თიკო ოსმანოვა
28.01.2017

 "თავისიფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ნინო გოგუაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული მსჯავრდებულების შეწყალება არის ჰუმანური და სამართლიანი გადაწყვეტილება. მისი თქმით, მას ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ გიორგი მარგველაშვილი ამასთან დაკავშირებით თავის სიტყვას იტყოდა.

ია აბულაშვილი
28.01.2017

 ბრიტანული ჟურნალის "ეკონომისტი" კვლევითმა და საკონსულტაციო კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა "დემოკრატიის ინდექსი-2016"-ის ყოველწლიური კვლევის შედეგები, სადაც აღნიშნული ინდექსით 167 ქვეყანას შორის საქართველო ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა და 5.93 ქულით 78-ე პოზიციაზიას იკავებს.

გვანცა ღვედაშვილი
28.01.2017

 "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ არჩევნების "ქართული ოცნება" მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებს. როგორც "რეზონანსთან" ინტერვიუში განაცხადა, "ოცნებას" რომ ამის სურვილი ჰქონოდა, წინა მოწვევის პარლამენტში კანონის მიღების შესაძლებლობა არსებობდა და მას გამოიყენებდა.

სალომე სარიშვილი
27.01.2017

 გაზაფხულიდან, შესაძლოა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეგულაციები გამკაცრდეს. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ რეფორმის პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე იგეგმება და მას მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღება.

ეკატერინე ბასილაია
27.01.2017

 1-ლი თებერვლიდან დაახლოებით 10 საავადმყოფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება - ჯანდაცვის სამინისტრო მათთან თანამშრომლობას წყვეტს. მიზეზად სახელდება ის, რომ კლინიკების მენეჯმენტი დაზღვევის ფულის დიდ ნაწილს არა პაციენტის მკურნალობაზე და ექიმებისა და მედპერსონალის ანაზღაურებაზე, არამედ საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებს. სამინისტრო "ამის მოთმენას არ აპირებს". შეიძლება 1-ლი მარტიდან ამ 10 კლინიკის ბედი სხვებმაც გაიზიარონ.

ეკატერინე ბასილაია
27.01.2017

 ჯანდაცვის სფეროში ჯანსაღი კონკურენცია არ არის და არის რისკი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპს შეეწირება პატარა კლინიკები. დიდი კლინიკები კი პრეტენზიებს კაბინეტებში კულუარულად გაარკვევენ - აცხადებს ჯანდაცვის მიმართულებით "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" წევრი, მარინა ბერაძე.

თიკო ოსმანოვა
27.01.2017

 ფულის გაფლანგვიდან სამსახრეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამდე - კაბელების საქმის ეპოპეა დასასრულს უახლოვდება. თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი საპატიმროს მარტში დატოვებს. მანამდე კი საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების და დაცვის მხარეც უზენაესში გასაჩივრებს.

თიკო ოსმანოვა
27.01.2017

 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე სამართლებრივი დავა, შესაძლოა კიდევ რამდენიმე თვე გაჭიანურდეს. როგორც მხარეები აცხადებენ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა საქმის განსახილველად ჯერაც არ დაკომპელექტებულა. რაც შეეხება მოლოდინს, ქიბარ ხალვაში გამარჯვებას მესამე ინსტაცინაშიც ელოდება, "რუსთავი 2"-ის ადვოკატ თამთა მურადაშვილს კი პროგნოზის გაკეთება უჭირს.

გვანცა ღვედაშვილი
27.01.2017

 საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა გუშინ რამდენიმე ინიციატივა განიხილეს, რომელთა შორისაც უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვის ინიციატივაზე მსჯელობდა. საკითხმა კომისიის წევრებს შორის აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია.

ნინო ქეთელაური
27.01.2017

 "3 თქვეში კონსტიტუციის ცლილება, ეს უბრალოდ ხუმრობაა. მე მიკვირს, სერიოზული ადამიანები რატომ ჩაერთნენ ამაში და საკმაოდ არასერიოზული წინადადდებებიც მოვისმინე. მათ შორის, ჩემი ყოფილი პარტნიორებისგან, რაც ძალიან უცნაურია," - აცხადებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

სალომე სარიშვილი
27.01.2017

 ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პროკურატურამ სამი სამართალდამცველი დააკავა. "იბერიის" ინფორმაციით, ესენი არიან: მიხეილ ხუციშვილი; ბორის გოგიჩაიშვილი და პაატა კვინიკაძე. გუშინ საღამოს გავრცელებული ცნობებით, პოლიციელები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. განცხადება თავად ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმაც გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ სამართალდამცველები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან.

ნინო ომანაძე
27.01.2017

 "დარჩეს გამშვები პუნქტი" - ამ მოთხოვნით 25 იანვარს, გალის რაიონის ქართულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის ასობით მონაწილემ, რომელთა შორის ბავშვები ჭარბობდნენ, მთავარი გამშვები პუნქტი "ენგური" გადაკეტა და ნაბაკევის "გამშვები პუნქტის" გაუქმება გააპროტესტა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×