თიკო ოსმანოვა 08.02.2017
ე.წ. შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიასა და საკრებულოს წევრის ალეკო ელისაშვილის დაპირისპირება გრძელდება, თუმცა ამჯერად სასამართლოში.
|
ია აბულაშვილი 08.02.2017
"ის, რომ რვა ნოემბერს არ ჩაცხრებოდა ამერიკაში წინასაარჩევნო ვნებათაღელვა, თავიდანვე ცხადი იყო, მაგრამ თუ არც გარდამავალი პერიოდი გახდებოდა საამისოდ საკმარისი, ამას უკვე ცოტა თუ ელოდა შტატებშიცა და მის გარეთაც. ახალი საომარი ბრძოლის ყიჟინად ქცეული საინაუგურაციო სიტყვა და პრეზიდენტის პირველივე გადაწყვეტილებები ნაღვერდალზე დასხმულ ნავთად იქცა და კიდევ უფრო დაძაბა შიდა პოლიტიკური დაპირისპირება," - აცხადებს სოსო ცინცაძე.
|
გვანცა ღვედაშვილი 08.02.2017
მცხეთის მუნიციპალიტეტში მორატორიუმი კიდევ 2 წლით გაგრძელდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ მცხეთის საკრებულოში და მიიჩნევენ, რომ ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მორატორიუმის ვადა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გააგრძელა. ამასთან ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე აცხადებს, რომ მცხეთის მიწათსარგებლობის გენგეგმა საკრებულოსა და კერძო პირთა ინტერესების გამო დაბლოკეს.
|
მარი ჩიტაია 08.02.2017
საქართველოში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოსული საწვავის წილი მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 50%-ს მიაღწია. თუკი აქამდე ბაზრის ძირითადი სეგმენტი ევროპულ საწვავს ეკავა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
|
მარი ჩიტაია 08.02.2017
თბილისში ბინის ქირის ფასი შემცირდა, მაგრამ მოთხოვნა აღარ არის. რაც შეეხება გირაოს, ვითარება ამ მხრივ კიდევ უფრო რთულია, რადგან ასეთი გარიგების საფასური ბინის რეალურ ღირებულებას თითქმის უტოლდება.
|
თეო გუდავაძე 08.02.2017
თბილისი მოდას აყოლილი ქალაქია, სადაც სწრაფად იტაცებენ და იზიარებენ ახალ იდეებს ან თუნდაც ძველ ტრადიციას განაახლებენ და ახალი ფორმით დატვირთულს სთავაზობენ საზოგადოებას. სწორედ ასეთი წამოწყებაა უფასო ბაზრობაც, რომელიც პირველად 2014 წელს გაიმართა ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში. მაშინ ხალხს ეუცხოვა ეს ყველაფერი და მნახველიც შესაბამისად ცოტა იყო, თუმცა დროთა განმავლობაში თბილისელებმა აიტაცეს წამოწყება და ის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
|
ნათია ლომიძე 08.02.2017
ენგურჰესი მუშაობას ორი კვირით, დაახლოებით, 15 დღეში შეწყვეტს. ამ პერიოდში კი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება რუსულ და ქართულ მხარეს შორის გადანაწილდება. ჯერ კიდევ ბუნდოვანია რამდენად უსასყიდლოდ მიაწოდებს რუსეთი აფხაზეთს დენს და მოუწევს თუ არა ამ "ვალის" დაფარვა ქართულ მხარეს.
|
სალომე სარიშვილი 08.02.2017
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე მომუშავე მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე პროკურატურამ ახალი, შუალედური მასალები გამოაქვეყნა, სადაც მითითებულია, რომ ისინი წერილებსა და გზავნილებს ვინმე დ. საყვარელიძისგან იღებდნენ, თანაც უკრაინიდან. მართალია, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე და ამჟამად უკრაინის მოქალაქე დავით საყვარელიძეზე პირდაპირ მასალებში საუბარია არაა, ყველასთვის ნათელია ამ საქმეზე პროკურატურის ვერსია.
|
სალომე სარიშვილი 07.02.2017
"უსაფუძვლო ეჭვის გამო საზღვრიდან გამობრუნება არ ხდება, თუმცა თუკი ასეთი შემთხვევები მასობრივად მოხდება, საქართველოს მხარეს უფლება აქვს, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი და იმ მიზეზებზე საუბრობს, რა შემთხვევაშიც შესაძლოა საზღვრიდან უკან გამობრუნება მოგვიწიოს.
|
თიკო ოსმანოვა 07.02.2017
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ძირეულ რეფორმას იწყებს და საინფორმაციო გამოშვების გარდა ყველა გადაცემის დახურვას ითხოვს. მათი ბედი ახლა სამეურვეო საბჭოს ხელშია. მაღლაფერიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ტელევიზიაში არსებული რთული ტექნიკური პრობლემების გამო მიიღო.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.02.2017
"რუსთავი 2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია ფაბრიკაციას უწოდებს გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომელიც თითქოსდა იუსტიციის ყოფილი მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან მის საუბარს შეიცავს და ამბობს, რომ ეს "სუს-ის ხელწერაზე" მიუთითებს. ჩანაწერის აუთენტურობის უმცირესობას არ სჯერა, უმრავლესობის განცხადებით კი საუბრის რეალურობა გამოძიების დასადგენია.
|
ნინო ქეთელაური 07.02.2017
"აფხაზეთის მოსახლეობისთვის იმდენად მიმზიდველი იქნება უვიზო მიმოსვლა, რომ შეიძლება შიშის ზღვარი გადაილახოს," - ამის შესახებ აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.
|