ია აბულაშვილი
20.02.2017

 ქართველ მწერალთა ის თაობა, რომელიც 1937 წლის რეპრესიებს ასე თუ ისე გადაურჩა, ამბობდა, რომ სტალინური რეპრესიების ხანა საბჭოთა მწერალთა კავშირის შექმნით დაიწყო. მაინც რატომ იყო კომუნისტების მიზანი ინტელიგენციის განადგურება - ეს თემა დღემდე კვლევის საგანია და არც ჩვენ ვაპირებთ, ამ დანაშაულების სიღრმეებს ჩავწვდეთ, მაგრამ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ამბავს მაინც გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში.

შოთა თხელიძე
20.02.2017

 17-19 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც მსოფლიოს ლიდერები შეიკრიბნენ და იმ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რაც დღეს მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას უდგას. კონფერენციაზე რამდენიმე ძირითადი თემა მაინც გამოიკვეთა. ესენი იყო: ნატო, დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობა, უკრაინის კრიზისი და ისლამური ტერორიზმი.

მარიამ ელიაშვილი
20.02.2017

 ისტორიაში პირველად თეორეტიკოსმა ფიზიკოსებმა იმ გრავიტაციული ტალღების სიგნალების სიხშირე გამოთვალეს, რომელიც დიდმა აფეთქებამ გამოიწვია.

მარიამ ელიაშვილი
20.02.2017

 აქამდე ითვლებოდა, რომ დედამიწაზე 7 კონტინენტია: აფრიკა, აზია, ევროპა, ანტარქტიდა, ავსტრალია, ჩრდილოეთ ამერიკა და სამხრეთ ამერიკა, თუმცა დედამიწის ქანებზე ჩატარებული უკანასკნელი კვლევების საფუძველზე გეოლოგებმა განაცხადეს, რომ ზელანდია ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომელთა გათვალისწინებითაც ობიექტი კონტინენტის სტატუსს იღებს.

მარიამ ელიაშვილი
20.02.2017

 უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰალუცინაცია თავს იჩენს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ, არამედ სრულებით ჯანმრთელ ადამიანებშიც. განცხადებაში, რომელიც ფსიქიატრებმა გასულ კვირაში კვლევების საფუძველზე გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 7400 ადამიანიდან სმენითი ან მხედველობითი ჰალუცინაცია 4.3%-ს აქვს. აღსანიშნავია, რომ მათი ნაწილი ფსიქიკურად ჯანმრთელია.

მამუკა ნაცვალაძე
20.02.2017

 რომის ისტორია გამორჩეული პერსონალიებითაა მდიდარი. ის დრამატული პროცესები, რაც მარადიული ქალაქის არსებობას გასდევს, სწორედ ამგვარ საინტერესო პიროვნებებთანაა დაკავშირებული. იულიუს კეისარი და მარკუს იუნიუს ბრუტუსი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელთა ცხოვრებაც სწორედ რომაულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების ფონზე იქარგება. მათი ბედი საბოლოოდ ქრისტეშობამდე 44 წელს 15 მარტს სენატში გადაიკვეთება.

სალომე სარიშვილი
18.02.2017

 საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის საკითხზე მსჯელობს. კომისიის წევრი დამოუკიდებელი ექსპერტების თქმით, დისკუსია რამდენიმე საკითხზე უკვე გაიმართა, მათ შორის საუბარი საერთაშორისო ურთიერთების მხრივ პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებასა და ელჩების დანიშვნის უფლების შეკვეცაზეა.

ეკატერინე ბასილაია
18.02.2017

 ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი ფიგურანტი, დეკანოზი გიორგი მამალაძე გუშინ ღამით ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატის სიტყვებიდან ცნობილია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და წნევა აწუხებდა. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გუშინ სხვა ცნობები არ გავრცელებულა.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
18.02.2017

 ბრიუსელში გამართულმა ნატოს მინისტერიალისა და ნატო-საქართველოს კომისიის მორიგმა შეხვედრამ ნათლად აჩვენა, რომ მიუხედავად ალიანსის შიგნით არსებული პრობლემებისა, ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა, წევრი ქვეყნები საქართველოს კვლავ განიხილავენ, როგორც ასპირანტ ქვეყანას და აპირებენ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

ეკატერინე ბასილაია
18.02.2017

 "ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ვიღაც უნდა დაისაჯოს, ვიღაც უნდა გათავისუფლდეს, ვიღაცამ პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს იმ შეცდომისთვის, თუკი ის დადასტურდება," - აცხადებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია.

თიკო ოსმანოვა
18.02.2017

 საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ, სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი ტელევიზიის შეფასების კრიტერიუმების გვერდის ავლით, ახალი კონცეფცია წარმოადგინა. ისევ რეიტინგებზე ორიენტირებული გეგმის მიხედვით, დასახურ გადაცემათა სიაში 14 სატელევიზიო პროგრამა მოხვდა, აქედან უმეტესობა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟანრისაა, მათ შორისაა "ვექტორი" და "რეალური სივრცე". დაამტკიცებს თუ არა ბორდი ამ კონფცეფციას, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

ნინო ქეთელაური
18.02.2017

 "ჩემი ინფორმაციით, საეკლესიო წრეებში უკვე დაიწყო ფარული შიდა ბრძოლები იმაზე, თუ ვინ დაიკავებს პატრიარქის ტახტს. არ არის გამორიცხული, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლად ყველა პოლიტიკურ ძალას მისთვის სასურველი პირის ხილვა სურდეს", - ამბობს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×