო არჩევნების" მეორე ტურისთვის ემზადება. როგორც აფხაზური მედია იუწყება, 26 მარტს აფხაზეთის ტერიტორიაზე განმეორებითი ტური 22 საარჩევნო ოლქში გაიმართება, ერთ ოლქში კი კენჭისყრა ხელახლა ჩატარდება.
|
შოთა თხელიძე 20.03.2017
მას შემდეგ, რაც გერმანიის რამდენიმე ქალაქის მერმა თურქეთის წარმომადგენლებს ქალაქის ქუჩებში წინასარეფერენდუმო კამპანიის ჩატარება სამოქალაქო უსაფრთხოების მიზნით აუკრძალა, ხოლო ამ ქმედების საპასუხოდ თურქეთის ლიდერმა რეჟებ ტაიპ ერდოღანმა გერმანელები ნაცისტურ ქმედებაში დაადანაშაულა, ამჯერად თურქულ მხარეს მსგავსი დიპლომატიური კონფლიქტი ნიდერლანდებთანაც წარმოექმნა.
|
ეკატერინე ბასილაია 18.03.2017
უკვე გადაწყვეტილია, რომ 7 აპრილს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება და, მართალია, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "კონკრეტული შეტევა დაგეგმილი არ არის", მაგრამ ემზადებიან, საკონსტიტუციო ცვლილებების თემასა და პრეზიდენტის თუ მისი ადმინისტრაციის მხრიდან "დაპირისპირების პროვოცირებაზე" ისაუბრონ და გააკრიტიკონ ქვეყნის პირველი პირი.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.03.2017
საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით ვერ ისარგებლებლენ, თუ ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ნასამართლევი არიან სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით ითვალისწინებს; ასევე იმ შემთხვევაში, თუ საფრთხეს უქმნიან შენგენის ზონაში შემავალ ქვეყნებს, ანდაც უვიზო მიმოსვლის ვადის გადაჭარბების შედეგად დაარღვევენ დაწესებულ 5-წლიან შეზღუდვას და არ გადაიხდიან შესაბამის ჯარიმას.
|
თიკო ოსმანოვა 18.03.2017
"ქალბატონი თეა წულუკიანი ამახინჯებს რეალურ სურათს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან შეცდომები თავად აქვს დაშვებული, რის გამოც პროცესი არასწორად წარიმართა. რომ დაწყებულიყო გამოძიება 2013 წელს, საქართველო ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში საქმეს არ წააგებდა და დღეს არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მათ შორის არც დიდ პალატაში გასაჩივრდებოდა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.03.2017
ბათუმში განვითარებული მოვლენები შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემებზე მიუთითებდეს, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას და არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ მოვლენებში უცხო ქვეყნის ინტერესებიც იკვეთებოდეს.
|
ნინო ქეთელაური 18.03.2017
შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს დამატებითი უფლებამოსილება მიენიჭოს, რომლის მიხედვითაც, საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა გადაისინჯება.
|
ნინო ომანაძე 18.03.2017
ოკუპირებულ ცხინვალში "საპრეზიდენტო არჩევნების" წინა პერიოდი უკიდურესი დაპირისპირებითა და აქციებით გამოირჩევა. ადგილობრივმა ძალოვნებმა ცხინვალის "მთავრობის სახლს" მეტალის კონსტრუქციები შეოავლეს და გაძლიერებულად იცავენ. დე ფაქტო უშიშროების სამსახურის პირადი შემადგენლობა კი ყაზარმულ რეჟიმზეა გადაყვანილი.
|
თამარ მუკბანიანი 18.03.2017
ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ახალგაზრდა წყვილებს მომავლის ეშინიათ და ერთ ან ორ შვილზე მეტს ვეღარ აჩენენ. ზოგიერთს 3-4 შვილის ყოლის სურვილი აქვს, მაგრამ უკვე ძალიან ფრთხილობს. ბოლო წლებში მრავალშვილიანობა თითქოს პრესტიჟულიც გახდა, მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაფერი ადრინდელ კალაპოტში ჩააყენა. ახალგაზრდა მშობლები სოციალურ რისკს ერიდებიან.
|
მარი ჩიტაია 18.03.2017
გალარების პროგრამის წარუმატებლობა საბოლოოდ დადასტურდა. სესხების ლარში გადატანის მსურველთა რაოდენობა მინიმალურია, რაც ნიშნავს, რომ პროექტი ჩავარდა, რის მოლოდინიც პროექტის დასაწყისშივე არსებობდა. სპეციალისტები არ მალავენ, რომ გალარების ერთჯერადი აქცია ხელსაყრელი იყო მხოლოდ ბანკებისთვის. შეცდომას, შესაძლოა, მიხვდა მთავრობაც, რომელიც უკვე პროგრამის გაგრძელების აზრსაც ვერ ხედავს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|