მამუკა ნაცვალაძე 23.01.2017
ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს ქართველურ ტომთა განსახლების ადგილას ჩნდება დიდი გაერთიანება, რომელიც ადრეკლასობრივი სახელმწიფოს წარმოქმნით მთავრდება. მას ურარტული ლურსმული წარწერები დიაოხს უწოდებენ, ძველი ბერძნები - ტაოხს. ეს უკანასკნელი სხვა არა არის რა, თუ არა ისტორიულ პროვინცია ტაო.
|
ნინო ქეთელაური 23.01.2017
კითხვაზე, "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის შემდეგ, როგორ განაწილდებიან მათი დეპუტატები სხვადასხვა საკრებულოში, "ევროპული საქართველოს" ლიდერები პასუხობენ, რომ ეს პროცესი დაახლოებით 30 იანვრიდან დაიწყება; "ნაცმოძრაობაში" კი განმარტავენ, რომ თითეულმა დეპუტატმა გადაწვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღოს და ვინ სად წავა, ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.01.2017
"რესპუბლიკური პარტია" მუშაობის აქტიურ ფაზაში გადადის. პარტიაში მიმდინარე ცვლილებები, რომლები უკანასკნელ დღეებში განხორციელდა სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს.
|
თიკო ოსმანოვა 23.01.2017
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორ კარასინის მორიგი შეხვედრა თებერვლის დასაწყისში გაიმართება. აბაშიძის თქმით, რუს კოლეგასთან ტრადიციულად ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრებს.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.01.2017
საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებებისა და სასამართლო რეფორმის თემატური ჯგუფის პირველი სამუშაო დღემ, რომელიც 21 იანვარს ჩატარდა, გარკვეული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების ფონზე ჩაიარა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ექსპერტები და არასმთავრობო ორგანიზაცის წარმომადგენლები სამუშაო გარემოს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ სხდომაზე ყველას ჰქონდა მოსაზრების დაფიქსირების საშუალება.
|
ელზა პაპოშვილი 23.01.2017
საერთაშორისო ექსპერტი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ დონალდ ტარამპა ინაუგურაციის დროს, სიტყვით გამოსვლისას, საგარეო პოლიტიკა და ქვეყნები, რომელთანაც ის ითანამშრომლებს ერთხელაც არ ახსენა. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ტრამპი საქართველოს მიმართაც დიდ ინტერესს არ გამოიჩენს, რადგანაც ის არის მსხვილი ბიზნესმენი და ყველაფერს ეკონომიკის ჭრილში განიხილავს. ამიტომაც პატარა საქართველო ამ კუთხით მისთვის ნაკლებად მიმზიდველი იქნება.
|
ნინო ომანაძე 23.01.2017
20 იანვარს, სოხუმში, აფხაზეთის სომეხთა სათვისტომოს ახალ ხელმძღვანელად, სისასტიკით გამორჩეული ბაგრამიანის ბატალიონის მეთაური გალუსტ ტრაპზონიანი აირჩიეს. აფხაზური მედიის ცნობით, "აფხაზეთის ომის გმირის" გალუსტ ტრაპზონიანის არჩევა 3 წლის ვადით მოხდა და მან ხაჩიკ მინოსიანი ჩაანაცვლა.
|
მარი ჩიტაია 21.01.2017
2016 წელს საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასი არ გაზრიათ - ამ მოსაზრებას სპეციალისტები მთავრობის განცხადებას უპირისპირებენ. მათი განმარტებით, ხელფასის რეალური მაჩვენებელი თავსმოხვეულ სტატისტიკას 50-60%-ით ჩამორჩება.
|
მარი ჩიტაია 21.01.2017
გაზაფხულიდან ავიაბილეთების ფასი მოიმატებს. მასზე პირველ ეტაპზე მგზავრთა მოსაკრებლის გაძვირება იმოქმედებს. სამომავლოდ კი, როგორც ავიაკომპანიებში განმარტავენ, ტარიფს საწვავის კომპონენტიც დაემატება. ჯერჯერობით ავიაკომპანიებში ტარიფის გადახედვას არ ჩქარობენ, რასაც ხსნიან იმით, რომ ავიანავთის ძველი მარაგი აქვთ შემორჩენილი.
|
ნათია ლომიძე 21.01.2017
ზამთრის კურორტებზე სადღესასწაულო დღეების შემდეგ დამსვენებლების სიმრავლე აღარ შეინიშნება. საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებმა და კერძო გამქირავებლებმა დიდი უქმეების შემდეგ ტარიფები შეამცირეს, რათა შეძლონ როგორც ადგილობრივი დამსვენებლების, ასევე უცხოელი ტურისტების მოზიდვა. ცოტათი უკეთესი მდგომარეობაა დიდ სასტუმროებში, მაგრამ ისინიც ფრთხილობენ და ფასდაკლების სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, რათა სეზონი არ ჩაუვარდეთ.
|
ელზა პაპოშვილი 21.01.2017
რუსთავში, "იმპექსის" ფირმის აფთიაქში უჩვეულო ქურდობა მოხდა. აფთიაქის ფარმაცევტის ინფორმაციით, ქურდობაში 5 ქალი მონაწილეობდა და მათ 1000 ლარამდე ღირებულების პარფიუმერია და ჰიგიენური საშუალებები წაიღეს. ფაქტი კი აფთიაქში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
|
ნინო ქეთელაური 21.01.2017
ვირუსების გამო, საავადმყოფოებში მოქალაქეთა მომართვიანობის მატებას თებერვლის მეორე ნახევარში ელოდებიან, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, ეს საგანგაშო არ არის.
|