ნინო ქეთელაური 15.02.2017
"როგორც ჩანს, საგამოძიებო ორგანოებს აქვთ უტყუარი მტკიცებულებები, თორემ პრემიერი და სხვა მინისტრები ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდნენ. მე ვფიქრობ, საქმის გამოძიება დამთავრებულია და მხოლოდ ფორმალური ნაწილიღა დარჩა," - ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა დეკანოზ გიორგი მამალაძეზე მთავრობის წევრების მიერ გაკეთებულ მწვავე განცხადებებს.
|
ნინო ქეთელაური 14.02.2017
"საკუთარი საქმის კარგად მცოდნე", - ასე ახასიათებენ მაღალი იერარქიის პირის მოწამვლის მცდელობაში ბრალდებულ დეკანოზ, გიორგი მამალაძეს "რეზონანსთან" საუბრისას თავისი მეზობლები. მას საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ასევე პარალელურად წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი იყო.
|
ეკატერინე ბასილაია 14.02.2017
პატრიარქ ილია II-სთან ბერლინის საავადმყოფოში დაცვა გაძლიერებულია, სასულიერო პირების ნაწილს პროკურატურის განცხადება, დეკანოზ გიორგი მამალაძის მხრიდან პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე, არ სჯერა და კითხვები აქვს, ნაწილი პროკურატურას სრულად ენდობა.
|
ეკატერინე ბასილაია 14.02.2017
რელიგიის საკითხთა შემსწავლელი სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი, თეოლოგი ვლადიმერ ნარსია აცხადებს, რომ პატრიარქი ილია ||-ის სიცოცხლეშივე დაწყებულია მომავალი პატრიარქობისთვის ბრძოლა და მოწამვლის დაგეგმვაზე თემის აწევით რაღაც ჯგუფი ცდილობს სავარაუდო ერთი კანდიდატის დისკრედიტაცია მოახდინოს და ამით საკუთარ კანდიდატურას გაუმყაროს პოზიციები.
|
გვანცა ღვედაშვილი 14.02.2017
"დღევანდელი სურათი გარკვეული დეჟავუს განცდას ბადებს. ასეთი სისტემა, როცა მასობრივად ხდებოდა მედიაში დიდი გადალაგება და რყევები მიხეილ სააკაშვილის შესრულებით 2005-2006 წლებში იყო, რაც 2007 წელს "იმედის" დარბევით და გაკონტროლებით დასრულდა... ხომ არ აქვს ვინმეს იმის მცდელობა, რომ ავადსახსენებელი 2006-2007 წლები დააბრუნოს, როდესაც ყველაფრის უზურპაცია მოხდა", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრის დროს აკეთებს.
|
სალომე სარიშვილი 14.02.2017
აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურებმა ქვეყნის მასშტაბით რეიდები დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც ასობით არალეგალი მიგრანტი დააკავეს. სპეციალისტების შეფასებით, აშშ-ში მასშტაბური რეიდების წამოწყება, ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკის აღსრულებას ნიშნავს. კერძოდ, კი იმ განკარგულების სისრულეში მოყვანას, რომელიც ტრამპმა საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით გამოსცა და ამით მისი ამ საკითხისადმი პოლიტიკურ განწყობას გაუსვა ხაზი.
|
თიკო ოსმანოვა 14.02.2017
"ამ ხელისუფლებისგან მოსმენებთან დაკავშირებით ნორმალურ კანონს არ ველოდები. ჩვენ ამასთან დაკავშირებით, განხეთქილება გვქონდა ჯერ კიდევ კოალიაციაში ყოფნის დროს. მაშინვე არ გვეთანხმდებოდნენ და, როგორც ჩანს არ უნდათ რაღაცის გაგება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი.
|
სალომე სარიშვილი 14.02.2017
"არ მგონია, ეს პოლიტიკა ლეგალური მიგრანტების წარმომავლობას შეეხოს. მართალია ,ტრამპმა ერთი პერიოდი "მწვანე ბარათების" მფლობელებსაც აუკრძალა მისი გამოყენება, თუმცა მეტწილად ეს სიმკაცრე მაინც არალეგალურ მიგრაციას შეეხება, ვინაიდან მას თან ძალიან დიდი საფრთხე სდევს", - ამბობს აშშ-ში მასშტაბური რეიდების დაწყების შეფასებისას სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.
|
ნინო ომანაძე 14.02.2017
დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში წინასაარჩევნო ვნებათაღელვა პიკს აღწევს, 10 თებერვალს აფხაზეთის ცსკო-მ საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია დაასრულა, როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკის "საპარლამენტო" არჩევნები 2017 წლის 12 მარტსაა დანიშნული.
|
მარი ჩიტაია 14.02.2017
მარტში, დიდი ალბათობით, ლარის გამყარების ტემპი დაჩქარდება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, კურსი სავარაუდოდ, 2,50-ის ფარგლებში დაფიქსირდება. "ბლუმბერგის" პლატფორმაზე ლარის გამყარების ტენდენცია თვენახევრის წინ დაიწყო და სხვადასხვა ამპლიტუდით დღემდე გრძელდება. 5 იანვარს კურსი 1 დოლარი 2,76 ლარი ღირდა, ამჟამად 2,63-ის ფარგლებშია.
|
ნინო ომანაძე 14.02.2017
"ხაჯიმბას დასაყრდენს წარმოადგენს მხოლოდ მისი კლანი და სომხური მოსახლეობა, რომლებიც ცდილობენ სათავისოდ ევაჭრონ "პრეზიდენტს" და მიიღონ ის სიკეთეები, რაც სურთ.
|
მარი ჩიტაია 14.02.2017
ლარის გაუფასურების გამო, მედიკამენტების ფასი 2016 წელს, დაახლოებით, 20-22%-ით გაიზარდა. ეს არაოფიციალური მონაცემებია, რომელიც ფარმაცევტული ბაზრის წარმომადგენლებმა (არაბრენდირებული აფთიაქებიდან) მოგვაწოდეს. დასახელებულ ციფრს დამაჯერებელს უწოდებს სამედიცინო სფეროს სპეციალისტების უმეტესობა, რომელთა შეფასებითაც ლარის დევალვაციამ მომხმარებელს წამლები საგრძნობლად გაუძვირა, რასაც ექსპერტები ოფიციალური სტატისტიკის გარეშეც ადასტურებენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|