თიკო ოსმანოვა 24.01.2017
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი უგულავასა და სააკაშვილს შორის არჩევანზე უარს აცხადებს და საპატიმროს დატოვებამდე პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, - მან ამის შესახებ ახლა უკვე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას თავად უთხრა, რომელიც საპყრობილეში მის სანახავად გუშინ იმყოფებოდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 24.01.2017
საქართველოს უვიზო რეჟიმის მისაღებად 2 პროცედურა დარჩა - კენჭისყრა მინისტრთა საბჭოში და ევროპის პარლამენტში. როდის გაიმართება ხმის მიცემის პროცედურები უცნობია ჯერჯერობით, თუმცა უვიზო რეჟიმი სავარაუდოდ მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს.
|
ეკატერინე ბასილაია 24.01.2017
საკონსტიტუციო კომისია აქტიურად ამუშავდა და კონსტიტუციის პრეამბულაში ნატოსა და ევროკავშირში მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას ითხოვენ ყოფილი და დარჩენილი "ნაციონალები", 23 ორგანიზაციისგან შემდგარი გაერთიანება "კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" და არასაპარლამეტო ოპოზიციის ნაწილი.
|
ეკატერინე ბასილაია 24.01.2017
"ერთი რამ მაინტერესებს ძალიან მარტივად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კონსტიტუცია ორჯერ შეცვალა და რატომ არ ჩაწერა ევროატლანტიკური მისწრაფება პრეამბულაში? რა გამოდის? ის, რომ ეს პოლიტიკაა.
|
ნინო ქეთელაური 24.01.2017
"თუ ტრამპი თავის წინასაარჩევნო განცხადებებს უერთგულებს, რომელიც მან რუსეთთან და ევროპასთან მიმართებით გააჟღერა, ეს საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს", - ასე აფასებს ექსპერტების ნაწილი აშშ-საქრთველოს მომავალ ურთიერთობას.
|
ნინო ქეთელაური 24.01.2017
"აშშ-ს უკანასკნელმა რამდენიმე პრეზიდენტმა უკვე სცადა და თავის მმართველობის ვადა რუსეთთან დიალოგის ორგანიზებით დაეწყო, თუმცა ეს ყველაფერი ბოლოს ისევ რუსეთთან კონფრონტაციის გაღრმავებით დასრულდა.
|
სალომე სარიშვილი 24.01.2017
სახალხო დამცველი სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე საუბრობს და ამბობს, რომ მასში შემავალ მთელ რიგ საკითხებზე შენიშვნები ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას.
|
სალომე სარიშვილი 24.01.2017
"ზოგადად ამ განცხადებაში განსაკუთრებული სიახლე არაფერია, რადგან საფრანგეთის ოფიციალური პოზიციაც დაახლოებით ამგვარივეა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ საქართველომ ე.წ სკეპტიკოსი ქვეყნებში სერიოზული სამუშაოები უნდა ჩაატაროს, რათა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შეცვლა მოახერხოს", - ამგვარია პოლიტოლოგთა ნაწილის შეფასება საფრანგეთის ყოფილი პრემიერისა და ახლა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატის ფრანსუა ფიიონის განცხადებაზე, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის განკუთვნილი არ არიან.
|
ნათია ლომიძე 24.01.2017
დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან ზოგიერთი პროდუქტი გაქრა. მაღაზიების კონსულტანტები მომხმარებლებს ცარიელი დახლებისთვის ბოდიშს უხდიან. როგორც იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მარკეტების დიდ ნაწილს ნისიად მიღებული პროდუქტის საფასურის გადახდა უჭირს, ნაწილი კი გაზრდილი ფასით პროდუქტის მიღებისგან თავს იკავებს. ამის გამო კი მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
|
მარი ჩიტაია 24.01.2017
მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სამედიცინო ხარჯის გაწევა თანადაფინანსების პირობებშიც უჭირს. საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტური მუშაობისა და იმ შეღავათის მიუხედავად, რასაც ეს პროექტი ეწევა, ხალხი სამედიცინო ხარჯის 30%-ის გადახდასაც ვერ ახერხებს. ცნობილი პრაქტიკაა - რასაც სახელმწიფო პროგრამა არ ფარავს, მისი შევსება მერიას ან მუნიციპალიტეტებს უწევთ. ამას მოწმობს ამ სტრუქტურებში მიმართვის გაზრდა. ხალხი ყველაზე მეტად სწორედ ოპერაციების თანადაფინანსებას ან წამლების ფულს ითხოვს, რადგან ელემენტარული ხარჯის გაწევაც კი არ შეუძლიათ.
|
თამარ მუკბანიანი 24.01.2017
მანქანების რაოდენობის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ძნელი ხდება, საცხოვრებელი სახლების ეზოებში ავტომობილის გაჩერება. მოსახლეობა ამ ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტებზე ხშირად საუბრობს. ხშირია შემთხვევები, როცა მფლობელს მანქანის დატოვება ერთი კილომეტრის მოშორებითაც კი უწევს, რადგან არც კორპუსის ეზოში და არც მიმდებარე ტერიტორიაზე გასაჩერებელი ადგილი არ არის.
|
მარი ჩიტაია 24.01.2017
ფინანსისტების ნაწილი ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გაზრდას ურჩევს, რასაც პროგნოზირებენ კიდეც. იმის გამო, რომ ინფლაცია სწრაფად გაიზარდა, სებ-ს ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, თუმცა წინასწარ თქმა, რას მოიმოქმედებს ეროვნული ბანკი, არც ისე იოლია.
|