ნინო ქეთელაური
07.02.2017

 ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება სახალხო დამცველისთვის გაუგებარია. უჩა ნანაუშვილის თქმით, "მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე არ უნდა აისახოს."

მარი ჩიტაია
07.02.2017

 კრედიტებით დამძიმებული მოსახლეობა გალარების პროექტს არ ენდობა. მართალია, დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ბანკებს ძალიან ცოტა ადამიანი აკითხავს. თუ ასე გაგრძელდება, დოლარიდან ლარში სესხების 30%-ზე მეტი არ გადავა. თუკი 1 კვირის წინ გალარების მსურველთა რიცხვი 400-ს არ აღემატებოდა, ფინანსისტების ვარაუდით, მათი რაოდენობა მოცემულ მომენტში 600-ს არ გადააჭარბებს. სპეციალისტთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ გალარებული სესხების რიცხვი 2000-ს ბევრად არ გადააჭარბებს.

მარი ჩიტაია
07.02.2017

 2013 წლიდან მოყოლებული, საქართველოში რკინიგზაზე ტვირთბრუნვა მუდმივად მცირდება. რამდენიმე ახალი სამგზავრო მატარებლის შეძენის გარდა, რადიკალურად არ უმჯობესდება რკინიგზის ინფრასტრუქტურა და არც დასაქმებულთა მდგომარეობა. ბოლო 4 წელიწადში შემოსავალმა თითქმის 50%-ით იკლო. მართალია, ამის ერთ-ერთ მიზეზად გლობალური ფაქტორი სახელდება, მაგრამ "საქართვლეოს რკინიგზას" სახარბიელო მდგომარეობა არც შიდა გადაზიდვების მხრივ აქვს, სადაც 15%-იანი კლებაა.

თამარ მუკბანიანი
07.02.2017

 ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო ავეჯის ბიზნესით დაკავებული ადამიანები შემცირებულ რეალიზაციაზე ჩივიან. ბოლო 2 წელიწადში გაყიდვის მაჩვენებელმა 30-40%-ით დაიკლო.

გვანცა ღვედაშვილი
07.02.2017

 საქართველოში შვილად აყვანის წესი შესაძლოა შეიცვალოს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა და პირველი მოსმენით მას მხარი დაუჭირა. აქვე აღსანიშნავია, რომ ცვლილებები 12-მდე სხვადასხვა კანონში განხორციელდება.

ია აბულაშვილი
07.02.2017

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მე-19 საუკუნის თბილისში, რომელიც ძალიან მზარდი ქალაქი იყო, თვე არ გაივლიდა, რომ ახალი დუქანი ან გასართობი სახლი არ გახსნილიყო.

ვახტანგ შამუგია
07.02.2017

 უკვე კვირაზე მეტია, რაც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მრავალათასიანი დემონსტრაციები არ წყდება. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე ღარიბი სახელმწიფოს მოქალაქეები 31 იანვარს მინისტრთა კაბინეტის მიერ პარლამენტის გვერდის ავლით, ღამის 11 საათზე მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ნათია ლომიძე
06.02.2017

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, დოლარმა შესუსტება დაიწყო. ევროსთან მიმართებით ამერიკულმა ვალუტამ პოზიცია უკვე დათმო, თანდათან ძვირდება ნავთობი და ძვირფასი ლივონებიც. როგორც ჩანს, ძლიერი დოლარის ეპოქა სრულდება. ქართველი ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ დოლარის დასუსტება საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტს გაიაფებს, მაგრამ შეიძლება პრობლემა შეექმნას ექსპორტს, თუმცა ამ მხრივ ისედაც მუდმივად პრობლემებია.

შოთა თხელიძე
06.02.2017

 დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელისა და აწ უკვე მისი ადმიისტრაციის მთავარი სტრატეგიული მრჩევლის, ულტრა მემარჯვენე შეხედულებებით ცნობილი სტივ ბენონის ვარაუდით, აშშ ჩინეთთან მომდევნო 5-10 წელიწადში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ომს დაიწყებს.

ია აბულაშვილი
06.02.2017

 დიდი მგოსანი აკაკი წერეთელი შესანიშნავი იუმორის ნიჭით დაჯილდოვებული და მახვილი ენის ადამიანი რომ იყო. ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება, თუმცა დღევანდელ სტატიაში მის რამდენიმე მოსწრებულ სიტყვა-პასუხს და ოხუნჯობას გავიხსენებთ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

გვანცა წულაია
06.02.2017

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობა ყოველწლიურად კლებულობს. 2013 წელს 34 693 ქორწინება ფიქსირდება; 2014 წელს - 31 526, 2015 წელს - 29157, ხოლო 2016 წლის პირველ 6 თვეში (იანვარი-ივნისში) - მხოლოდ 11 787.

თიკო ოსმანოვა
06.02.2017

 ოფიციალური თბილისს, შვეიცარიელ შუამავლებთან ერთად, მოსკოვზე გარკვეული ზეწოლის განხორციელებას გეგმავს, რათა ბოლოს და ბოლოს მიაღწიოს 6 წლის წინ დადებული ხელშეკრულების ამოქმედებას. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ საკითხს კარასინი-აბაშიძის ფორმატში მიმდინარე შეხვედრებზე განიხილავდნენ, თუმცა, ამ განხილვის შედეგებზე დეტალური განცხადებები არ კეთდებოდა. მორიგ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე კი პრემიერის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ წინმსწრება განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან 7 თებერვლის შეხვედრაზე ამ ხელშეკრულების ამოქმედების საკითხს მკვეთრად დასვამს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×