სოფო ჩხიკვაძე 03.02.2017
ახალგაზრდების უმეტესობა განტვირთვის საშუალებად ბარებში და კაფეებში სიარულს მიიჩნევს. თბილისში ბევრია ისეთი ადგილი, სადაც შესაძლებელია, მეგობრებთან ერთად, სასიამოვნო დრო გაატარო. ბოლო წლების განმავლობაში ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც დღის მეორე ნახევარში ბარ-რესტორნებში თავისუფალი ადგილის პოვნა შეუძლებელი იყო, ახლა კი პირიქითაა. ბოლო რამდენიმე კვირაა გასართობი ადგილები მომხმარებლის ნაკლებობას განიცდის. ამ ყველაფერს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზის უკავშირებენ.
|
მარი ჩიტაია 03.02.2017
საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ეკონომიკურად დიდ სარგებელს ვერ მოუტანს, თუმცა პოლიტიკურად ქვეყანა საკმაო დივიდენდს მიიღებს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებით ქვეყანა, შესაძლოა, ცალკეული გამოწვევების წინაშეც დადგეს, რის საპასუხოდაც მთავრობას სამუშაო ადგილების შექმნაზე ზრუნვა გაორმაგებულად მოუწევს. თავისთავად ფაქტი, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, პოლიტიკურად დიდი გამარჯვებაა და ამას ვერავინ უარყოფს.
|
სალომე სარიშვილი 03.02.2017
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ფიქრობს, რომ ვიზალიბერალიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში დაინტერესებას გამოიწვევს. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ცხინვალსა და აფხაზეთში რუსიფიკაციისა და იზოლაციის ინტენსიური პროცესი მიდის. მინისტრი არ ვარაუდობს, რომ დასაწყისისთვის ქართული პასტორტის მიღების მსურველთა რიცხვი მყისეულად და მკვეთრად გაიზრდება, თუმცა იმაში კი დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაცია ყველა მოქალაქისთვის მიმზიდველი იქნება.
|
ეკატერინე ბასილაია 03.02.2017
სულ რაღაც ერთი ნაბიჯი და საქართველოს მოქალაქეებს ვიზის რიგებში დგომის გარეშე, 39 ევროდაც კი, ევროპაში თავისუფლად მოგზაურობა შეეძლებათ. ეს შეიძლება უკვე მარტის ბოლოსთვის მოხდეს, ან აპრილის დასაწყისში.
|
თიკო ოსმანოვა 03.02.2017
"ფარულ მოსმენასთან დაკავშირებით ჩემი აზრით, გასამკაცრებელია მონიტორინგი, არის თუ არა კანონიერი მოსმენა, რაც არ არის იოლი საქმე. მერე დასაყენებელია იმ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ევალება ამ სფეროში ისე მუშაობა, რომ არ იყოს ხელყოფილი ადამიანის უფლებები," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
|
ნინო ქეთელაური 03.02.2017
სპეციალისტები "ბავშვთა სამყაროს" შენობის დემონატაჟისთვის ემზადებიან. მათი დასკვნით, კონსტრუქცია ავარიულია და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს. შენობის მიმდებარედ შეკრებილი მოვაჭრეები კი, დემონტაჟამდე შენობაში შეშვებასა და საკუთარი ძვირფასეულობის გამოტანას მთელი დღის განმავლოაბში ითხოვდნენ, რაც, ინჟინრების აზრით, სიცოცხლისთვის სახიფათოა.
|
ია აბულაშვილი 03.02.2017
ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ, თბილისის ბაღების ისტორია 300-მდე ბაღს ითვლიდა და წლების წინ ჩვენს დედაქალაქს დაახლოებით 600 ჰექტარი მწვანე საფარი ჰქონია. დღევანდელ სტატიაში მკითხველს თავს არ შევაწყენთ სტატისტიკური მონაცმებით, თუ რამდენი ჰექტარი დაგვრჩა მწვანე საფარი, მხოლოდ თბილისის ერთ ძველ და უნიკალურ ორთაჭალის ბაღებს გავიხსენებთ, ცნობილს თავისი დუქნებით, აბანოებით, სასტუმრობით, ქალაქური პურმარილით, ბოსტნეულით, რომელიც ყოვლ სისხამ დილით გოდორაკიდებული ვირებით მოჰქონდათ ქალაქის ბაზრებში. ორთაჭალაში დაჭერილი და "ორთაჭალურად" დამზადებული თევზით.
|
ნინო ქეთელაური 03.02.2017
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. როგორც მისი ექიმი ცისანა შარტავა აცხადებს, ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი გამწვავდა და მოსალოდნელია შემდგომი გართულება, რის გამოც სპეციალისტებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ გამოკვლევა და დაკვირვება ბერლინში მოხდეს.
|
ია აბულაშვილი 03.02.2017
"ვიცხოვრე ისე, როგორც მაღალმა ღმერთმა ინება. ბედისწერით კმაყოფილი ვარ, თუმცა, შეიძლებოდა ცხოვრებას უკეთესი მიმართულება მიეღო. ეგ არის, ეს "უკეთესი" როგორი იქნებოდა, წარმოდგენილი ვერა მაქვს. თუ ხელახლა მომიწია ცხოვრების დაწყება ახალს ვერაფერს ვიზამ - ვიცხოვრებ, როგორც ვიცხოვრე" - ეს სიტყვები ეკუთვნის ჭაბუა ამირეჯიბს, ადმიანს, რომელმაც ჩვენს თაობას "დათა თუთაშხია" აჩუქა.
|
ვახტანგ შამუგია 02.02.2017
2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას დაუჭირა მხარი. ამ სასიხარულო ცნობას წლების განმავლობაში მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელოდა. ადგილობრივი თუ უცხოელი ექსპერტები და პოლიტოლოგები ვარაუდებს გამოთქვამენ იმის თაობაზე, თუ როგორ აისახება ვიზალიბერალიზაციის პროცესი ჩვენს ქვეყანასა და თანამოქალაქეებზე.
|
რეზონანსი 02.02.2017
ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრისას ულტრა-მემარჯვენე ბრიტანელი პარლამენტარის, სტივენ ვულფის გამოსვლას ქართულ საზოგადოებაში გაურკვევლობა მოჰყვა.
|
ეკატერინე ბასილაია 02.02.2017
აშშ-ში დონალდ ტრამპის მეორე სამუშაო კვირა ქუჩებსა და აეროპორტებში საპროტესტო აქციებით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ამტკიცებს, საემიგრაციო განკარგულება ქვეყნის დაცვას უკავშირდება და არა მუსლიმების მიუღებლობასო, მის გადაწყვეტილებას არა მარტო აქციაზე გამოსულები აკრიტიკებენ მწვავედ, არამედ თავად სენატორებიც და ევროკავშირის ლიდერებიც. კეთდება პროგნოზები, რომ ტრამპის გეგმებმა დიდი ეროზია გააჩინა ევროკავშირი-აშშ-ს ურთიერთობებში.
|
|