ნათია ლომიძე 11.02.2017
ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ ტურისტული კომპანიები ბილეთების გაძვირებას აანონსებენ. მოთხოვნის გაზრდასთან ერთად, მოიმატებს ღირებულება, თუმცა ეს პირველ ეტაპზე მოხდება, შემდეგ კი სიტუაცია დარეგულირდება. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ბილეთებზე ფასის მატებას, ასევე ავიაკომპანიების საფასო პოლიტიკას უკავშირებენ.
|
სალომე სარიშვილი 10.02.2017
საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ შექმნილმა საზოგადოებრივმა ვნებათაღელვამ პიკს მიაღწია. გუშინ რამდენიმე ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქციის მიწურულს ვითარება უკიდურესად დაიძაბა, როცა აქტივისტების ნაწილი ტელევიზიის შენობაში შეიჭრა.
|
ეკატერინე ბასილაია 10.02.2017
საზოგადოებრივი მაუწყებლის კიბეებიდან დაწყებული მცირე საპროტესტო აქცია შესაძლებელია სხვა ბევრი პატარა თუ დიდი აქციის ერთგვარ სიმბოლურ დასაწყისად იქცეს და ახალგაზრდების კიდევ უფრო გააქტიურება გამოიწვიოს, რაც, პოლიტოლოგების თქმით, ხელისუფლებისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა გახდება.
|
ნინო ქეთელაური 10.02.2017
"ყალბი არჩევნები, პრივატიზებული პარლამენტი და კონსტიტუცია, გზაკვალ- აბნეული "რუსთვი 2", ყველაფერი ის, რაც მიუღებელია ევროპისთვის, არის სამიზნე ჩვენი კადრებთუხუცესისთვის", - აცხადებს "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი და აღნიშნავს, რომ, ის რაც დღვანდელ პარლამენტში ხდება, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მეორე არხის საშუალებით იყო, ეს კი საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი "დაებნელებინათ".
|
თიკო ოსმანოვა 10.02.2017
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე სამართლებრივი დავა შესაძლოა კიდევ რამდენიმე თვე გაჭიანურდეს. შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გადაწყვეტილება 10-დან 15 თებერვლამდე გამოცხადდება, საქმის იურისტები არარეალურს უწოდებენ.
|
სალომე სარიშვილი 10.02.2017
მას შემდეგ, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის გარკვეულმა ნაწილმა დატოვა, ცვლილებები მოხდა როგორც თბილისის, ისე რეგიონის საკრებულოებში. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, საკრებულოებში პარტიის წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა "ნაცმოძრაობაში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მათგან გაყოფილ "ევროპულ საქართველოში" განსხვავებულ ინფორმაციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რეგიონებში საკრებულოს წარმომადგენლების გადალაგების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
|
სოფო ჩხიკვაძე 10.02.2017
ახალგაზრდები თავისუფალ დროს, ძირითადად, ელექტრონულ ტექნოლოგიებს უთმობენ. სპეციალური კვლევით დადგინდა, რომ უმეტესობა მუსიკის მოსმენას (70%), ფილმებისა (57%) და ტელევიზორის (50%) ყურებას არჩევს. სულ უფრო მცირდება წიგნებისა ჟურნალ-გაზეთების მკითხველთა (23%), სპორტის მიმდევართა (21%) და წერისა თუ ხატვის (13%) მსურველთა რიგები.
|
მარი ჩიტაია 10.02.2017
გალარების პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა პროექტით გათვალისწინებულ მსესხებელთა 3%-ს არ აღემატება. ბოლო მონაცემებით, სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეობა 800 ადამიანს აქვს მიღებული. ეს ნიშნავს, რომ მთავრობისა და ეროვნული ბაკნის მცდელობა უშედეგოა.
|
მარი ჩიტაია 10.02.2017
რძისა და რძის პროდუქტების სავალდებულო ეტიკეტირება აგრარული ბაზრების მოვაჭრეებისთვის ახალი ვალდებულებაა. მათ ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვთ, თუ რა წესების დაცვა მოუწევთ და არც ლაბორატორიებზე მიუწვდებათ ხელი. ცალკე პრობლემაა ფასიც. ფაქტია, რომ დამატებითი ხარჯის გაწევა რძის ნაწარმის ღირებულებაზეც აისახება.
|
ნათია ლომიძე 10.02.2017
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყება, ანუ სულ რაღაც 10 თვეა დარჩენილი, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვრის. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ავტომობილების ინსპექტირების საკითხი ვადაში ვერ ჩაეტიოს.
|
ნინო ომანაძე 10.02.2017
7 თებერვალს ცხინვალს მოულოდნელი ვიზიტით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველი, ვლადისლავ სურკოვი ეწვია. როგორც გამოცემა "სპუტნიკი" იუწყება, ცხინვალში სტუმრობისას სურკოვმა დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ "პრეზიდენტ" ლეონიდ თიბილოვს "საპრეზიდენტო არჩევნებში" ღია მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსეთის პრეზიდენტის მოკითხვაც გადასცა.
|
თიკო ოსმანოვა 10.02.2017
საზოგადოებრივ მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის რადიკალური გეგმის დამტკიცება, დიდი ალბათობით არ მოხდება. გენერალურ დირექტორსა და ბორდს შორის პირველი შეთანხმება მიღწეულია, ერთ კვირაში ბორდმა საზოგადოებრივ მაუწყებლის შეფასების კრიტერიუმები უნდა წარადგინოს და პარალელურად საჯარო შეხვედრებს გააგრძელებენ. სამუერვეო საბჭოს წევრის ირინა ფუტკარაძის თქმით, ბორდის უმრავლესობის აზრით, მაუწყებლის შეფასების კრიტერიუმი მარტო რეიტინგი არ არის მაღლაფერიძის კონცეფცია კი მხოლოდ ამაზეა აგებული.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|