გვანცა ღვედაშვილი 01.02.2017
2017 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე მიუღწეველი პირები ვეღარც სასამართლოს ნებართვით დაქორწინდებიან. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი თექვსმეტ წლამდე ასაკის პირთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.
|
სალომე სარიშვილი 01.02.2017
უკრაინაში დაძაბულობის ახალი ტალღა დაიწყო. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასში, კერძოდ კი ავდეევკის რაიონში გასული 3 დღის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. უკრაინის სამთავრობო ჯარსა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრორუსულ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის ბრძოლას მსხვერპლი ორივე მხარიდან მოჰყვა, თუმცა მათი რაოდენობის შესახებ უკრაინულ და რუსულ მედიაში განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.
|
მარი ჩიტაია 31.01.2017
საქართველოში მშენებლობები სეისმომედეგობაზე არ მოწმდება. სპეციალისტები, მათ შორის, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებიც არ მალავენ, რომ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოება ამ თვალსაზრისით, მშენებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. უწყება, რომელსაც სეისმურ უსაფრთხოებაზე კონტროლი ევალება, ქვეყანაში არ არსებობს. დაახლოებით რამდენ ბალს გაუძლებს შენობა, სპეციალისტებს ცალსახა პასუხი არ აქვთ. თუმცა, ამბობენ, რომ ახალ აშენებული კორპუსების, დაახლოებით, 60% 8-ბალიან მიწისძვრის ვერ გაუძლებს.
|
ნათია ლომიძე 31.01.2017
საქართველოში 1000-ზე მეტი მოქმედი ლომბარდია, ხოლო მათ 10 000-მდე მუდმივი მომხმარებელი აკითხავს. სესხების ლარში გაცემის მიუხედავად, რომელიც სალომბარდო ბაზრის საპროცენტო განაკვეთს ნაწილობრივ გააძვირებს, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ისინი მომხმარებელს არ დაკარგავენ, რადგან ლომბარდი მათთვის იოლი ფულის მიღების ერთ-ერთი მარტივი გზაა.
|
თამარ ვეფხვაძე 31.01.2017
სესხების გალარების პროგრამა საფრთხის ქვეშაა. ბანკების პირობებით კლიენტებისთვის იმდენად მიუღებელია, რომ უმნიშვნელო ნაწილი გამოთქვამს მონაწილეობის სურვილს. შეიძლება მთავრობის ძლივს მოფიქრებულ-დაგეგმილი პროექტი ჩავარდეს. ამიტომ ეროვნულ ბანკში სასწრაფოდ შეიკრიბნენ კომბანკების პირველი პირები, რათა არაეფექტურად წამოწყებული პროგრამის გადარჩენა შეძლონ.
|
თიკო ოსმანოვა 31.01.2017
12 წუთში დამწვარი 13 ათასი კვადრტული მეტრი ფართობი - ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყარო" მთლიანად დაიწვა. რამ გამოიწვია ამხელა მასშტაბის ხანძარი?! ეს კითხვა, უკვე მეორე დღეა, პასუხგაუცემელია. გამოძიება მიმდინარეობს, მოვაჭრეები ზარალს ითვლიან და ხანძრის განზრახ გაჩენაზე ლაპარაკობენ. ვერსიებზე საუბარი უჭირთ სპეციალისტებს.
|
სალომე სარიშვილი 31.01.2017
"ჯერ კიდევ წლების წინ დავიწყე ლაპარაკი იმაზე, რომ ეს შეხვედრები სხვა არაფერია, თუ არა პინკ-პონკის თამაში და შეხვედრა-შეხვედრისთვის. ქართულმა დიპლომატიამ ამ კუთხით თავიდანვე ფატალური შეცდომა დაუშვა.
|
ვახტანგ შამუგია 31.01.2017
თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს - უწყების რიგებიდან 2250-მდე პირი იქნა დათხოვნილი. გათავისუფლდა 400 შტატგარეშე და 1350 შტატიანი თანამშრომელი, შეიარაღებული ძალებიდან 217 ოფიცერი და 123 სერჟანტი.
|
ნინო ომანაძე 31.01.2017
გალის რაიონის ქვედა ზონის ქართულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც "ნაბაკევი-ხურჩის" და "ოტობაია-ორსანტიის" ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტების გაუქმება გააპროტესტეს.
|
გვანცა ღვედაშვილი 31.01.2017
"სამწუხაროდ, პრეზიდენტი გადაიქცა ოპოზიციის პრეზიდენტად. მე მას არ ვთვლი საქართველოს პირველ პირად. ის "ვეტომანიით" არის დაავადებული, რომლის განკურნებაც სამწუხაროდ ვერ ხერხდება," - ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და უმრავლესობის მორიგ დაპირისპირებას.
|
თიკო ოსმანოვა 31.01.2017
ე.წ. კაბელების საქმის ეპოპეა დასრულდა - გათავისუფლებამდე 2 თვით ადრე პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები შეიწყალა, რამაც უმრავლესობას სამართლებრივი კითხვები გაუჩინა. ოპოზოციისთვის კი ამ საქმეში პოლიტიკური კონტექსტი ნათელი გახდა.
|
მარი ჩიტაია 31.01.2017
აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხი უფრო და უფრო გაურკვეველი ხდება. უცნობია, ენგურჰესის ჩაკეტვის გამო ოკუპირებული რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას რომელი მხარე უზრუნველყოფს ან მოხდება თუ არა ტარიფის სრულად ანაზღაურება ქართული მხარის მიერ. ენერგეტიკის სამინისტრო, ვისაც ამ საკითხის მოგვარება ევალება, დუმილის პოლიტიკას არჩევს. "ბიზნეს-რეზონანსის" გათვლით, სეპარატისტული რეგიონის ელექტროენერგიით დამატებით მომარაგებას საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე შევსებული ბიუჯეტიდან 33 მლნ ლარი შეეწირება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|