ნათია ლომიძე
21.01.2017

 საქართველო კიდევ უფრო მეტად გახდა იმპორტზე დამოკიდებული, რადგან საგარეო ვაჭრობა მხოლოდ იმპორტის ხარჯზე იზრდება. სპეციალისტები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ საექსპორტო საქონელში სიახლე არ შეიმჩნევა, რაც უცხოეთში ქართული პროდუქციის გატანის შესაძლებლობას ამცირებს.

ია აბულაშვილი
20.01.2017

  დღეს ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შატაების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. თავდაპირველად ახლადარჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, ოჯახის წევრებთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიაში მივლენ, რის შემდეგაც აშშ-ს უკვე ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა მათ თეთრ სახლში მიიღებენ.

ვახტანგ შამუგია
20.01.2017

 რუსეთმა სომხეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ გიუმრის 102-M სამხედრო ბაზაზე, "ნებო-M"-ს ტიპის რადიოლოკაციური კომპლექსები განათავსა - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ეს ულტრათანამედროვე რადიოლოკაციური კომპლექსი რუს სამხედროებს თურქეთის, ერაყის, ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საჰაერო სივრცის დიდი ნაწილის გაკონტროლების შესაძლებლობას მისცემს.

თაკო მათეშვილი
20.01.2017

 "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, რომელსაც წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი და დრამატული მოვლენები უძღოდა, დღეს იმართება. პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ იგი ხალხმრავალი, საქმიანი და ემოციური იქნება. არც ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ეს ბუნებრივიცაა.

თაკო მათეშვილი
20.01.2017

 პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ ყრილობას უმნიშვნელოვანესს უწოდებს და ამბობს, რომ მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. პირველ რიგში ის, საბოლოოდ ჩატყდება პარტიაში დარჩენილებსა და გამოყოფილებს შორის ხიდი, თუ მომავალში გარკვეული თანამშრომლობის შანსი შენარჩუნდება.

ელზა პაპოშვილი
20.01.2017

 კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების პირობები იმდენად საგანგაშო არ არის, როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების დუმილი.

ეკატერინე ბასილაია
20.01.2017

 აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება გალელებისთვის ენგურს გამოღმა საქართველოსთან "საზღვრებს" უფრო და უფრო კეტავს. ჯერ იყო, დეკემბრის ბოლოს დახურა მოქმედი 3 გადასასვლელიდან ორი, ახლა კი უკვე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ჯარიმებს მინიმუმ ასამმაგებს და 60 ლარის ნაცვლად ჯარიმა მინიმუმ 200 ლარი ხდება, განმეორებითი დარღვევისთვის კი 15-დღიანი პატიმრობაც ემატება.

თიკო ოსმანოვა
20.01.2017

 აფხაზეთში ე.წ წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის - დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ბრძანებით, "საპარლამენტო არჩევნები" 12 მარტს გაიმართება. შესაბამისად, ახლა კონფლიქტურ რეგიონში ე.წ ოპოზიციის რიტორიკაც ამისკენაა მიმართული. "ხელისუფლებაც და "ოპოზიციაც" 19 დეკემბერს "საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობის" შესახებ დადებულ ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებენ. ექსპერტები ვითარების დაძაბვას უახლოეს მომავალშიც არ პროგნოზირებენ.

ელზა პაპოშვილი
20.01.2017

 კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ "გაზპრომი" საქართველოსთან გეოპოლიტიკური ფაქტორით აუცილებლად ივაჭრებდა. მისი თქმით, ახალი კონტრაქტის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას იმის ნახევარი გაზიც არ მოსდის, რასაც რუსეთი აქამდე ტრანზიტის საფასურად ნატურის სახით გვიხდიდა.

თიკო ოსმანოვა
20.01.2017

 40-მდე დაღუპული და 70-მდე წასული - ასეთია სირიასა და ერაყში მებრძოლი ქართველების სტატისტიკა, თუმცა ეს მხოლოდ არაოფიციალურად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის მონაცემებით კი, სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფებოდა.

გვანცა ღვედაშვილი
20.01.2017

 მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 200-ზე მეტი პარტიაა დარეგისტრირებული, ექსპერტებს მთავარი ოპოზიციური ძალის დასახელება უჭირთ. მათი შეფასებით, პოლიტიკური ოპოზიცია მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაანაცვლეს. რამდენად სწორია აღნიშნული ვითარება, ამის შეფასება, ექსპერტების აზრით, კვლევის საგანია, თუმცა ქვეყანაში რეალურად გამოკვეთილი ოპოზიციური პარტია, პრაქტიკულად არ არსებობს.

მარი ჩიტაია
20.01.2017

 დავოსის ეკონომიკური ფორუმის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მოლოდინი წელსაც გადაჭარბებულია. რეალური შედეგი, რაც შეიძლება წლების განმავლობაში ქართულ მხარეს ფორუმში მონაწილეობით მიეღო, სპეციალისტებს ნაკლებად ახსენდებათ. მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საქართველოსთვის ეკონომიკური შედეგის მომტანი, დავოსის ფორუმი არც იმდენად უპერსპექტივოა, რომ მასში მონაწილეობა ზედმეტად ჩაითვალოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×