ნინო ქეთელაური
16.02.2017

 ბოლო დღეების განმავლობაში, საპატრიარქოში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოითქვა აზრი, რომ საჭიროა რუის-ურბნისის მსგავსი საეკლესიო კრების მოწვევა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება.

ნათია ლომიძე
16.02.2017

 საქართველოში მსხვილი სავაჭრო ობიექტები იხურება და ეს ტენდენცია მთელი წელი გაგრძელდება. ამ ტენდენციას იმპორტიორები და დარგის სპეციალისტები სხვადასხვა მხრივ განიხილავენ. იმპორტიორთა თქმით, სავაჭრო ქსელებს უჭირთ ფინანსური ვალდებულების შესრულება და თავიდან იცილებენ ნაკისრ ვარლდებულებებს. ექსპერტების აზრით კი, მსხვილი სავაჭრო ობიექტების დახურვის მიზეზი მონოპოლიზებული ბაზარია.

თეო გუდავაძე
16.02.2017

 ადამიანის სახელი ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელია, იგი ბევრ რამეზე მეტყველებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ორიგინალური სახელის გამო, ადამიანი ყურადღებას იპყრობს. როგორც წესი, პოპულარული სახელები ყველა თაობაში სხვადასხვაგვარია, თუმცა რამდენიმე მათგანმა უკვე ათწლეულებს გაუძლო. მშობლები საკმაოდ ბევრს ფიქრობენ, თუ რა დაარქვან ბავშვს და საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ყველაფერს.

გვანცა ღვედაშვილი
16.02.2017

 მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციისა, კვირას, "რუსთავი 2"-ის მიერ დაანონსებულ აქციაზე ერთმანეთის გვერდით რამდენიმე პარტია დადგება. "რეზონანსის" ინფორმაციით, აქციაზე გამოვლენ ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია და თავისუფალი დემოკრატები. ამასთან, ცნობილია, რომ აქციას არ შეუერთდებიან "დემოკრატიული მოძრაობის" წევრები, რადგან მათთვის "ნაცმოძრაობასთან" ერთად რაიმე აქტივობის განხორციელება წარმოუდგენელია.

მარი ჩიტაია
16.02.2017

 საპოლიციო გამოსახლების ძალაში დატოვებით მთავრობა მოსახლეობის უფლებების დაცვას ცდილობს. პარლამენტის მიერ წელიწადნახევრის წინ მიღებულ კანონპროექტს როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე ბიზნესსექტორში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ბიზნესასოციაციას და საქართველოს ბანკების ასოციაციას საკონსტიტუციო სასამართლომ საპოლიციო გამოსახლების შესახებ კანონის განხილვაზე უარი უთხრა.

ნინო ომანაძე
16.02.2017

 არაღიარებულ აფხაზეთში, "საპარლამენტო არჩევნებამდე" ერთი თვით ადრე, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტია "ამცახარა" დაიშალა.

მარი ჩიტაია
16.02.2017

 სპეციალისტების მიერ დაწუნებული მოგების ახალი გადასახადი უკვე ძალაშია. გადამხდელებს დეკლარაციის წარდგენა ახალი წესის შესაბამისად მოუწევთ. მთავრობა ფიქრობს, რომ ე.წ. ესტონური მოდელის შემოღება ეკონომიკურ ზრდას, დაახლოებით, 1,5%-ით დააჩქარებს. საგადასახადო სფეროს სპეციალისტების შეფასებით, მოგების გადასახადის რეფორმირების შემოღებამ შესაძლოა, ეკონომიკური ეფექტი ნამდვილად მოგვცეს, მაგრამ არც იმდენად მნიშვნელოვანი, როგორი განცხადებაც მთავრობის მხრიდან კეთდება.

ვასო კაპანაძე
16.02.2017

 "იუთუბზე" საქართველოს მთავრობის სახელით ამერიკის პრეზიდენტისადმი მიძღვნილი 3-წუთიანი ვიდეორგოლი განთავსდა. სომხურმა მედია-საშუალებამ "სპუტნიკ-არმენიამ" ვიდეორგოლს სტატია მიუძღვნა. სომეხი ავტორის სტატიაში ეჭვქვეშაა დაყენებული ვიდეომასალაში მოყვანილი ფაქტები, რომ ქართული ანბანი ქართული წარმომავლობისაა და რომ ღვინის სამშობლო საქართველოა. ვიდეორგოლის უცნობი ავტორების მიერ პრეზიდენტ ტრამპისადმი გაჟღერებულ შეთავაზებას კი, რომ მას საქართველოს ტერიტორია ნებისმიერ დროს შეუძლია კრემლის დასაბომბად გამოიყენოს, რუსი ექსპერტ-ანალიტიკოსების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა.

სალომე სარიშვილი
16.02.2017

 "მკაფიოა, რომ ისეთი უიღბლო ინსტიტუტი, როგორიც პროკურატურაა და რომელიც მხოლოდ ხელისუფლებასთან ასოცირდება, თემას მხოლოდ პოლიტიზირებულს ხდის. აქ ძალიან კარგად ჩნდება პოლიტიკური ვნებები, ვიდრე თავად თემის შინაარსი. დარწმუნებული ვარ, პატრიარქი არ დადუმდება და თავის პოზიციაში მკაფიო იქნება, მანამდე კი მას ყველა ასეთი ზედაპირული ინფორმაცია მხოლოდ ტკივილს აყენებს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი და დასძენს, რომ ვიდრე კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო არ გახდება, პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბარი დაუშვებელია.

თიკო ოსმანოვა
16.02.2017

 სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს. მეუფე პეტრე ცაავა პროკურატურას პატრიაქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის წარსულით დაინტერსებას ურჩევს. საუბარია 36 წლის წინ მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც დაიღუპა თეთრუაშვილის მეგობარი ნაზი ზვიადაური, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა. თეთრუაშვილმა შემთხვევიდან მალევე ეკლესიას შეაფარა თავი. გარდაცვლილის ოჯახი საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს. პატრიაქის მდივნის მიმართ ბრალდებები აქვს დაღუპულის ძმას. თუმცა ამ ეტაპზე რაიმე განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს.

სალომე სარიშვილი
16.02.2017

 საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული აქტი არაკონსტიტუციურად სცნო, რაც ნიშნავს, რომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საპატიმრო სასჯელი გაუქმებულია. ნარკოლოგების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ლოგიკურსა და ბუნებრივს უწოდებს. ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდგომ, მარიხუანას მომხმარებელთა რიცხვის მატება ნაკლებადსავარაუდოა და ის მოხმარების მსურველებს არ წაახალისებს.

თიკო ოსმანოვა
16.02.2017

 გაჩერებული სამართალი - სასამართლო სამოქალაქო დავების განხილვას პრაქტიკულად ვერ ახერხებს. ამის მთავარი მიზეზი კი მოსამარლეების ნაკლებობაა. თითო მოსამართლეს დაახლოებით, 500-600 საქმე აწერია, რის გამოც ერთ კონკრეტულ საქმეზე ვერდიქტის გამოტანას წლები სჭირდება. "კატასტროფული მდგომარეობა" - ასე აფასებენ იურისტები და ადვოკატები სასამართლოებში არსებულ სიტუაციას და დაუყონებლივ რეფომის გატარებას ითხოვენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×